შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის კაცთან მებრძოლი


17-01-2016, 20:53
ნანახია 1 837

ტყის ღრეებში ხეტილიასის სამარადისოდ დამიღამდა ტანის ქვემო ფერდებში და როდესაც თვალებით ვიგრძენი წყვდიადი მაჯები ოქროსფრად ამიელვარდნენ და სისხლმა გამინათა ბილიკი. ფეხები დაფარფატებდნენ შავ ზედაპირზე და ციდან ვარსკვლავები ოდნავ ციაგად ანთებულნი მესროდნენ ველურ სხივებს, რომ მათკენ მივეზიდე და ღრუბლების ამოსვლამდე დაეღარათ ჩემთვის ვერცხლისფერი ცრემლებით სახე. მეც გავრბოდი, თავის დახსნას ვლამობდი. გველივით სრიალა ფოთლები ცვიოდა და მიწაზე ვარდნისას ტბის ფსკერზე ამოსულ ორქიდეებს ემსგავსებოდნენ და მზეს ელოდებოდნენ რომ ცაში აორთქლილიყვნენ. შიში ტანში შემომეყუჟა და დახტოდა ველური ცეროდენა თმებივით ჩემი გაუვალი ტანის ჯუნგლების ოაზისებში. შიშმა ხახაში ენა აათამაშა და ლამის გამეყინა გომბეშოს უკანალივით. ხეები ცისფერი თოჯინებივით მიცინოდნენ და ჟოლოსფერი მტვრით მემუქრებოდნენ. მეც მივქრი ბილიკზე, ბილიკის ვრცელ მასაში მეფლობა ფეხები და გულში ჩამძვრალი ჯუჯა ჭიანჭველები აღვირახსნილ ღრეობას დასწაფებიან. დილის ნისლი ყიჟინით დარბის მთის ძირას და ბურუსში გახვეულ მოკლეკაბიან ღამის ანგელოზს საკოცნელად იწვევს. ვიწრო გზა მთავრდება ტყის ვიწრო შესასვლელთან და მეც ეული სვავივით მშიშარა მწერად ქცეული ტყეს მოღალატე მიჯნურივით ზურგს ვაქცევ. სატრფოს დასახსნელად მივიწევ, მთის მაღალ ქოხში ბუხრის ვიწრო მღვიმიდან რომ დაიბადა და ჩემს შიგთავში თოვლის ფიფქებივით დამისუდრა გრძნობები. გუშინ მზისფერ საათზე ქვიშისფერი ისრები მისდევდნენ სიძველის ნესტს და მაშინ მოცვივდნენ რუხი მგლები, მას კბილებით ჩააფრინდნენ რძისფერ ბარძაყებში და მოიტაცეს უსასრულობაში დასავანებლად. მარტოობამ მგლები ააყმუვლა ჩემი სულის უხმო დარბაზებში, გული საგულედან გამოიქცა და მიწისფერი კედლები სულ მოაშთო. მიწაზე მცვივა ცრემლის თესლები და ეზოში ნაძვები მთხოვენ მივცე მათ თავისუფლება, რომ იფრინონ ცის თხმეზე. ვარდის ფურცლებით ვლესავ ხის უშველებელ ღეროს და მგლის გამჩენ ღმერთებს დუელში ვიწვევ გონების ველზე საომრად. წვიმის წვეთები ტუჩებზე დამეგუბნენ და ტუჩებმაც სიმარტოვეს დაუწყეს თხელ კანზე ლოკვა. მზად ვარ, სატრფო უნდა დავიბრუნო, ტყის ბოროტ, ავსულ მგლებს ჭკუა უნდა ვასწავლო. თენდება, მეც ტყის სურნელება მცვივა ძირს და მიწაში სველ ფენებად იჟღინთება. მთის ძირს ვუახლოვდები, ლოდებმა უცხო რომ შემნიშნეს ქვები დამიშინეს თმის ხვეულებში და მეც იქვე ძირს დაგდებულ ეულ კენჭებს შევაფარე თავი. მთის უზარმაზარი გოლიათები მემუქრებიან, და ქვის ჯავშნიდან ფაქიზად ამონატყორცნ ბგერებს შხუილით მიბღავიან. მე არ ვნებდები, ხის