წაკითხვისთანავე დაწვით !
ეკა მასწავლებელო,ხშირად მეკითხებით - ხომ არაფერი მაწუხებს? ხომ არაფერი მტკივა? მამშვიდებთ,რომ შემიძლია გენდოთ.ალბათ ჩემმა დაბნეულობამ,მუდამ მოწყენილმა სახემ და მოუმზადებლობამ გაფიქრებინათ ასე. ვაი,რომ სამწუხაროდ მართალი ხართ.ერთხელ მითხარით,რომ თუ ჩემს პრობლემებზე თქვენთან საუბარი მიჭირს შემეძლო ჩემი განცდები და სათქმელი ფურცელზე გადამეტანა და თქვენთვის მომეცა. ახლა ზუსტად ასე ვიქცევი.მინდა გაგენდოთ,ოღონდ ერთს გთხოვთ ეს წერილი წაკითხვისთანავე დაწვით! ამ წერილს კარადის კუთხესთან მიყუჟული და აცახცახებული გწერთ.მაპატიეთ ცუდი კალიგრაფიისათვის,ხელები მიკანკალებს და თვალები ისეთი სავსე მაქვს ცრემლებით,რომ ჩემსავე ნაწერს ძლივს ვარჩევ.მინდა,რომ შევიმშრალო,მაგრამ არ შემიძლია….მტკივა….თვალი მტკივა…..მამას წყალობით.ალბათ ერთი კვირით ვერ მოვალ სკოლაში.მშობლები გეტყვიან,რომ ავად ვარ,მაგრამ არ დაიჯეროთ,ნუ დაიჯერებთ,მე ხომ ისეთ ოჯახში ვიზრდები,სადაც ქალის პატივისცემა მხოლოდ სიტყვიერი ყალბი ფასადია.მე არ ვიცი როგორ ცხოვრობს ჩემი თანატოლები მაგრამ მე ასე ვცხოვრობ და არა მარტო მე.დედაც და ჩემი პატარა ძმაც.ის დღე,როცა მამა ნასვამია ჩვენთვის კოშმარია,ჯოჯოხეთი.ახლა ამას ვწერ და მესმის ,როგორ ზლუქუნებს ჩემი საბრალო ძმა გვერდითა ოთახში,როგორც სჩანს მანაც იწვნია მთვრალი მამაჩვენის ხელი.მტკივა ეკა მასწავლებელო,ჩემიც,ჩემი ძმისიც და დედიკოსიც. გთხოვთ ეკა მასწავლებელო დამეხმარეთ,მიშველეთ,ოღონდ ჯერ ეს წერილი წაკითხვისთანავე დაწვით. P.s. დღეს ბევრი ბავშვია ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი.ზოგჯერ წავუყრუებთ ან ჩვეულ რამედ მიგვაჩნია ის ძალადობრივი ფაქტები,როცა ჩვენი მეზობელი ან ნათესავი უმოწყალოდ სცემს ან დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს შვილებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.