წითელმიწიანი ბაღი
ყველა ჩვენგანს გვაქვს საყვარელი ადგილი. ადგილი, სადაც მაშინ მივდივარათ, როცა ფიქრი, მარტო ყოფნა, ან უბრალოდ დასვენება გვინდა. მეც მაქვს ერთი საყვარელი ადგილი. დიდი არაფერი, ერთი პატარა ბაღია, სადაც ბევრი ბავშვი იყრის ხოლმე თავს. მეც ჩემს საყვარელ ადგილას მოვკალათდები და ვუყურებ ხოლმე ბავშვებს. მათ გახარებულ სახეებზე მეც მეღიმება და ასე რომ ვთქვათ სულიერად ვისვენებ. გაზაფხული იყო... უნივერსიტეტიდან სახლში მოვდიოდი. გარეთ თბილოდა. საყვარელი შავი ჯინსის შარვალი მეცვა, ზოლებიანი მაისური, კედები და ნაცრისფერი ტყავის მოსაცმელი. გადავწყვიტე ბაღში შემევლო. საფეხურები ჩავიარე და წითელ ქვიშაზე ხმაურით მივათრევდი ფეხებს. საქანელებზე ბავშვები ერთობოდნენ და მათი მშობლებიც შორი-ახლოს ლაპარაკით ირთობდნენ თავს. ჩემი საყვარელი სკამისკენ გავემართე, მაგრამ დაკავებული დამხვდა. მუქ ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილი, გრძელი, ჭაღარათმიანი ქალბატონი ბავშვებს უყურებდა და სახეზე ღიმილი ჰქონდა გადაკრული. ძალიან ჯიუტი ხასიათი მაქვს, ამიტომ სხვა ადგილას დაჯდომა არ მოვინდომე და მოხუც ქალბატონს მივუახლოვდი - გამარჯობა ბებო, შეიძლება აქ დავჯდე? ბებომ ამომხედა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ღიმილით მიპასუხა - რათქმაუნდა შვილო, ორივე დავეტევით. გვერდით მივუჯექი. ჩანთა სკამის სახელურზე ჩამოვკიდე და ხეებს მივაშტერდი. დიდი ხანია უკვე რაც ამ ბაღში თითქმის ყოველკვირა დავდივარ, მაგრამ ეს ბებო არასდროს შემიმჩნევია. ალბათ გზაზე დაიღალა და უბრალოდ დასასვენებლად ჩამოჯდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა საქანელადან პატარა გოგოს ყვირილი მომესმა. გოგონა თავისივე ასაკის (ალბათ 5-6 წლის) ბიჭს უყვიროდა - გაგებუტე, წადი, აღარ მინდა შენთან თამაში! ბიჭი აცრემლებული თვალებით გამობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა. გაოცებული ვუყურებდი, როცა მოვიდა და ჩემს გვერდით მჯდომი ბებოს კალთაში ჩარგო თავი. მოხუცს გაეცინა და ბავშვს თავზე ეფერებოდა - არ გრცხვენია ბებო? გოგო როგორ ატირე? შენ ხომ კაცი ხარ? კაცები ესე არ იქცევიან. ბავშვმა თავი ამოსწია, ცრემლები მოიწმინდა და გადმობრუნებული ტუჩით შეხედა მოხუცს. შემდეგ მე შემომხედა და ისევ ქალბატონისკენ მიტრიალდა - არ მინდოდა რომ წყენოდა. ცუდი არაფერი მითქვამს. მე მარტო ის ვუთხარი, რომ გავიზრდებით ცოლად მოგიყვანთქო და ჩხუბი დამიწყო. პატარას ისევ აუცრემლიანდა თვალები, მეკი გული ამიჩუყდა და "ყურებამდე გაღიმებულმა" ვკითხე მოხუცს - თქვენი შვილიშვილია? ქალმა ბიჭს კანფეტი მისცა, შემდეგ შემომხედა და გამიღიმა - კი, ჩემი ძმის შვილიშვილია. ბავშვი ადგა და ბებოს აკოცა, შემდეგ გოგონასკენ გაიქცა და კანფეტი მას მიაწოდა. - ძალიან საყვარელია, ეტყობა რომ ძალიან უყვარხართ. - მადლობა შვილო, გიორგი ერთადერთი ნათელი სხივია ჩემს ცხივრებაში. ამ პასუხმა ცოტა დამაბნია... თითქოს ჩემს აზრებს მიხვდაო, მალევე მიპასუხა - მე შვილები არასდროს მყოლია. მხოლოდ ძმის შვილი და ახლა უკვე პატარა გიორგი. მთელი ცხოვრება სხვის შვილებს ვზრდიდი. ჯერ პატარა დეიდაშვილებს, შემდეგ ძმიშვილს და ახლა გიორგის. სევდიანად გამიღიმა და გიორგისკენ გაიხედა, რომელიც საქანელაზე მჯდომ გოგონას აქანავებდა და რაღაცას უყვებოდა. თვალი მისი ხელისკენ გავაპარე, მაინტერესებდა ქორწინების ბეჭედი ეკეთა თუ არა. - თქვენ არასდროს გიცდიათ შვილის ყოლა? ბებომ ჩაიცინა და შემომხედა - როგორ არა ბებო. შვილის ყოლა ხომ ყველა ქალის ოცნებაა. ისევ ჩავფიქრდი. ვცდილობდი რამე გამეგო, მაგრამ არ ამბობდა არაფერს წესიერად და რა გამეგო? ჩემი მობილურის ხმა მომესმა ჩანთიდან. ტელეფონი ამივიღე და სწრაფად ვუპასუხე - გისმენთ! - ნინ, სად ხარ? - ბაღში ვარ. რა მოხდა? - არა არაფერი, ვიფიქრე ვნახავთქო. სახლთან რომ იქნები მომწერე და გნახავ - კარგი ელე. - არ გამოჩენილა? - არა... - კარგი არ იფიქრო მაგაზე. ხომ იცი, შერიგდებით. - ხო ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში დავაბრუნე. გულზე ისევ ლოდი დამაწვა, რომელიც თითქოს შიგნიდან მსრისავდა. პატარა გიორგის ვუყურებდი. აღტაცებული ვიყავი მისი პატარა და წმინდა გულით. გოგონას თმაზე რეზინა მოძვრა. გიორგიმ მიირბინა, რეზინა კარგად გაწმინდა და გოგონას თმა შეუკრა. გული გამითბა ამ ყველაფრის შემხედვარე... უეცრად მოხუცის ხმა მომესმა - კარგად დაფიქრდი ბებო. კარგად დაფიქრდი სანამ რამეს გააკეთებ ხოლმე. ხანდახან გგვგონია, რომ სწორად ვიქცევით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დიდი შეცდომა დავუშვით. გაფრთხილება უნდა იცოდე ბებო, გაფრთხილება. უნდა გაუფრთხილდე იმას, რაც გაქვს. ერთი შეცდომა და შეიძლება ყველაფერი გაქრეს. უჭკუო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან ბავშვური გული მქონდა. სამყარო უწყინარი მეჩვენებოდა და ხშირად ვუშვებდი შეცდომებს. ერთმა შეცდომამ კი სამუდამოდ დამაკარგვინა ის დიდი სიყვარული, რომელიც მაძლიერებდა ბებო. არ გავუფრთხილდი. ჩემი ბრალია. 50 წელი გავიდა ბებო, მე კი ისევ მას ველოდები... დავდუმდი, ვეღარაფერი ვთქვი, გული მეწვოდა... მოხუცმა თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, წამოდგა და გიორგისთან მივიდა - წამოდი ბებო, უკვე დაგვაგვიანდა სახლში. ხვალ ისევ მოვიდეთ... გიორგიმ გოგონას ლოყაზე აკოცა, ბებოს ხელი ჩასჭიდა და მისმა სიტყვებმა გამაოგნა - დღესაც არ მოვიდა ბებო? არაუშავს. მე ხომ შენთან ვარ. ხვალაც დაველოდოთ, იქნებ ხვალ მოვიდეს. ბებომ გაუღიმა და სახლისაკენ წავიდნენ. მე კი გაოგნებული დავრჩი. დიდიხანი სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. თავში მოხუცის სიტყვები მიტრიალებდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ უყვარს, ისევ ელოდება... მზე ჩადიოდა, როცა აზრზე მოვედი. ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და კონკრეტულ ადრესატთან მესიჯი გავგზავნე - მაპატიე, მიყვარხარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.