წვეტიან ღეროს ვიშიშვლებ და ველური ფრთებშეკვეცილი ცვრის ნამივით ვეცემი ქვის კედლებს, უშველებელ, ქანდაკებად ქცეულ თათებს მიქნევენ და მეც მხვდება უხეში მარმარილო წვიმის წვეთებივით, მაგრამ დანებების მაცდურ ეშმაკებს თვალებით ვჭამ და უკან არ ვაფურთხებ ნერწყვებად. მუცელს ვიფატრავ და მწველ, ცხელ, ზღვისფერ დემონებს ვუშვებ ჩემს დასაცავად გარეთ. ისინიც ყიჟინით ეკვეთებიან ქვის ლოდებს და გაქვავებულ კისრის ძარღვებში ალესილი კბილებით აფრინდებიან, ყველანი განგმირეს და კვლავ ჩემს შიგნეულობად გადაიქცნენ. მთის ფერდზე მივიწევ და სიცივე სახეზე მირტყამს შხეფებს. სატრფო ალბათ მგლის ეშვებში მოქცეულა და მოწითალო სპილენძისფერი კანი მხეცის ნერწყვით უფერადდება. ყველას ავკუწავ, მას მაინც დავიბრუნებ. მთის მწვერვალზე არწივმა მხარზე შემაჯექიო მთხოვა და როცა უარი დალანდა ჩემს თვალებზე კლანჭებით ჩამაფრინდა რბილ კანში და დამჩხავლა ველური ქორივით, რომ შევმხტარიყავი მის ყავისფერ ზურგზე და მეყუჩა გათენებამდის. უზარმაზარ ფრთებს აშრიალებდა მთის არწივი და ცისკენ მიჰქროდა. მე ჩემს სატრფოზე ვნაღვლობდი მხოლოდ. ცის კაბადონზე ავიჭერით მე და ჩემი მეგზური და მან ღრუბლების ფაფუკ მასაში გადმომაგდო, თავით ვეშვებოდი თეთრად დასუდრულ ნისლში და თან ვარსკვლავებს ვურტყამდი უიღბლო თავს. მაგნოლია იჯდა ღრუბლის შემაღლებულ კიდეზე და გამყინავად ყიოდა ზეციურ ბგერებს, თან ბგერები ისრებივით ჩემსკენ მოქროდნენ და მეც ანგელოზის გაცვეთილ, გახუნებულ ფრთებს ვიშველიებდი თავის დასაცავად. ძირს ჩავყურებდი მიწას და შიგ ჩახტომას ვნატრობდი, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. მაშინ მოფრინდა ჩემთან ზეციური მაგნოლია და უბეში გაჩრილ ხის ღეროს ზეციური ბრწყინვალება მიანიჭა, უბრალო ნაფოტი გასხივოსნებულ ელვად გადამექცა. სახე ბედნიერებით დამეხუნძლა და მუხლი მოვიყარე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მწვავდა რაღაც და ზურგს უკან მზის ფოთლებს დავაკვირდი, თურმე ჩემს თავთან ცვიოდნენ, წამსვე ვიხმე ჩემი არწივი, თან ცისფერ მთას მოვგლიჯე აკვირტებული ნაჭრები და გადავყლაპე, რათა ზეციური ძალა მომმატებოდა. ისევ ძირს ჩავიქროლეთ, კვლავ ვარსკლავებმა გაგვაცილეს, მეტიც, არწივმა მის მიჯნურ, სამხრეთში ოდნავ მოციაგე პატარა ვარკსკვლავს ბაგეები დაუკოცნა და ბასრი ნისკარტით ოდნავ დაუღადრა სახე, მას კი წითელი სისხლი გადმოსჩქეფდა ბაგედაგან და მიწას წვიმებად დაამჩნდა. მე კვლავ გზას ვედექი, თან ცის ელვა მეპყრა ხელთ და ჩემს გულის სწორს ფიქრებში ვეალერსებოდი, მაგრამ ფიქრები გვითვალთვალაბდნენ და აღიგზნებოდნენ ჩვენი ალერსის შემხედვარე, გახელებული ფიქრი კი ჟინმორეული ავაზასავით მებრდღვნებოდა აკოკრებულ ტანზე და გაშმაგებით დამიხტოდა ჟრუანტელი. ჩანჩქერს ვეახელი, საიდანაც მხოლოდ მწვანე ძარღვები გადმოსჩქეფდა და მათ დანახვაზე სასიამოვნო შეგრძნებები მახელებდა, წამსვე გავშიშვლდი უბიწო ტოტივით და სიმწვანეს შევერიე, სატრფოც გადამავიწყდა, დადნა თეთრი თოვლი ჩემს ყელზე და მაშინვე თბილი მასა მომელამუნა ღაწვებზე, სიღმრეში ვყვინთე თავი და კედლებს ვახალე ჩემი სხეული. მიწისფერი ჩიტები ამობობღდნენ წყლის ვრცელი უფსკრულიდან და ნოზებივით აჭიკჭიკდნენ, თან მე შემომხვეოდნენ გარს და ჩემს თმებზე კენკავდნენ ნოყიერ ქერტლს. განვიბანე და სასიამოვნოდ მისუსტებული ძილში დავნებდი სიზმრის დედოფალს, მან ტანზე შემომხვია ვრცელი ხელები და მწველი ტუჩი ჩამასო ცნობიერში, მეც ხარბად დავეწაფე მის ბავშვურ მკერდს და გავძეხი მზის სხივების სმით, მკლავებში მოვიქციე სიზმრის დედოფალი და სიახლოვემ გამახელა ტკივილამდის, ბუსუსები ამოეფოფრა ტანზე და დამჩხვლიტა სულ, მეც ძარღვებ გამდინარე კანით სულის დაშრეტა ვიგრძენი და დედოფლის თვალებში ველური ხარხარი დავლანდე. რაღაცას მატყუებდა, გამიშვი მეთქი შევყვირე, მაგრამ დამონებული აჩრდილები მომისია და ტანზე ამომწიწკნეს რეალობის დაშრეტილი მღვიმეები. სხვა გზა აღარ მქონდა, ზურგზე აჩრდილებმოკიდებულმა წამვსე ვისკუპე სიზმრის დედოფლის ცისფერ თვალებში და გამომეღვიძა. ღამე ენთო ცის თხემზე და კვლავ ყმუოდნენ ჩემი მტრები, უეჭველად მელოდებოდნენ, მეც ავიბარგე ტანთან ერთად და კვლავ დავადექი გზისფერ მიწას. შავი ყვავები ებრძოდნენ მუქფერ სვავებს და ვინც იმარჯვებდა მას მოჰყავდა თოვლი მარხილში ჩაბმული, თოვლიც ჩაებღაუჭებოდა სვავის დაგლეჯილ ფერდებს და ღალატობდა წვიმის ნესტიან წვეთებს. ფეხებზე გადამირბოდნენ შეშინებული დინოზავრები და დაღრიალებას ვერ ბედავდნენ ჩემი შიშით. მგელი დავლანდე მარტოდ მჯდარი, რომელიც ცეცხლად დანთებულ თვალებში ისრუტავდა მიდამოს და გარინდული უფრო და უფრო ირინდებოდა. სწრაფად მივეპარე, ელვა შიგ გულში ჩავცხე და მანაც ერთი საცოდავად დაიგმინა, თან ბასრი თათები მომიქნია, ოდნავ გამეჩხაპნა კანი და სისხლმა ჰაერი დალანდა გარეთ. სული ამოხდა მხეცს და მეც სიცივისგან გათოშილი მის სხეულში შევიყუჟე და თბილმა ძარღვებმა, რომლებსაც ხის ტოტებივით ჩამოჰკიდებოდა შიგნეულობა, გამათბო. დილამდე მხეცის კანგამომძინარმა გამოვაფხიზლე მისუსტებული სხეული, ჰაერი პეშვით გადავუძახე ფილტვების ორმოებს და კვლავ ჩემს გზას დავადექი. მძიმედ სუნთქავდა ბუნება და თან გმინავდა სიცივისგან გათოშილი. ფეხებზე ობოლი მწვანე ფოთოლი შემომახტა და სახემდე ამომაცოცდა, თან ვნებიანად დამიწყო კოცნა, მეც დავნებდი მის მწვანე ტუჩებს და ფარფატა ტანში შევაცურე ოქროსფრად თლილი თითები, მანაც ოდნავ სუსტად დაიგმინა და მიიცვალა. მკლავებში ჩამაკვდა და მიწის ფესვებად იქცა, იქვე მივფანტე, შემოვბრუნდი და ხე იყო უკვე, თან მე მგავდა. კვლავ დამიღამდა და მივუახლოვდი მგლების ბუნაგს, ხმა მოისმოდა საზარი, წამსვე ფანტაზია ქვესკნელის ღმერთად გადამექცა და მხოლოდ სატრფო დავლანდე მგლის მკლავებში, სხვა გზა არ მქონდა, დავიჩოქე ჰოპ, შევისრუტე ღამენარევი გარსი და მგლად ვიქეცი. ოდნავ მომცრო ვიყავი, მაგრამ აქოჩრილი ბეწვები უხვად მეყარა ფერდზე, დრუნჩიდან ორთქლი მიელვარდებოდა, ბრჭყალები მიციმციმებდა, ელვა ხახაში გადავუშვი და საგულდაგულოდ დავმალე, ერთი მაგრად დავიყმუვლე მგლად ქცეულმა და ნელი ძუნძულით ბუნაგს მივაშურე. წინ ორი რუხი მგელი შემომეგება და შემომიღრინეს, მეც შევუღრინე, კბილი ოდნავ გავკარი მათ მგლურ სახეს და შავ მღვიმედ ქცეულ გარსში შევხტი. ირგვლივ ჩირაღდნებით გაენათებინათ ვრცელი დარბაზი, მეც მიბზინავდა დრუნჩი ცეცხლის ციაგში, სატრფოს ნაზი ოხვრა ესმა ჩემს მხეცურ სმენას და ძუნძულით გავწიე ხმის ბგერებისკენ, გზად უშველებელი მხეცი შემომეგება და კბილებით მეკვეთა, ძირს დამცა, ზედ შემომახტა და დორბლი თვალებს გადაევლო, ვეღარ ვხედავდი, ვგმინავდი საცოდავად, პირიდან ვლამობდი ელვის გადმოფურთხებას და უკანასკნელ ხროტინს შევიგრძნობდი, მაგრამ ბრჭყალი ჩავასე დრუნჩში და მომშორდა, უმალ ამოვანთხიე ელვის უშველებელი ღერო და მოვუღერე ნადირს, შეეშინდა წყეულს, მაგრამ არ დანებდა სხივს, მეც მოვუღერე და გულში ჩავასე, ვიგრძენი როგორ გასკდა წითელი გარსი და წვეთებმა უფრო ააელვარა ელვის ღერო, ბოლოჯერ გმინავდა საცოდავი, მეც ჭრილობებზე დავანერწყვე მალამო და ოდნავ მსუბუქად შეაჟრჟოლა ჟრუანტელმა, სიკვდილმა ბუნაგში შემოაღწია, ჩემი იარაღი დალანდა, შეეშინდა, მაგრამ მე რომ ისევ გადავყლაპე გული მიეცა, ძირს დაგდებულ მგელს ველური აფთარივით ჩააფრინდა და სული ამოხადა. კვლავ სატრფოსკენ გავეშურე, თან სისხლი მდიოდა ტანიდან. უშველებელ კარებს მივუახლოვდი და თათებით ოდნავ შევაღე, და ვიხილე მგლად ქცეულ ტყის კაცს მოეგდო ხის ტოტებში ჩემი საყვარელი ქალი და ჟანგისფერი ენით ულოკავდა ძოწისფერ ბაგეს, თან გარს შემომსხდარიყვნენ დათვები და ბღაოდნენ, ჩემი საწყალი ქალღმერთი საცოდავად აფახულებდა თვალებს და ლამობდა ტოტებიდან თავის დახსნას, უმალ ვეკვეთე მწოლარეთ. მგლად ქცეული ტყის კაცი დაფრთხა და გაურკვევლობა იასამნისფერი იასავით დაეხუნძლა ტანზე, თან თეთრმა პატარა თოლიამ სხეულზე გადაუფრინა და ბგერებში მტრედებმა დაიღუღუნა. სატრფოს ხილვისას მგლის სხეული იქვე მივაგდე და კვლავ ჩემ არსებად ვიქეცი, ორმა უშველებელმა დათვმა გამაკავა , ელვა წამართვეს და უსასრულობით დამძიმებულ სარკმელში მივიწყებული სათამაშოსავით მოისროლეს.
– რა გინდა წყეულო? გაცხარებული აყვირდა ტყის კაცი.
– სატრფო მომტაცე წყეულო, დორბლებს ვყრიდი თან, დორბლები კი ნიავს მიჰქონდა და კედლებს თავგზააბნეული ახეთქებდა.
– არ დაგითმობ მას, არ შემეპუა მწვანე ფერში ამოგანგლული და ქალს გაუღიმა.
– ამ ქალის თმაში ვცხოვრობდი შეშლილი გაზაფხულივით და მარტის ყვავილობისას ვისხამდი კვირტებს, წყაროს წყალს მივყვებოდი ამობურცული მკერდიდან და ზედ გახელებული ვგმინავდი, მის ღაწვებზე მოვაშენე ზამთრის ბაღი და ყოველ ზაფხულს სითეთრით ვთბები, მისი ღიმილი ჩემი არსების ძარვებს ახელებს და გულის ფეთქვით დაღლილს გვირილის კვირტები სამოთხეში მიმაქანებენ. არ დაგითმობ მის მჩქეფარე ჩანჩქერივით მბორგავ თვალებს ტყის სულო.
– უფსკრულის კრატერზე შეგებრძოლები საცოდავო და ვინც დაეცემა უსულოდ ძირს, ის ვერ იხილავს ქალის მზერას, გაზაფხულის სამოსით მოსილს. მეც დავეთანხმე და თან ჩემს დიად მზისფერ ელვას მივტიროდი.
გაქვავებული ფრთებით შემოეზღუდათ უფსკრულის მრგვალი არე, ერთ მხარეს ტყის კაცი იდგა, მწვანე მანტია ემოსა და ტოტებს ახურებდა, თან მებრძოლი მზერა პირდაპირ ჩემს დაძაბუნებულ კუნთებს უმიზნებდა. ქალი უფსკრულის კიდესთან წითელ ძაფზე შემოსკუპებულიყო და ფოთოლთა ქარში ქანაობდა საოცრად გარინდებული. უცებ გამოექანა ჩემსკენ სიმწვანე და ველური ნადირივით ჩამაფრინდა თეთრ კანში, ძირს დამცა, ჩემზე მეტი ძალა უთრთოდა სხეულში და გადმოსჩქეფას, დასამარებას მიპირებდა, გრძნობდა რომ მილეული ნისლივით ვინთქმებოდი უძირო ზღვაში და ფსკერზე უსასოოდ დავენარცხებოდი. ქალი ჩემი ცრემლთა ზვირთებს ანთხევდა და რწყავდა სიკვდილის ანგელოზების შავფერ ვნებებს. ყელში ჩამიჭირა ტყის კაცმა ტოტები და გალურჯებული ალქაჯივით ვხროტინებდი გაზაფხულის მაისის წვიმასავით. შემდეგ ვიგრძენი მხოლოდ ხის მტვერი მეფინებოდა ანაზდად სახეზე, თვალის სუსტ გამოხედვაში იკარგებოდა ყველაფერი. თავიდან ჩქეფდა სიცოცხლე ჩემში და თავიდან იბადებოდა, როდესაც თვალები საბოლოოდ გავახილე ხის კენწეროზე ვესვენე და უღონოდ ვქანაობდი ქარში. არაფერი მახსოვდა, მხოლოდ მიწაზე ცვენას ველოდი....



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent