ქუჩებში ვეძებ საახეებს... განსხვავებულს ერთმანეთისგან...
უკვე გვიანია, ფეხს იდგავს ბინდი, ვდგავარ და ვაკვირდები ქუჩებს, რომლებიც საშინლად მტვრიანია. ნახევრად ცარიელ ნაგვის ყუთებთან დაყრილ ნაგავს ვაშტერდები და მზერას გაძვალტყავებულ ძაღლზე ვაჩერებ, უეცრად სხეულში სიცივე მივლის და სისხლი მეყინება , ვცდილობ მივუახლოვდე ადამიანს, რომელიც გამეტებით ურტყავს ძაღლს რომ პირიდან პურის ნაგლეჯი წაართვას, მაგრამ ჩემი მცდელობა მივახლოვებულიყავი მათ მცდელობად დარჩა, რადგან კადრი კადრმა შეცვალა და დავინახე, როგორ უთავაზა ფეხი ინსპექტორმა ძაძებში გახვეულ ლოთს... თვალები დაავხუჭე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, ნელ–ნელა დავქაჩე წამწამები ისევ გავახილე ლიბრგადაკრული თვალები, მიმოვიხედე ირგვლივ, ბინდი მატულობდა და ყველაფერი ნაცრისფერდებოდა, მზერა მოვავლე გარემოს და ერთი მიმართულებით დავიწყე ყურება... ადამიანები ფუტკრებივით ირეოდნენ, ნელი ან სწრაფი ნაბიჯებით, ზოგიც კი თითქოს ძალდატანებით მიეშურებოდნენ ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით, ისინი თავდახრილნი ან თავაწეულნი შეუჩერებლად მოძრაობდნენ და თითქოს გამარჯობაც დაზარებოდათ ან სულაც დავიწყებოდათ... ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მათი სახეები ერთმანეთს ძალიან გავდა... მხოლოდ სევდას, ტანჯვას, დაღლილობას ,შურს და ბოღმას თუ ამოიკითხავდით მათ თვალებში... ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეკითხები რატომ ?რატომ ვერ ვხედავ ღიმილს მათი ბაგეების კუთხეში ? ჩემდა საუბედუროდ პასუხს ვერ ვპოულობ საკუთარ თავში და მის მისაღეად სხვა ხერხს მივმართავ... გადვწყვიტე ამომერჩია მათგან ერთი და გავყოლოდი როგორც ლანდი... და აი ისიც... სევდიანი გოგონა ნელი ნაბიჯებით მიუყვება ტროტუარს, სუსტ მხრებზე ქერა კულულები აყრია, ვიწრო და გამოყვანილ წელს, მოკლე ზურმუხტისფერი, აბრეშუმის კაბა უმშვენებს... თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ საგრძნობლად ცივა და სუსხიც უმატებს... ჩვენ მაღაზიაში შევედით... როგორც ჩანს სუნამოს არჩევს მამაკაცისთვის... უეცრად გამყიდველი მიუახოოვდა და ეუბნება: – ხელში ნუ იღებთ სუნამოს არ შეიძლება...არ გახსნათ... – კი მაგრამ ... როგორ... ისე როგორ შევარჩევ თუ სუნი არ .... –დამაცადეთ ქალბატონო და მეთვითონ განახებთ ხომ ხედავთ რამდენი ხალხია ყველას ერთად როგორ მოგემსახუროთ ? ჩაიბურტყუნა გამყიდველმა და გააგრძელა დაკისრებული მოვალეობა... მის თვალებში მხოლოდ მრისხანე ნაპერწკლები დავინახე... მისი სახე მომაბეზრებლად აგრესიული იყო... გოგონა პასუხმიუგებლად გამობრუნდა და დატოვა მაღაზია. ჩვენ გზა გავაგრძელეთ ის საშინლად გაბრაძებული იყო, სახეზე ეტყობოდა რომ სადაცაა აფეთქდებოდა და არც დაუყოვნებია, შემთხვევით შუახნის ქალბატონი დაეჯახა, რომელიც ისე გამოლანძღა ბოდიშის თქმაც არ აცადა...შეურაწყოფილმა ქალმა ერთი გულიანად მიაწყევლა და გზა განაგრძო...ჩვენც განვაგრძეთ... უკვე ბინდი იყო სრულიად, რომ ერთი პატარა სახლის წინ გავჩერდით, რომელსაც ეზო არ ჰქონდა და მისი კარი პირდაპირ ქუჩაზე გადიოდა... გოგონამ მძლავრად გამოაღო კარი შევიდა სახლში და კარიც მიიჯახუნა... ჩემდა უნებურად მივუახლოვდი სახლის ფანჯარას და კლდესავით დავეყუდე... შემდეგ კი ასეთ დიალოგს წავაწყდი... – იდიოტო ჭკვაზე ხომ არ შემცდარხარ შენ ? – დაახვიე რაა.. – დაგახვევინებ სადაც საჭიროა... სად დაეთრევი, სად ეგდე აქამდე ? – არ იცოდი სად ვიყავი ? შემეშვი შენს ხასიეთზე არ ვარ ... – მერე ამდენ ხანს მოუნდი ? გინდა კედელს მიგანარცხო , რა არის ეს რა გაცვია? – როდესაც სუნამოს მოსატანად მაგზავნიდი შენი ძმაკაცისთვის, მაშინ არ გიკითხავს ეგ... – ენას კბილი დააჭირე! ბევრს ხომ არ ყბედობ შენ ?! სადაა მოიტანე? – არა და ძალიანაც კარგი ვქენი რომ არ მოვიტანე... – შენ ხომ არ გაუბერე გოგო ? ... მალე ბავშვის ტირილმა დაფარა მათი ხმა და მხოლოდ უაზრო ბგერებიღა ისმოდა, გავერიდე იმ ადგილს, სინდისი მაწუხებდა და მაფორიქებდა, მე ხომ მათ მოურიდებლად ვუსმენდი, მივუყვებოდი ქუჩის ნაპირს და ვცდილობდი თავი მემართლებინა... ცენტრის მიმართულებით გავეშურე, კანტი–კუნტად კიდევ ირეოდნენ გამვლელები, ისევ ერთი და იგივე გამომეტყველებას ვხედავდი, ზოგს მრისხანე , გაბოროტებული, ზოგს კი სევდიანი მზერა ჰქონდა... ამასობაში ვიგრძენი რომ ფეხები გამეთოშა და ტემპს მოვუმატე, გაჩერებასთან მივედი და სკმაზე ჩამოვჯექი. ჩემს წინ ოცი ან ოცდაერთი წლის ბიჭი იდგა , დახეული ჯინსი და სეზონისთვის შეუფერებლი ფეხსაცმელი ეცვა, ქურთუკიც არც თუ ისე თბილი ჩანდა, ვიფიქრე ალბად მეტი არ აქვსთქო, სახე ჩამოსტიროდა, ცოტაც და სიბრალული რომ გამოგეჩინათ მის მიმართ ალბად ატირდებოდა... ცოტა არ იყოს შემეცოდა... არ გასულა რამდენიმე წუთი რომ ტელეფონის ზარის ხმა გავიგონე... მას ურეკავდნენ... – რომელი ხარ? – .... – საიდან გაგახსენი ჩემი დედა მ... – .... –რაშვები " შჩემა" სად დაიკარგე "ტოო" ? ... ( ამ დროს ისე გვარიანად გადააფურთხა მგონია გამვლელს ოდნავ ახლოს რომ ჩაევლო არ ასცდებოდა ). – რავი "ბრატ " საშინელ "პახმელიაზე "ვარ ჩეეემი დედა ვატირე გუშინ ხუთასი დოლარი წავაგე მერე მაგრად გავძეხი გამთენიისას მივედი სახლში, ახლა ავდექი და ამის დედაც მ.. ჩემებმა მაგრად გამიტრ.... ჩკვაზე მარიგებენ თითქოს ანგელოზები მყავდნენ, "დავიგურზე" და გამოვედი რაა, დალევას ვაპირებ ... "წამო შევხურდეთ " აა? – ... – კაი ბრატ, მოვალ და ჩაუსხდეთ ჯიგრულად, ხო იცი შენ რომ რამე დაგჭირდეს ძმაოოო, აი ვინმემ რომ შეგაწუხოს გაუხევ თავს " ტოო "... – ... კიდევ ერთხელ გვარიანად გაადაფურთხა, მანქანამ მოაკითხა და წავიდა ...( მისი სევდიანი სახე უეცრად შეცვალა აღტყინებულმა გამმეტყველებამ... მას ხომ "პონტი გაეჩითა" – " დაკარგულ" ძმაკაცთან )... მალე ტაქსმაც გამოიარა, გავაჩერე ( უფრო სწორად კი არ გავაჩერე მანქანამ გადაუსწრო, რომელიც ალბად ბოლო სიჩქარით მოქროდა და ტაქსმაც დაამუხრუჭა) ჩავჯექი, გამარჯობის და მისამართის თქმა არ მქონდა დამთავრებული, ისე მოაყოლა ამ კაცმა ლანძღვა, მიწასთან გაასწორა უცნობი, რომელმაც დამუხრუჭება აიძულა. ( თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ტაქსი არც თუ მთლად მის სავალ ნაწილზე მოძრაობდა).მოკლედ კარგად მოიოხა გული და არც დაფიქრებულა იმაზე მაინტერესებდა თუ არა მისი აზრი ამ ამბავთან დაკავშირებით და არც ის ადარდებდა რომ ამ ლანძღვის მოსმენის არანაირი სურვილი არ მქონდა... ვაკვირდებოდი მის სახეს საშინლად მაღიზიანებდა მისი გამომეტყველება... ისევ ერთი და იგივეე სახე... ცოტახანში ერთერთ ქუჩაზე ავარიას წავაწყდით, სატვირთო მანქანა მცირე ზომის მანქანას დასჯახებდოა, როგორც ჩანს მსხვერპლიც იყო, უეცრად ის მანქანა შევნიშნე ტაქსის მძღოლი რომ გაამწარა, როგორც ჩანს დაზარალებულის ახლობელი გახლდათ... რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა... როგორც იქნა მივედით, ფული გადავაწოდე და ხურდას დაველოდე, უეცრად მომიბრუნდა და მეუბნება: – ამის ხურდა არა მაქვს გენაცვალე ... ( საკმაოდ უხეში ტონით) – კი მაგრამ არც მე მაქვს სხვა ფული.. – აბა მე რა გიყიო? ძალიან შემრცხვა.... – იქნებ უახლოეს მაღაზიასთან გამიჩეროთ დავახურდავებ და გადაგიხდით რაც გეკუთვნით.. – მე აქ მაღაზიას ვერ ვხედავდ და თუ ეგრე გატარე საწვავის ფულიც არ გამომივა დაა... აღარ დავასრულებინე ფული დავუტოვე , მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ გავეშურე... შევედი თუ არა ოთახში, საწოლზე დავეშვი, ღრმად ამოვისუნთქე და ფიქრებში ჩავიკარგე... ამ დღის შემდეგ ჩვევად მექცა ქუჩებში სიარული და ადამიანების თვალიერება, ვუყურებ მათ საახებეს და ვცდილობ წავიკითხო მათი თვალების მიღმა რა ხდება... ვცდილობ გავიგო რა არის მიზეზი მათი ასეთი გამომეტყველების. დავდივარ ასე და ჩემს ახირებას აყოლილი ლანდივით დავყვები სახეებს,დავყვები და ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ადამიანებს ერთმანეთის მოსმენა რომ შეეძლოთ, მათი ტკივილი გაიზიარონ და ანუგეშონ, ვიდრე გალანძღავენ ჯერ მოუსმინონ, დაფიქრდნენ , გაიაზრონ... აკვირდები ადამიანებს და ხედავ რომ რაც უფრო მეტია აგრესია მათ მიმართ მეტად ბოროტდებიან... ადამიანები ერთმანეთში ღვარძლს თეასვენ და მერე ბოროტებას იმკიან... რატომ ხალხო რატომ ? განა სუსხიან ზამთრის ღამეს სითბოს ფასი არის რამე? განა გულნატკენ ადამიანს თბილ სიტყვაზე მეტად რამე ეამება? სულში დაგშრეტიათ სიკეთე და ვენებს ბოროტება გიფიტავტთ თვალებს ლიბრი გაქვთ გადაკრული და სხვისი ტანჯვა გიზიდავთ... იქნებ ჯობდეს გამოვიხედოთ გულის ფანჯრებიდან, ცოტა გულის კიდეს იქეთაც გადვიხედოთ და საკუთარი თავის გარდა სხვაც დავინახოთ ? იქნებ მეტი თბილი სიტყვა გავიმეტოთ ერთმანეთისთვის?მეტი პატივისცემა... ამდენ სიყალბეს, ვითომ ძმობას და ამხანაგობას, ვითომ სიყვარულს , მშობლების,ძმების, დების და ახლობლების, ვითომ ცხოვრებას , გართობას ვითომ ლაღობას, როგორ ფიქროთ რა მოაქვს? განა რამდენხანს იცოცხლებ კაცი ? ან ასეთ სიცოცხლეს დღეს თუ აქვს ფასი ? ... დავდივარ ქუჩებში და ვეძებ სახეს მომღიმარს სიკეთით სავსეს, თუ ვნახავ ასეთს გულს მითბობს მაგრამ ზოგჯერ ესეც მაშინებს რადგან სიყალბეა ზოგჯერ ღიმილშიც კი და ზოგი იმდენ ნიღაბს ატარებს, ამოცნობაც კი მიჭირს და მაბნევს, მაგრამ ღიმილი მაინც სიხარულს მმატებს... ამიტომ დავდივარ ქუჩა ქუჩა და ვეძებ სახეებს განსხვავებულს ერთმანეთისგან... არა დატანჯულს არა სევდიანს არა ბოროტულს, არა ღვარძლიანს... არაა... მხოლოდ ნათელს და მზიანს, მომღიმარს, უდარდელს , ბავშურს რომელსაც არ შურს, ვიღაცის თბილი ქური, და ვიღაცის მანქანა, ვიღაცის წარმატება სიყვარული და ბედნიერება... ვეძებ სახეებს გაოცებულს და ინტერესიანს, სახეს გალაღებულს და ხალისიანს... მინდა ვხედავდე სუფთა ქუჩებში როგორ დადიან ადამიანები, როგორ იღიმიან და სალამს იძლევიან... ვხედავდე წაქცეულს როგორ აყენებენ, როგორ აპურებენ მშიერ ადამიანს, ზრუნავენ ცხოველებზე და თავად ცხოველებად არ იქცევიან... დავდივარ ქუჩებში ჩრდილად და ლანდად ჩემი ახირებით სახეებს ვლანდავ, ვუმზერ და ვეძებ ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.