დიდიარაფერი
აი წარმოიდგინე სადმე მომაღლებულ ადგილზე, საიდანაც დედამიწის რაღაც ნაწილი ყველაზე ლამაზად გვეჩვენება, მე და შენ ვართ. სადაც ერთი ფეხის გადადგმა წინ სამუდამოდ დაგვაკავშირებს ბუნებასთან, ერთმანეთთან სამუდამოდ გაგვაერთიანებს. ჰაერი გვშთანთქავს. ვზივართ ნახევრად ჰაერში. ცივა, ისე ცივა რომ მარტო შენთან ჩახუტება გამათბობს. ალბათ მიხვდი ხელი გადამხვიე და შენსკენ მიმწიე. აი იმ წამს დაცული ვიყავი ყველანაირი ბოროტებისგან. გული უცბად ამევსო, ღრმად ამოვისუნთქე და თავი მხარზე დაგადე. აი აღარ მცივა, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემს გვერდით . ორივე ვუყურებდით გაშლილ სივრცეში ჩაწოლილ სიბნელეს.მარტო შენ გხედავ, მარტო შენ გგრძნობ, შენ და ცივ ნიავს ჩემ სახეზე. არაფერზე გვეფიქრება ერთმანეთის გარდა. მე ამოგხედე შენ გამიღიმე. ჩემი გოგო ხარო მითხარი და შუბლზე მაკოცე. ლოყაზე და ტუჩებზე მომეფერე. არ მჯეროდა რომ ერთად ვიყავით. ხალხისგან შორს, ყოველგვარი მიწიერისგან შორს. შევერთდით სულით ხორცამდე. თითქოს ანგელოზები გვდარაჯობდნენ, რომ ვერავის და ვერაფერს დაერღვია ეს მყუდროება ჩვენთვის. შენს ყელში ჩამეძინა და უცბად უეცარი კოცნით გაღვიძებულს შენი ღრმა თვალები დავინახე. უკვე დოაო მითხარი... დავხუჭეთ თვალები და........წავედით იქ, იქ სადაც ვერავინ დაგვიშლის ერათად ყოფნას ვესტუმრეთ იმას, ვისაც სიყვაულს ეძახიან.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.