იმედები.
იმედები . დამსხვრეული იმედები . გახვრეტილი . განადგურებული . გატეხილი იმედები. ღამით არ ძინავთ გაფრენისთვის მზადმყოფნაში მყოფ ადამიანებს . ტაბუდადებული ადამიანებისგან განსხვავებით . ჰოდა , არც მე მძინებია . განთიადს ისევ მარტო ვხვდები . ცა ვარდისფერი ღრუბლებითაა მოფენილი . თუმცა ეს ფერი არ არის ნამდვილი . მე კი ნამდვილი , რეალური , მგრძნობიარე ადამიანები მიყვარს . დილით წვიმდა . მეც არეული ნაბიჯებით მივუყვებოდი სველ , ცივ , ქარიან ქუჩებს . ყურებს მოლკოს ხმა ავსებდა და სულ არ მაინტერესებდა რამდენად შორს უნდა ყოფილიყო ადამიანი , რომ მონატრების გაყინული ხელები მეგრძნო ზურგზე , კეფაზე , ყელზე . იმედები . არაფრის მომცემი იმედები და პირობები . მე - ადამიანი . სიცივე ერთადერთია , რომელიც ბოლომდე მაგრძნობინებს , რომ ცოცხალი ვარ . რომ ჯერ კიდევ ვსუნთქავ . საღამომდე მეძინა . - რომ გაიღვიძებ , გაიღიმე და იცოდე , რომ საუკეთესო ხარ . ნამდვილი . საღამოთიც წვიმდა . ფეხები უკვე დამოუკიდებლად დაეხეტებოდნენ დატკეპნილ გზებზე . თავიდან ვფიქრობდი , რომ ძალიან მარტივად გავუვლიდი და არაფერს ვეტყოდი . შემდეგ კი ისევ უკან დავბრუნდი და წინ დავუდექი . - თავის არიდების მიზნით არ არის აუცილებელი წიგნში ჩაიხედო ჩემი დანახვისთანავე და ისეთი სახე მიიღო , თითქოს მართლა გაინტერესებდეს რა წერია ფურცლებზე , რომლებსაც არასდროს გადაშლიდი . - დიდი ხანი უნდა იარო ასე ? - არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმისთვის , რომ პატარა ბავშვივით გამებუტე . არ ვაპირებ ბაღის ასაკში დაბრუნებას და შენს შემორიგებას . - ოდესმე დააპირებ . - ადამიანების მარტივად გაშვება დიდი ხნის წინ ვისწავლე და არ ვაპირებ არავის კბილებით დაჭერას. ჰოდა , არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ურთიერთობას ვანგრევ . კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა მიდიოდეს . ჩემი გაბედულობით აღფრთოვანებული გზას ვაგრძელებ და არც კი ვიცი სად ღირს წასვლა. ყურის კედლებს მოლკოს ხმა ანგრევს და მაინც იმედები. არაფრის მომცემი , განადგურებული იმედები ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.