სიურრეალიზმი
დამპალ შინდისფრად შეღებილი მიწა... ომის, დიდების, უსამართლობის აპოთეოზი. გახევებული ხეებია, გამხმარი ველი, წრფელი გული ნათქვამი ,,დამეხმარეთ" შიგნიდან მჭამელი გრძნობა, რომელიც ნელ-ნელა დაძვრება ჩვენს სხეულში და გულიდან იწყებს ნადიმს... ჩვენ გვჭამენ. ლპება სხეული, იძირება გემები, ოცნების გემები, რომლებიც ისე სწრაფად და წინდაუხედავად მიილტვიან მეწამულისფერ ზღვაში, რომ არც კი იციან, თუ როდის ამოვარდება საბედისწერო ქარიშხალი. ასე იწერება ბედისწერა, ნელ-ნელა, სასტიკი მანერით, ოდნავ, შიგადაშიგ ლმობიერი ასოებითა და ნაზი მონასმებით. ასე იწყება ომი... ადამიანის სურვილი ზებუნებრივი ძალის ქონისა იმარჯვებს.. ჩვენა არ შეგვიძლია ომისათვის გამზადებულ ჯარისკაცებს, რომლებსაც ცალი ხელი ჩახმახზე აქვთ მიბჯენილი, თეთრი დროშები ჩამოვურიგოთ.. ჩვენ არ შეგვიძლია გასასროლად გამზადებული ტანკის ლულა მინდვრის ყვავილებით გამოვტენოთ... ჩვენ არ შეგვიძლია სიხარბესა და სისასტიკეს უკვდავების წყარო დავუშროთ, ანდა ტკბილი შარბათად გავასაღოთ საწამლავი და დავავიწყოთ ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ადამიანი ძალიან ჰგავს იასონს, რომელმაც ოქროს საწმისი და მშვენიერი მედეა მოიტაცა და ვერ დაჯერდა ვერც სიმდიდრეს, ვერც ლამაზ ცოლს, ვერც სახელსა და ვერც შვილებს. საშინელია ის ვინც ვერ ამჩნევს ცხვირწინ ბედნიერებას და მას სადღაც შორს, ღვთისგან მივიწყებულ მხარეში დაეძებს... ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიკვებებოდეთ დაწყველილი იქნება ის დღე, როდესაც მივხვდებით რომ ჩვენ ვეღარ ვსაუნთქავთ საყვარელი ადამიანებით, ჩვენ ვიქნებით ხელოვნურად ცოცხლები, როგორც აპარატს შეერთებული ავადმყოფი საიქიოს ზღურბლთან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.