შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე!


13-02-2016, 01:06
ავტორი მეგრელიძე
ნანახია 2 345

როცა მეკითხებიან ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ დღეებზე მახსენდება ჩემის ეზოს ბავშვები,რომელთაც ზოგს ახლა მხოლოდ ვესალმები,ზოგს კი უბრალოდ ვერ ვცნობ,რომლებთანაც ბევრი ლამაზი დღე მაკავშირებს.ბევრი ჩხუბიც,მაგრამ ამ ჩხუბს ყოველთვის მოყვებოდა შერიგება.ერთად სიცილი,ერთად ტირილი,რომელიც გულწრფელი იყო.ერთად ვოცნებობდით მომავალზე,რომელიც ლამაზი და ნათელი უნდა ყოფილიყო.მე მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი, სხვები ექიმები, მსახიობები, მომღერლები... ერთმანეთი გვიყვარდა, გულწრფელად გვიყვარდა,არ ვიცოდით სიძულვილი რა იყო და რა ზიანის მოყენება შეეძლო მას.დილით ადრე ვდგებოდით რათა ერთმანეთი გვენახა.ერთმანეთს ჩვენს სიზმრებს ვუყვებოდით, ვითომ ჩვენი საყვარელი ზღაპრის პერსონაჯებთან ერთად ვსეირნობდით.ახლა კი’’ საშინელ’’ სიზმრებს ნახულობთ და ეს გიხარიათ.თუ თქვენი ახლობელი წარმატებას მიაღწევს გინდათ რომ წაიქცეს,რადგან გშურთ.ადრე მოხუცებულს რომ დავინახავდით პროდუქტებით ხელში მის დასახმარებლად გავრბოდით,ახლა კი გვერდს ისე ჩაუვლით შეიძლება გამარჯობის თქმაც კი დაგავიწყდეთ.როცა დახმარება გვჭირდებოდა ყოველთვის დედას ვეძახდით,ახლა კი საკუთარ თავთან მარტო დარჩენით ცდილობთ პრობლემების მოგვარებას.თუ ბოლო მოდაზე არ აცვია ადამიანს „გოიმია’’.რატომ გვავიწყდება ის ადამიანური ღირებულებები,რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.გვავიწყდება რომ დრო გარბის,ის ბევრ თაობებს იტევს და კიდევ უფრო მეტს დაიტევს.ის სილამაზე,რომლითაც ახლა შეიძლება ვამაყობდეთ გაქრება და ამ სილამაზეს საფლავის ქვა შეცვლის უბრალო წარწერით.გვავიწყდება რომ სხეული ჭკნება,სული კი უკვდავია,როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს: ’’თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.’’
ბავშვობაში ყველაფერი ლამაზია,ყველაფერს ფერადი ფერებით ვაფერადებთ.სასწაულების გვჯერა და პირველ სიყვარულსაც ყველაზე გულწრფელად ვიხსენებთ.რამდენჯერაც არ უნდა შეგვიყვარდეს მას ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებული ადგილი ეჭირება ჩვენს მახსოვრობაში.ეს ყოველთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დარჩება,რომლის გახსენებისასაც სახეზე ყოველთვის ღიმილი მოგვეფინება.ეს ის ზებუნებრივი ძალაა,რომელიც ყოველთვის მიგვიზიდავს.ყოველ ჯერზე კარგად მივიწყებული სასიამოვნო ფაქტი გვახსენდება და თვალს ვხუჭავთ, რადგან ერთი წუთით მაინც მოვხვდეთ იმ სამყაროში,სადაც ცაც კი სხვა ფერია.ვოცნებობთ ამ დროის უკან დაბრუნებაზე და ბუნების კანონი სასტიკი გვეჩვენება.ამ სიტყვებზე უმალ მახსენდება დიდი გალაკტიონის სიტყვები: ’’ასე ხდება ქვეყანაზე-ყველა ცოცხლობს,ყველა კვდება, და ვაი მას,ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება.’’
ბებია ცდილობდა ამ ყველაფრის ახსნას პატარა ნინისათვის,რომელსაც ვერაფერი გაეგო.ბებოს დიდხნიანი პაუზის შემგედ ნინი მას ეკითხება:
-ბებო ადამიანები ზეცაში რატომ მიდიან?მათ ასე უნდათ?
-ნინი შენი ძილის დროა საყვარელო.. მთელი ღამე ფიქრებში გაათენა ბებომ.მისი ოთახიდან კარგად მოჩანდა მისი ქუჩა,რომელსაც ლამპოინები ანათებდა.მას თვალი არ მოუშორებია ამ შუქითვის, თითქოს მისი ბნელი ოთახის განათება მხოლოდ მას შეეძლო.უყურებდა და თვალწინ ეშლებოდა სპექტაკლი, სადაც თვითონ ასრულებდა მთავარი პერსონაჟის როლს.მის ირგვლივ ვარსკვლავები ცეკვავდნენ,ფოთლები კი საამოდ შრიალებდნენ. ის განსაკუთრებით სავსე მთვარეს აკვირდებოდა,რომელსაც თითქოს ნალექები დამჩნეოდა.უცებ ხელებზე დაიხედა,შეხედა მის დამჭკნარ ხელებს,რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ, ხელებს, რომელებსაც ბევრი ჭირი თუ ვარამი გადაუტანია,ხელებს, რომლის წყალობითაც აქამდე მოვიდა. აი ამ დროს გაქრა სცენა.უკვე გათენებულიყო.ახალი დღე იწყებოდა,ყველაფერი ერთფეროვანი გახდა,აღარც სისხლი დუღს ძარღვებში...
-ბეე,ჩაი დავლიოთ?
-დავლიოთ.ხელ-პირი დაიბანე,მე კი მანამდე საუზმეს მოვამზადებ.
-სამზარეულოში ფუსფუსებდა ბებო,როდესაც შემთხვევით ხელი გაეჭრა.შეშინებულმა ნინიმ ტირილი დაიწყო:
-ბეე,გტკივა? მითხარი,გთხოვ,როგორ დაგეხმარო?
-ყველაფერი კარგადაა უბრალო ნაკაწრია,რომელიც რათქმაუნდა მტკივნეულია,ისევე როგორც ცხოვრება.ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად უნდა წაიქცე,რადგან მერე ადგომა ისწავლო,უნდა გეტკინოს,რომ მერე ეს ტკივილი თვითონ დაამარცხო.
-რომ არ გეტკინოს და ისე დაამარცხო არ შეიძლება?
-არა!ეს ბუნების კანონია.ყოველივე ცუდს რაღაც კარგი მოსდევს...
-მე არ გეთანხმები შენ.
-შენ შეგიძლია არ დამეთანხმო,მაგრამ მიზეზიც უნდა გქონდეს თუ რატომ ფიქრობ ეგრე.
-ჩემი მიზეზი არის ის რომ კარგი ყველაფერი კარგია,მაგალითად მე თუ ადამიანს დავეხმარე გაჭირვების დროს ამას ცუდი რა შეიძლება მოყვეს?ან თუ ვიქურდე ამას კარგი ხომ არაფერი მოყვება.იესოც მაგას არ გვეუბნება?
-ნინი,ძვირფასო,მაგ მხრივ რათქმაუნდა მართალი ხარ,მაგრამ იდეალური მხოლოდ ღმერთია,მხოლოდ მას შესწევს უნარი იყოს ყოველთვის სამართლიანი.ჩვენ კი ადამიანები ვართ,ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს,მთავარია მივხვდეთ ჩვენს დანაშაულს და შემდეგ მოვინანიოთ... გუშინ მკითხე რატომ ხდება რომ ადამიანები ზეცაში მიდიანო,მე კი ვერ გიპასუხე.აი ახლა კი გპასუხობ ადამიანები მიდიან სხვა სამყაროში,მაგრამ აქ ახალ სიცოცხლეს გვიტოვებენ, რომლებიც მათ არყოფნას გვიცვლიან.
-როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე ჩაანაცვლოს? განცვიფრებით ეკითხებოდა შვილიშვილი ბებიას.
-ტელეფონი რეკავს.უპასუხე!
მოღრუბლული ამინდი იყო. ცის სევდა მთელ არე-მარეს მიმოდებოდა.დანაოჭებული ცა ბობოქრობდა.ხეები ირხეოდა,ნიავი ცბიერად ჩურჩულებდა.მთები ბუმბერაზად გამოიყურებოდა.ამაყად ამბობდა მე ძლიერი ვარ,მე ვერაფერი გამტეხს,მე იმისთვის ვცხოვრობ რომ ყველა განსაცდელს ღირსეულად გავუმკლავდე. ამინდმაც არ დააყოვნა,თავსხმა წვიმა წამოვიდა.საღამოს 9 საათი იყო.ნინის ძილის დრო ახლოვდებოდა.ბავშვი ლამაზ ყვავილებიან პერანგში გამოწყობილი ელოდა ბებოს,რათა მისთვის ზღაპარი ან საინტერესო ისტორია მოეთხრო.აი ბებოც,
-დღეს რას მომიყვები?
-დღეეს?შენ რა გინდა?უხასიათოდ კითხა ბებომ.
-მერი რა გჭირს?ნუთუ არ გახსოვს დღეს რომ შემპირდი?
-როგორ არ მახსოვს.მახსოვს,მაგრამ მე მინდა რომ შენ თვითონ მითხრა რისი მოყოლა გსურს.
-მე მაინტერესებს ჩემი მშობლები რატომ არ იცლიან ჩემთვის.მათ არ ვუყვარვარ?
-ეგ რამ გაფიქრებინა.გახსოვს ფეხი რო მოიტეხე ვინ ჩამოვიდე მეორე დღეს ბევრი სათამაშოებითა და წიგნებით?
-დედა და მამა.ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ.
-შენ დღეს რატო შეგეშინდა როცა ხელი გავიჭერი?
-იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და არ მინდა რამე გტკიოდეს.
-ესეიგი?
-ჩემს მშობლემს ისე ვუყვარვარ,როგორც მე შენ მერი.
-რათქმაუნდა,ჩემო პატარავ.
-მერი შენ რატომ გიყვარვარ?
-საიდან მოიტანე რომ მიყვარხარ?
-მერი..? ნუთუ შეენ....? მისი სახის ნაკვთები მდუღარე ცრემლებით დაიფარა.
-შენ,პარატა ცუგრუმელავ,დაიმახსოვრე კი არ მიყვარხარ,შენით ვცოცხლობ და თუ აქამდე ცოცხალი ვარ ეს შენი დამსახურებაა. მხოლოდ შენი სიყვარული მაძლებიებს ამ სასტიკ სამყაროში. გახარებულმა ნინიმ ბებიას მაგრად აკოცა.მერიმ გულზე მიიწვინა პატარა ნინი,რომელსაც მალე ჩასძინებოდა.უყურებდა მის ნატიფ ხელებსა და მის ხელებს ადარებდა. მხოლოდ შენთვის ვცხოვრობ, თორე რა მინდა ამ ჭუჭყით სავსე დედმიწაზე.ყველაფერი კარგი ახალგაზრდობაში რჩება,როცა სიცოცხლის ჟინით სავსე ხარ,ებრძვი დაბრკოლებებს და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებ, გულში კი მუდამ გაზაფხულია.როცა იზრდები მაშინ აცნობიერებ ცხოვრების სირთულეს,ყველაფერი ერთფეროვანი ხდება და გულზე მძიმე ლოდი გაწევს.მადლობა ღმერთს ნინი მყავს,ჩემი პატარა ანგელოზი,რომელიც მე მფარველობს.კიდევ ერთხელ შეხედა მის სიცოცხლით სავსე თვალის ნაკვთებს და ისე ძლიერ აკოცა,როგორც არასდროს.
მერი ეზოში ხმაურმა გააღვიძა.სასწრაფოდ ჩავიდა ქვევით და სიხარულით მიესალმა გუჯასა და ეკას.
-თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი ხომ მშვიდობაა?სამსახური ხომ არ დაგიკარგავთ? თქვენები ხომ ყველანი კარგად არიან ?.. ჰე ახლა მითხარით რამე თორემ გამისკდა ეს ისეც დაბერებული გული.
-დამშვიდდი მერი,ყველაფერი კარგადაა.ჩვენს გოგონას ჩამოვაკითხეთ.ხომ იცი როგორ გვენატრება.
-ვიცი,როგორ არ ვიცი.მასაც ძალიან ენატრებით.
-ხოდა ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ,ნინი ჩვენ ამ საღამოსვე ჩვენთან მიგვყავს.მისი სკოლაში შესვლის დროც ახლოვდება.ჩვენთან იქნება,შენც ხშირად მოგინახულებთ.
-ეს კარგი რამ მოგიფიქრებიათ.ბავშვი სულ თქვენს სახელებს ახსენებს.გული მტკიოდა მისი ცოდვის შემხედვარე...
დეე....მააა....მორბოდა გახარებული ბავშვი მთელი სისწრაფით.
როდესაც ნინიმ მისი წასვლის ამბავი შეიტყო დიდი სიხარული არ გამოუხატავს.
-თქვენ ორნი ხართ,ჩემი მერი კი მარტო რჩება.
-ხომ იცი რომ მას ხშირად ვინახულებთ?
-მპირდებით?
-რათქმაუნდა. გახარებული ნინი მის ოთახში გაიქცა,რათა მომზადებულიყო წასასვლელად.იქ კი მერი დახვდა,რომელსაც უკვე ყველაფერი ჩაელაგებინა.ბავშვს ერთი სიტყვაც არ უთქვამს მერისათვის.მხოლოდ წასვლის დროს მაგრად ჩაეხუტა და უთხრა:
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ.მალე ჩამოვალ გპირდები. მერი მხოლოდ სახეზე მოეფერა ნინის.ყურში ჩასჩურჩულა არ დაგავიწყდეს ის რაც ერთად გვილაპარაკია.
-არა.
მოსაღამოვდა.მერი ლოგინში ჩაწვა.აი ასე ხდება,ყველა ვინც გიყვარს, ნელ-ნელა გშორდება.ირგვლივ ფერებიც კი მოჩვენებითია.ქვეყანას მარტივად ვევლინებით. წასვლით მალე მივდივართ,მივდივართ და დარდი მიგვყვება.ამ ქვეყანაზე ყველაფერი წარმავალია.როგორ ვახერხებთ გავუძლოთ ამქვეყნიურ ჭიდილს? პირადად მე ვცოცხლობდი ბედნიერი წუთების მოგონებებით და ახალი სიცოცხლის შემყურე.მოგონებები იმქვეყნადაც გამყვება.არასდროს დამავიწყდება დედა, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა.არასდროს დამავიწყდება პირველი მეგობარი, რომელმაც სხვისგან დამიცვა.არასდროს დამავიწყდება პირველი სიყვარული, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მომანიჭა.არასდროს დამავიწყდება თავისუფლება,რომელიც ოდესღაც ცოტა ხნით ყველას გვქონია.და მაინც,რა არის ცხოვრება? ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით....
რამოდენიმე კვირის შემდეგ:
-დეე,მე მერი ძალიან მიყვარდა.რატომ მოხდა რომ მე არ წამიყვანეთ მის დასაფლავებაზე?
-ყველა ძვირფასი ადამიანები ჩვენს გულშია და მას ღმერთი ჩვენ ვერ დაგვაშორებს.
-მე სხვა რაღაც გკითხე.
-ნინი შენი ძილის დროა!



№1 სტუმარი ქეთი მეგრელიძე

იმედია დაგაინტერესებთ.პირადად მე თქვენი შეხედულება ძალიან მაინტერესებს.

 


№2  offline წევრი teddy))

Dzalian kargi iyo da chasafiqrebeli :* mgoni am saitze pirvelad vkitxulob aseti temis shesaxeb :* didi azri ido am chanaxatshi da cotati mainc chagvafiqrebs :* momwons da warmatebebi!

 


№3  offline წევრი მეგრელიძე

teddy))
Dzalian kargi iyo da chasafiqrebeli :* mgoni am saitze pirvelad vkitxulob aseti temis shesaxeb :* didi azri ido am chanaxatshi da cotati mainc chagvafiqrebs :* momwons da warmatebebi!

დიდი მადლობა.მიხარია თუ მოგეწონა.ახალი დარეგისტრირებული ვარ აქ და ესეც ჩემი პირველი მოთხრობაა,რომელიც გამოვაქვეყნე.

 


№4  offline მოდერი nicol

ძალიან მომეწონა ქეთი. გამართული ნაწერია და აზრიც კარგად გაქვს ჩამოყალიბებული.
ბავშვობიდან რამდენიმე მოგონებაც კი წამომიტივტივდა. ჩემი და ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მახსოვს მამას სადმე გასართობად რომ მივყავდით, დედა ხანდახან სახლში რჩებოდა და მაშინ ჩემს დას ისე ეცოდებოდა დედა მარტო რომ უნდა დარჩენილიყო, რომ გამოაცხადებდა: მე დედასთან ვრჩებიო. დედა გაიცინებდა ხოლმე და ძალიან დიდი ხანი უხსნიდა, რომ არ წყდებოდა გული თვითონ რომ არ მოდიოდა.
საკმაოდ სასიამოვნო მოგონებებია ჩემთვის და მადლობა რომ რამდენიმე წუთით ბავშვობაშიც კი დამაბრუნე. თუ კიდევ გაგვანებივრებ შენი შემოქმედებით, მე აუცილებლად ჩავეწერები შენს ერთგულ მკითხველთა სიაში.

პატივისცემით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი მეგრელიძე

nicol
ძალიან მომეწონა ქეთი. გამართული ნაწერია და აზრიც კარგად გაქვს ჩამოყალიბებული.
ბავშვობიდან რამდენიმე მოგონებაც კი წამომიტივტივდა. ჩემი და ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მახსოვს მამას სადმე გასართობად რომ მივყავდით, დედა ხანდახან სახლში რჩებოდა და მაშინ ჩემს დას ისე ეცოდებოდა დედა მარტო რომ უნდა დარჩენილიყო, რომ გამოაცხადებდა: მე დედასთან ვრჩებიო. დედა გაიცინებდა ხოლმე და ძალიან დიდი ხანი უხსნიდა, რომ არ წყდებოდა გული თვითონ რომ არ მოდიოდა.
საკმაოდ სასიამოვნო მოგონებებია ჩემთვის და მადლობა რომ რამდენიმე წუთით ბავშვობაშიც კი დამაბრუნე. თუ კიდევ გაგვანებივრებ შენი შემოქმედებით, მე აუცილებლად ჩავეწერები შენს ერთგულ მკითხველთა სიაში.

პატივისცემით ნიკოლი love

ძალიან დიდი მადლობა ნიკოლი.მიხარია რომ ჩემმა ჩანახატმა შენში ერთგვარი ნოსტალგია გამოიწვია და ბავშვობაში დაგაბრუნა. ნენ-ნელა სხვა მოთხრობებსაც გამოვაქვეყნებ. request

 


№6  offline წევრი შოკი მოკი

ძალიან საინტერესო იყო ძალიან დიდი აზრი დევს ამ ჩანახატში ^^

 


№7  offline წევრი მეგრელიძე

შოკი მოკი
ძალიან საინტერესო იყო ძალიან დიდი აზრი დევს ამ ჩანახატში ^^

დიდი მადლობა.მიხარია თუ დაგაინტერესა. love

 


№8  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent