შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Мне не нужно завтра, если тебя не будет рядом...


7-02-2016, 22:51
ავტორი Marisha002
ნანახია 3 308

ცხოვრება საშინლად ძნელიაო,ამბობენ..მე არ მჯერა ამის. ცხოვრება არ არის ძნელი.პირიქით,ის ისეთი კარგია,მშვენიერი..უბრალოდ ჩვენვე ვაზიანებთ საკუთარ თავს, ჩვენ ვცდილობთ იმის გაკეთებას,რაც გულს გვატკენს, ნაწილებად დაგვამსხვრევს და შემდეგ კვლავ აღგვადგენს.
აი,ახლაც მოკუნტული ვზივარ და ონკანიდან ჩამოღვენთილ ცხელ წყლის წვეთებს ვაკვირდები.რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით ეშვებიან ქვემოთ და ერთმანეთს უერთდებიან.
ქერა,ოქროსფერი თმის ღერები მაქვს ტანე მიკრული. ძნელია მათი მოშრება,ისევე როგორც ჭუჭყიანი სულის. ჰო,საშინელებაა,როდესაც იცი რომ რაღაც ცუდი ჩაიდინე - ან მომავალში ჩაიდენ, და ამით ღმერთს შესცოდავ. საკუთარ თავს,მშობლებს,ოჯახის წევრებს და მეგობრებს ავნებ.
ხელში ნახევრად დაჟანგული სამართებელი მიჭრავს,რომელიც აქეთ-იქით ირხევა.უფროსწორედ მე მიკანკალებს ხელი და ამიტომ. ყველაზე უარესი კი ისაა,რომ არ შემიძლია სულიერი ტკივილი შევიმსუბუქო და ფიზიკური ზიანი მივაყენო საკუთარ თავს.
ალბათ სწორედ ესაა ჩემი ბედი,არაფრის მაქნისი ადამიანი ვარ. ისიც კი ვერ გამირკვევია რას ვეძებ ამ ცხოვრებაში, რა მინდა და რისთვის მომავლინა ღმერთმა. თუმცა უმადური არ გეგონოთ,პირიქით..იმხელა მადლობელი ვარ, თითოეული დედამიწაზე მოსიარულე ადამიანის.. თითქოს მიხარია, ვინმეს ბედნიერს რომ ვხედავ. ალბათ ეს დეპრესიის ბოლო სტადიაა, ჰმ,როგორც ვხვდები არაგანკურნებადი.
რას ვიზამ?! ჩემს ბედს უნდა შევეგუო, და ვცადო ყველაფრის დავიწყება. არაფერი ღირს ადამიანის ნერვებად,მის გულის ტკენად. მითუმეტეს ბიჭი,ჰო არამარტო ბიჭი..ასეც არ ღირს გაზვიადება.. ოჯახური პრობლემებიც არანაკლებ. ამიტომ..არ ღირს ყველაფერი ცალმხრივად შეყვარებულ დეპრესიულ გოგონას ვირტუალურ შეყვარებულს დავაბრალოთ.
უბრალოდ ზოგჯერ..იმდენად მტკივნეულია,იმდენი განცდა და გრძნობა მოაქვს ამ ყველაფერს,რომ არ იცი სადღა დატიო..
ერთხელ მახსოვს, დედაჩემს ზოოპარკში ვყავდი წაყვანილი..მაშინ სამი-ოთხი წლის თუ ვიქნებოდი, მაქსიმუმ ხუთის. ყოველშემთხვევაში სკოლაში ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი. დაბადებიდანვე პრობლემური ბავშვი ვიყავი. თითქმის ყოველ თვე საავადმყოფოში ვხვდებოდი ჩემი დაბალი იმუნინეტის გამო.
თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო,რომ სახეზე მქონდა გამონაყარი. ნიკაპს გარშემო,რაღაც არაადამიანურად. ოჯახის წევრსაც კი ეშინოდა ზოგჯერ ჩემი დანახვის. ექიმებმა ვერ დაადგინეს ეს რა იყო, და თქვეს,რომ ასაკთან ერთად გამივიდოდა ყველაფერი..
მაშინ არაფერი მესმოდა, თუმცა კარგად მახსოვს მზიანი ამინდი იყო. დედაჩემმა პარკის ერთ-ერთ ატრაქციონზე დამსვა,ჩემს გვერდით პატარა ბიჭი იჯდა.. ისიც ალბათ ჩემხელა იქნებოდა.
მის წინ საშუალო სიმაღლის,შავგვრემანი ქალი იდგა,ცოტა მოპუტკუნებული, ღიმილიანი გამომეტყველებით.
როგორც კი დამინახა, სწრაფად გამოექანა თავისი შვილისკენ,ხელში აიტაცა და ყურში ჩასჩურჩულა :"წამოდისხვა ატრაქციონზე წავიდეთ,ვერ ხედავ ის ბავშვი დაავადებულია და მეშინია შენც არ გადმოგედოს"-ო. მაშინ ისე მეტკინა გული, ისე მეტკინა,რომ სწრაფად გადმოვხტი მატარებლიდან და დედაჩემს ფეხებზე მივეკარი.
დედამ ხელში ამიყვანა და მკითხა თუ რა მჭირდა..
მაშინ პირველად ვუთხარი ისეთი რამ,რაზეც მას ცრემლები მოადგა თვალებზე..
"ნეტავ,თუ ასეთი ვიქნებოდი საერთოდ რატომ გავჩნდი"-თქო.
მაშინ პირველად მეტკინა გული ასე..წლების შემდეგ,რომ მახსენდებოდა ეს დღე, თავს ვერ ვპატიობდი დედის თვალებზე მომდგარ ცრემლს.
ახლაც..ვერასდროს ვაპატიებ ამას საკუთარ თავს..მაგრამ აღარ შემიძლია მეტის მოთმენა. იქნებ ბედმა გამიღიმოს და თუ ის ნათელი წერტილი დავინახე, ბევრისგან რომ მსმენია, იქ მაინც ვიყო ბედნიერი.
როგორ მეშინოდა ამ მომენტის..როგორ არ მინდოდა რომ მოსულიყო, მაგრამ მაინც, ის აქაა. ახლა ვეღარაფერს შევცვლი, ეს უნდა გავაკეთო, ერთხელ და სამუდამოდ!
ცხელი წყლის ფუმფულა წვეთები იღვენთება მიწაზე..ნელ-ნელა ვახელ თვალებს და.. ღმერთო რა სილამაზეა! ნუთუ აქამდე არ უნდა მეხილა თვალთ ეს საოცრება?! ახლა აქ ვარ.. აღარ წავალ, არსად.
კაშკაშა მზე და მწვანე ღაჟღაჟა ფერის ბალახი თავმომწონედ მიყურებს და მიღიმის. ყველაფერი ისეთი ცოცხალია, მინდა მოვეფერო, მაგრამ მეშინია..მეშინია უცბად არ გაქრეს..
არ გაქრეს და თან არ წამიყოლოს,წყვდიადში.
მეშინია,რომ მასაც დავაბინძურებ და სამუდამოდ დავკარგავ შანსს მისი კვლავ ხილვისას.
ნელი სიო მიწეწავს თმებს, ჩემს თხელ კანს ისე რბილად ეხახუნება, ვცდილობ სიამოვნებისგან თავდაკარგულმა სიყალბის მორევში არ ამოვყო თავი.
თვალები ერთმანეთზე მაქვს მიბჯენილი, და თავისით ყველა მოგონება მიტივტივებს თავში. ჩემი პირველი ამოსუნთქვა,დედაჩემის ბედნიერი ღიმილი ჩემი დანახვისას.
მოიცადე..მეორე ბავშვსაც ვხედავ..დედაჩემის მონატრებული ღიმილი, მამის სიხარულით მოცული თვალები..ნუთუ ეს..ღმერთო ჩემო!
არ ვიცი ვინ არის იგი, არ ვიცი რატომ ვხედავ მე ამას ახლა..
თუმცა მხოლოდ ერთი რამ ვიცი:"ისე უნდა მოკვდე,რომ დაიბადო."



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent