შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე…


13-01-2016, 20:23
ავტორი Mari MT
ნანახია 1 613

ბევრჯერ მიფიქრია რა იქნებოდა რომ არ მოვლენილიყავი ამ ქვეყნად ?! სხვა სიცოცხლეში გარდავისახებოდი თუ უბრალოდ გავქრებოდი….მუდმივად მაწუხებს კითხვა ვიგრძნობდი? მეტკინებოდა?განვიცდიდი იმას რომ არ ვიარსებებდი? ალბათ უბრალოდ არ ვიქნებოდი..ბოლოს ყოველთვის ვამბობ,ნუ ფიქრობ ამაზე,შენ ხომ არსებობ და ვერასდროს გაიგებ რა იქნებოდა….მე დავიბადე…შემდეგ ვფიქრობ რატომ მანდამაინც მე? ხომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ’’ის’’..ალბათ გაიცინებთ ამის წაკითხვის შემდეგ მაგრამ თუ დაფიქრდებით მიხვდებით რომ რაზეც ხშირად გვეცინება,სწორედ იმაზე ვფიქრობთ ყველაზე მეტს.. გაიხსენე და მიხვდები რომ ეს კითხვა შენც დაგისვამს საკუთარი თავისთვის არც თუ ისე იშვიათად..

და მაინც ვინ ვარ ‘’მე’’ ?

ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც უნდა იყოს უკვდავი, იყოს განსხვავებული, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს..სურვილი სურვილად რჩება..ქრება და სადღაც უჩინარდება..

ღამეა..მე ისევ ვფიქრობ..ხვალ გათენდება.. მე ამას შევძლებ! მე გავუმკლავდები, მე გავაკეთებ.. ყველაზე ძლიერი, ამაყი და საკუთარ თავში დარწმუნებული სწორედ რომ ამ დროს ვარ…მაგრამ თენდება, იწყება ახალი დღე, რომელიც ახალ შანსებს ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ რას ვაკეთებ?- არაფერს.. ჩემი მიზნები, გეგმები სადღაც ქრებიან, იკარგებიან ,ალბათ იმ წყვდიადში იკარგებიან იქ სადაც დაიბადნენ ,სადაც მათი განხორცილეების სურვილი გამიჩნდა .. რისთვის ჩნდებიან ?იმიტომ რომ შემდეგ გაქრნენ? ესეთი ძლეირი ხარ ღამევ? ყველაფრის შთანთქმა და გაქრობა რომ შეგიძლია? არა !უბრალოდ არც ისეთი ძლეირი აღმოვჩნდი რომ ხელი შემეშალა..კი კი ნამდვილად ესეა..მე ჩემში უფრო ვხედავ სისუსტეს ,ვიდრე შენში სიძლეირეს ღამევ!!..

გათენდა.დღეც თითქმის დასრულდა..დატვირთული დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი,მარტო ვარ, გამოვიცვალე და გამოვედი ოთახიდან..დერეფანი გამოვიარე და უცბად რაღაცამ მიიქცია ჩემი ყურადღება..ეს იყო ჩემი ანარეკლი სარკეში.. ის თითქოს ისეთი სხვანაირი მეჩვენა, როგორც არასდროს..ისეთი დაღლილი ,ძალაგამოცლილი და სასოწარკვეთილი .. არა ის რაღაც უფრო ღრმა და ბევრის მთქმელია..ვუყურებ და ვფიქრობ როგორ მგავს?….ნუთუ ეს მე ვარ?არა ის სხვაა ..მე არასდროს ვიქნები ასეთი იმედგაცრუებული..ჩემი თვალები ხომ სულ ბრწუნავდნენ? ბედნეირებას ასხვივებდნენ?ის იცინის და მეუბნება ,მე ხომ შენ ვარ სულელო?.. მე? და რამის გული გამისკდეს.. ის კიდევ მიყურებს და მეუბნება..ხედავ? შენი თავის გეშინია..ხედავ სადამდე მიხვედი.. თვალები დავხუჭე და დიდი ხნის მერე გავახილე..ვიყურები სარკეში და ძველებურად ჩემ თავს ვხედავ.. არვიციი რა იყო..ალბათ გადაღლილობის ბრალია? არა ის ჩემი შინაგანი ხმა იყო..ის რასაც უნდოდა ეთქვა რომ ყოველი ახალი დღე ბედნიერების საწინდარია.. ხშირად ვერც კი ვამჩნევთ როგორ ვიცვლებით, როგორ ვერთვებით ცხოვრების უსახო, უსულო, ერთფეროვან რუტინაში.როგორ ვკარგავთ ცხოვრების ხალისს,ჩვენ თვალები არაფრის მთქმელი და უსიცოცხლოა..ის უბრალოდ მხედველობის ორგანოდ იქცევა-ხოლმე.. ვიღვიძებთ მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ გავიღვიძოთ და არა იმიტომ რო ვიცხოვროთ!! როგორც იქნა გამოვფიზლდი..დამთვარდაა.. არვიცი როგორ მოვედი აქამდე მაგრამ დასრულდაა..ცხოვრება მშვენიერია და ის ამ წუთიდან უფრო მშვენეირი იქნება..’’სარკევ’’ გიტოვებ ყოველივეს რაც აქამდე იყო.. მე შენში ვტოვებ ყოველივე ცუდს…ერთ დღესაც შენ დაიმსხვრევი ..დანაწევრდები და ამ ცუდ მოგონებასაც წაიღებ..ის შენთან ერთად გაქრება..შენ აღარ იარსებებ ისევე როგორც ოდესღაც მე!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დამაფიქრებელი იყო... არა მგონია ვინმე იყოს ვისაც ამაზე არ ეფიქრა

 


№2  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent