შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ნაყოფი ის..


23-02-2016, 19:10
ავტორი daniella
ნანახია 1 684

სიყვარულის ნაყოფი იყო იესოც, აქედან დავიწყოთ ყველაფერი. სულ რომ არაფერი ღმერთს ყვარებია. საერთოდ, ღმერთი რომ მოგანიჭებს ამ გრძნობას, აღარც უნდა გაიხედო წინ ან უკან, რადგან მადლიერი უნდა იყო ასეთი გრძნობა შენ რომ მოგენიჭა და უფალს გაუტოლდი. რა მნიშვნელობა აქვს წარმოთქმულ სიტყვას „მიყვარხარ“. თუმცა იყო ისეთ შემოთხვევაც, როცა ვამბობდი, რომ მიყვარდა, არადა არ მყვარებია. ხანდახან გავურბოდი ამ გრძნობის ტალღებს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ნეტავ რას შვებოდა სხვა შეყვარებული ადამიანი.. წერდა ლექსს, მოთხრობას, ჩანახატს, სტატიას, მუსიკას, ჩემს ფეხებს და ა.შ. გუშინ ვარსკვლავებსაც შევხედე და მოვწვი, რო შეიძლება შეყვარებულმა ტიპმა ვარსკვლავებსაც უყუროს და ხელოვნებად ჩაეთვალოს. შესაძლებელია შეყვარებული ათეისტი მოცარტს უსმენდეს და მართლმადიდებელი ქრისტიანი მერლინ მენსონს, მაგრამ დიდად არც ამას ვანიჭებ უპირატესობებს. ახლა ვუსმენ რაღაც ჯანდაბას და მაჟრიალებს. გუშინ მოვკვდები, თუ გუშინწინ, ამასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ბგერები რომ ჩამესმის ყურებში, გული სხვანაირად მიცემს.. მიყვარს გინება, დალევა, ბოზებიც, ტატუც და დისკოთეკაზე ცეკვაც. დიდი სიამოვნებით ვიკაიფებდი გაუჩერებლად.. ჩემი უსასრულობა გაგიმხილოთ? საზღვრები გააჩნია. საერთოდ, ყველაფერს, რასაც მოკვდავები ვეხებით, ჩარჩოებში ექცევა.. შენ, როგორ შექმნი უსასრულობას? საენტერესოა რანაირად?! სისულელეა უსასრულობა არ არსებობს. უსასრულობა რო არსებობდეს, ეხლა ამ სისულელეებს არ დავწერდი. ნეტავ არავინ წაიკითხოთ. ასეთი ტიპი ვარ მე, ვდებ და ნერვები მეშლება რო კითხულობენ. კითხულობენ და დებილებივით იხედებიან, თან საჭმელს ჭამენ, მუსიკას უსმენენ, ანძრ***ნ, თამაშობენ, საუბრობენ, ან იცინიან.. არ მინდა ასეთი წაკითხული. იმიტო არმინდა, რო ჩემი ცრემლები რაღაცას უნდა ნიშნავდეს და აუ უნდა შეიბილწოს თქვენი ელამი თვალებით.. მე მეზიზღება ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელოვნებას ეხება და პარალელურად სხვა რამეზე ფიქრობს.. მოცარტი მუსიკას რო წერდა აკანკალებდა კაცს.. თავს აქნევდა გიჟივით და ათრთოლებული ხელებით ვაი-ვაგლახით ატევდა მის სისხლიან ფანტაზიას თეთრ, ან სხვა ფერის ფურცელზე.. შენ რაიცი, რას შვებოდა მარცხენა ხელით შოთა რუსთაველი, როცა მარჯვენათი ვეფხისტყაოსანს წერდა?! ან იქნებ მემარცხენე იყო და მარჯვენათი შვებოდა ან რავიცი.. ბოდიშით, მაგრამ არც თქვენ მყავხართ ანგელოზები.. რეებს შვებით და რეებს არა, ცალკე საკითხია. ახლა სხვა მუსიკა ჩამერთო და შესაბამისად სხვანაირად უნდა შევხედო ყველაფერს.. ესეიგი, ადამიანებს სიყვარული არ შეუძლიათ. მე არ მჯერა ახლა სიყვარულის. ადელმა ეს შეძლო, დამაჯერა, რომ ღმერთსაც არ ყვარებია, ისე იშვა ქვეყნად იესო.. ან, იქნებ ღმერთს უყვარდა და ჩვენ არ გადმოგვცა ეს ... ორივე შემთხვევაში არასწორი იქნება ღმერთი: თუ მოგვცა ეს დაწყევლილი სიყვარული, რაღას დაგვტანჯა, რაღას მოკლა ამდენი ჩვილი ბავშვი, რაღატო დაუგროვა ამდენი პრობლემები ამ საწყალი გრძნობებით აღჭურვილ ხალხს და მერე რატო წაართვა რწმენა, მერე ისევ დაუბრუნა და ასე შემდეგ... და თუ არ მოგვცა ეგ გრძნობა, რაიყო, რას გვერჩოდა?! უსიყვარულოდ მიგდებული ხალხი ამდენ ცოდვებს რომ ვშვებით რა ჩვენი ბრალი ყოფილა?! გვეგონა გვიყვარდა და მერე გამოგვეცხადა ქვეცნობიერში იესო და გვითხრა,რომ ჩვენ, მოკვდავებს არ მოგვენიჭა ეს გრნობა, ტყუილად ვირჯებით.. მე ვფიქრობ, ძნელია ღმერთობა.. არადა პატარაობაში, მხოლოდ ღმერთმა იცოდა, როგორ მინდოდა ღმერთობა.. ახლა კი ადამიანობასაც ვერ ვქაჩავ.. ღმერთი როგორ შვება ისე, რო სულ სწორ გადაწყვეტილებას იღებს?! სულ სწორია და სულ წმინდა?! ერთი მამამკვდარ გოგონას შეეკითხეთ! ის გიპასუხებთ უკეთ! ან მილიარდელ კაცს კითხეთ, გუშინ წინ ჯეკპოოტი რომ მოიგო 10000$ ბანკნოტით. მე შემეკითხეთ, გარდამავალ ეტაპზე ვარ სიმწარესა და სიტკბოს შორის.. გუშინ, მაგალითად ღმერთის მჯეროდა, მაგრამ დღეს არ მჯერა.. არა, თვითონ ღმერთის კი მჯერა ისევ, მარგამ მისი ძალის აღარ!
გუშინ, საღამოს ერთმა გოგონამ ქალიშვილობა დაკარგა სანაპიროზე. ვუყურებდი და თვალიც არ მომიხუჭავს.. ვუყურებდი და ლამის გული ამერია. ცოდვებით გამურულები ეყარნენ ცივ კენჭებზე და „სიყვარულით“ ინუგეშებდნენ თავს.. აი იმ სიყვარულით, რამდენიმე წამის წინ უხეში შეხების შედეგად რომ გაქრა.. ოჰოი, მარიამ, იესოს დედავ! არ გაგიმართლა.. მხოლოდ მეცხრე დღეს, მარიამს ერთადერთი ნუგეში ჰყავდა სახელად „იესო“... განა მოდა იყო იმ დროისთვის სახელი იესო ?! არა, უბრალოდ ეს ის სახელია დღეს ასე რომ გვწამს.. რაღაცნაირად ტკბილად ჩაგვესმის ყურებში.. ათეისტმა რომ გაიგონოს სახლი იესო, ალბათ ვერ გაბედავს თვას, რა ცუდი სახელიაო, დამიჯერეთ. და ადამიანებო, ასე ტკბილად თუ გესმით ეს სახელი, დაარქვით იგი თქვენს შვილებს! „სიყვარულის“ საყოფ პატარა ანგელოზიჩიკებს..
ამას წინათ ბაზარში ვიყავით მე და „მარიამი“ (ჩემი დედა, ჩემთვის მარიამია) შეგვხვდა ერთი პატარა გოგო, ვაშლს უყურებდა მაშინ. დედამისმა ბანანი უყიდა და მას ვაშლი უნდოდა.. მე ვაშლს ვყიდულობდი და გავუწოდე.. გამომართვა. დედამისმა უყვირა და ხელიდან გააგდებინა. მერე უთხრა ტალახიანი ვაშლი რადგინდაო.. გული ამერია კინაღამ. ბავშვი უკან-უკან იყურებოდა და ვაშლებს უცქერდა ...5 ნაბიჯი გადადგა და ფეხი დაუცდა, პატარა დაეცა ტალახში. თვალები ამეწვა და ტალახში გაგდებულ ვაშლს შევხედე.. ტალახიანი ბავშვი წამოდგა და დედამისს უთხრა: მეც ტალახიანი ვარ და აღარ გინდივარო? დედამიისმი მომიბრუნდა და ისეთი როჟა მტკიცა, რომელიც მეუბნებოდა: შენ წააქციე ჩემი შვილი, დაწყევლე და მიზანს მიაღწიეო. გევუცინე და გავაგრძელე გზა.. ბავშვი კი ისევ მე მიყურებდა. მე მიყვარდა ტალახიანი ბავშვი. რატომ? მე ის მაგონებდა ყოველსავე წმინდას, მაგალითად უფალს, მარიამს ან იესოს.. ვგრძნობდი, რომ აღარასდროს გავახსენდებოდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ როდესაც იგი წაიქცეოდა, ყოველთვის იფიქრებდა დედამისი რომ მე დავწყევლე.. გავახსენდებოდი და ჩემს გალანძღვას დაიწყებდა... საერთოდ, ადამიანებს უყვართ თავიანთ პრობლემას სხვებს რომ აწერენ (ასევთქვათ მშვიდდებიან ამით)
მდიდარი ბავშვი, ღარიბი ბავშვი, ლამაზი ბავშვი, უშნო ბავშვი, სულელი ბავშვი, გენიოსი ბავშვი, განვითარებული ბავშვი, განუვითარებელი ბავშვი, ჟღვინდიჭამია ბავშვი, არაჟღვინდიჭამია ბავშვი, ბედნიერი ბავშვი, უბედური ბავშვი, სათამაშოების მქონე ბავშვი, სათამაშოების არმქონე ბავშვი.. სუყველა ბავშვია. პატარა წმინდა არსებაა, რომელსაც ნელნელა უჩნდება წიტები, ხალები, გამონაყარი და საბოლოოდ ნაოჭები.. ცოდვის ნიშნებია ეს ყველაფერი. მე არ მინახავს სუფთა სულის ადამიანს ნასკების სუნი ასდიოდეს ან ყურგამოუწმენდელი დადიოდეს. ადამიანი რომელიც უფლისკენ მიმავალ გზას ადგას, არამარტო სულიერად არის სუფთა, არამედ ფიიზიკურადაც. ყოველშემთხვევაში მასე მწამს. მადლობთ ყურადღებისთვის.



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Magaria magram samwuxaroa..mainc..

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent