შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავნებდი უშენობას


23-01-2016, 01:47
ავტორი tekusia
ნანახია 2 164

ყველა სახურავს დავივლიდი თუ მეცოდინებოდა ,რომ საიდანმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავინახაბდი.ყველა ქვაფენილს დავივლიდი ოღონდ სადმე დამხვედროდი...არაფერი მენდომებოდა სხვა ...სულ არაფერი...სადღაც ახლოს შენი ჩუმად ჩამოდებული ხელის გარდა.ჩვენს თითებს შორის იყო მთელი დედამიწა და დრო...დრო ერთადერთი მტერი...როგორ მძულდა ტანზე შემოტმასნილი სველი ყვავილები.პირველად მძულდა წვიმა ,რადგან არ ჩანდნენ ვარსკვლავები.ყველაფერი მქონდა იმ ღამეს ,გარდა იმ პატარა ბრჭყვიალა წერტილებისა იმედებად,რომ ჩამწკრივდებოდნენ ხოლმე ცაზე,ცაზე,რომელიც გვაერთიანებდა და მე იმ ღამეს ვთქვი კარგი ანუ ...ანუ დავნებდი უშენობას.
მე ახლა ტანზე შემოტმსნული ეს თეთრი ფერი მგუდავს...
როგორ ვერ ვიტან კაბებს ეს მხოლოდ შენ იცი...
და მენანება ჩვენი დაგეგმილი,მაგრამ ვერ შემდგარი კედებიანი ჯვრისწერა...
არ მჭირდებოდა ფრიალა კაბა შენს უგვირგვინოს...
არაფერია ჩემში ქალური გარდა გრძნოების...
და ეს რძნობებიც ყველაზე მეტად ფერგადასული...
არ უნდა დაგეტოვებინე მარტო...
არ იყო ჩემი ქალური სისუსტე ასეთი სანდო...
ბოლო ღამეა შენზე ოცნება ,რომ არ ჰგავს ღალატს...
ბოლო ღამეა შენი ერთგულების... ხვალ გავსხვისდები...



№1 სტუმარი nino

მომეწონა <3

 


№2  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent