ვალენტინობის დღეს სასწაულები ხდება
14 თებერვალი, ვალენტინობა, სიყვარულის დღე....თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარულისთვის რომელიმე დღის გამოყოფა საჭირო არაა, თუ გიყვარს, გიყვარს ყოველდღე და არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ რიცხვში გაუკეთებ სიურპრიზს თუ 14 თებერვალს. - დევდარიანების ქალო ვალენტინობაა - გაბრწყინებული ღიმილით მესაუბრებოდა ნენე - რიგითი დღეა - არაა, სიყვარულის დღეა... - ნენე ჩემი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით ხომ იცი? - მაგრამ დღევანდელ დღეს სასწაულები ხდება - არაფერიც არ ხდება... - ხდება, უბრალოდ შენ არ გჯერა, რადგან უკვე 2 წელია ცალმხრივად ხარ შეყვარებული - იყოს ასე... ქუჩაში მივაბოტებდი, თოვლის ფიფქები ნაზად მეცემოდა თმაზე და იქვე დნებოდა. - როგორ მეზიზღება თოვლი - სკვერში ჩამოვჯექი და ამოვიბურტყუნე - არადა ძალიან ლამაზია - ხავერდოვანი ხმა მომესმა და უკან გავიხედე. ოო არა ჯანდაბა, გულმა სალტოების კეთება დაიწყო, პულსაცია გამიორმაგდა და ტვინში სისხლი ჩამექცა როცა მისი ლამაზი ღიმილი დავლანდე. - სულაც არა.... - ამოვიბურტყუნე და წინ გავიხედე - იყოს ასე - ჩაიცინა და თვალი ჰორიზონტს გაუსწორა - თუმცა მაინც ვფიქრობ რომ ვალენტინობას მეტ რომანტიულობას მატებს - შეიძლება - მხრები ავიჩეჩე და წამით გავხედე - და შენ რატომ ხარ მარტო? - ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარს.... - ან გიყვარს, მაგრამ სიჩუმეს ამჯობინებ - შეიძლება... რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად ვისხედით, ფიქრების მორევში გადავეშვი და ამ ქვეყნიერებას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი როცა თბილი ხელის შეხება ვიგრძენი ლოყაზე - გაყინული ხარ - არაუშავს - გაცივდები - მერე რა? - ჩემი მოსავლელი გახდები - ჩაიცინა და მზერა გამისწორა - შენი რატო? - ალბათ იმიტომ რომ ჩემი ხარ და ვალდებული ვარ ავადმყოფობის ჟამს შენს გვერდით ვიყო... - ჩაიცინა და გადმომხედა - ჩემი თავის გოგო ვარ - ჩავიცინე და მზერა ავარიდე - ვალენტინობის დღეს რომ სასწაულები ხდება გჯერა? - ჩვეულებრივი დღეა - თაფლისფერ თვალებში ჩავხედე - ხანდახან არა - მე მაინც არ მჯერა - მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი, მანაც იგივე გაიმეორა, ჩემ წინ დადგა თვალებში ჩამაშტერდა, სახე მის ხელებში მოიქცია და წამის მეასედში დაეწაფა ბაგეებს.. დაჰიპნოზებულივით ავყევი და ხელები კისერზე მოვხვიე. - ახლა ხომ გჯერა? - გამიღიმა და ტუჩები შუბლზე მიმაკრა, თვალები ბედნიერებისგან მიბრწყინავდა, ის კი მთელ სახეს მიკოცნიდა და ჩემი კისკისი მთელ უბანს ესმოდა - შენ ამიხდი ანუ მჯერა - კისკისით ავეკარი გულზე და სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით დავუყევით.... ______________________________________________________________ შეემიფასეთ რამოდენიმე წუთში დაწერილი ჩანახატია იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.