შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული ჯობია თქვენს!


13-01-2016, 15:07
ავტორი Без Любви
ნანახია 2 108

თქვენ ფული გაქვთ და ყოველ ღამით ქალაქურ დარდიმანდული სიმღერებით იქარვებთ დარდებს, სინამდვილეში რა უნდა თქვენტან დარდს.
მე ფული არ მაქვს, მაგრამ ყოველ დღე წიგნს ვკითხულობ რომ უფრო განვითარდე და დარდებს მოვერიო, იმედები გავიხნგრძლივო და მარადიული გავხადო.
თქვენ ცოლები, ქმრები და შეყვარებულები გყავთ, თქვენი სიყვარული ლამაზი კაბის და ყვავილების იქით ვერ იყურება, თქვენი მონატრება მხოლოდ ის არის რომ არ გენატრებათ, ზიხართ სახლში და სერიალების ყურებაში ცრემლებად იღვრებით, როცა უყურებთ მსახიობების ცრუ წარუმატებელ სიყვარულს, და ლანძღავთ იმას თუ რატომ მიატოვა ქალმა კაცი ფილმში, და ვერასოდეს ვერ ცნობთ საკუთარ თავს რომ იმ როოლში თქვენ იყავით.
თქვენ ფიქრები სამწუხაროა და აუტანელი რადგან თქვენი ფიქრები ის არის რომ არაფერზე არ ფიქრობთ.
მე შეყვარებული მყავს და მიყვარს რადგან გავიგე გემო სიყვარულის, ის შორსა არის ჩემსგან, სიშორე იწვევს მონატრებას, მონატრება აღვიძებს ფიქრებს, ფიქრები აძლიერებს განცდას.
თქვენ შეგიძლიათ უყიდოთ კაბა და სუნამო , მე არ შემიძლია ეს, რადგან მისთვის ძვირფასი კაბა და სუნამო კი არ არის, არამედ მე ვარ, და მხოლოდ ჩემი არსებობა ანიჭებს ბედნიერებას და ფიქრობს სადმე ძაღლივით არ მოვკვდე შიმშილით. თქვენ შეგიძლია უსმინოთ დარდიმანდულ სიმღერებს, მე არ შემიძლია რადგან უკვა მაქვს დარდი.
მე და თქვენ შორის ის განსხვავებაა, რომ თვქენ ერთმანეთს მხოლოდ ბაყაყებივით ეყაყანებით და ყოველ ღამით ჟიმაობთ, დილით კი ერთი სული გაქვთ როდის გაიქცევით სამსახურში, რათა თავი დააღწიოთ უიმედო რუტინას. მე კი ვბრძოლობ, სიყვარულის გამო და ვეძებ გზებს და სინათლის ნაკვალებს სიყვარულიდან გამოწვეული განცდით, მე ვუსმენ მეფეს და "მენატრება" თქვენ უსმენთ პოლიტიკოსებს და თქვენი მომაკვდავი სიყვარული კარებთან დგას და ელოდება როდის გაიქცევა.
აი რატომ სჯობს ჩემი სიყვარული თქვენს, მე მონატრება, ფიქრი, და სიშორე მაქვს, თქვენ არც მონატრება, გაქვთ, არც ფიქრი და არც სიშორე.
ჩემი სიყვარული სჯობს თქვენს!



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მამაკაცის ნამუშევარია?
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი Без Любви

როგორც ჩანს კი

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

თავდაჯერებული პიროვნება ბრძანდებით.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline წევრი Без Любви

არ ვიცი მაგრამ თავდაჯერებულობა საიდან გამომდინარე გულისხმობ ვერ მივხდი აქ ხომ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა დიდი სისულელეა

 


№5  offline წევრი Без Любви

გაიხარე, წვიმად გადაიქცევი არაუშავს))

 


№6  offline წევრი fencer

რა კარგია <3
--------------------
მ.კოკო

 


№7  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი იქნებოდა ასე გულღიად ბევრი რომ საუბრობდედ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent