შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარკვეული გაურკვევლობა


3-03-2016, 10:41
ავტორი ella
ნანახია 1 785

წვიმს..
მიყვარს წვიმა..
არა, არ მიყვარს, მეზიზღება, მძულს წვიმა!
მე მზე მიყვარს!
მინდა იყოს მზე, ისეთი მხურვალე და მწველი,
რომ ყველაფერს ცეცხლი ეკიდოს. იწვოდეს ყველაფერი. აი ასეთი მზე მინდა იყოს!
თუმცა არა..
მე ხომ ვერ ვიტან სიცხეს..
მე თოვლი მიყვარს....
გუშინდელი გღესავით მახსოვს როგორ მიხაროდა,
ფანჯრიდან რომ გავიხედავდი და თეთრ ფანტელებში ჩაძირულ ჩემს ქუჩას დავინახავდი.
რა ბედნიერი ვიყავი..
მიყვარდა თოვლი და თითქოს მასაც ვუყვარდი.
ისე გულღიად მახვევა თავის დიდ და ქათქათა ფანტელებში..
ეხლაც ყურში ჩამესმის დედის თბილი ხმა,
როგორ ზრუნავდა ჩემზე.. როგორ მათბობდა თოვლიდან შემოსულს და მიმტკიცებდა,
რომ გაყინული ვიყავი.. :)
რა კარგი იყო ბავშვობა.. როგორ მენატრება ის დრო.
რას არ მივცემდი ოღონდაც უკან დაბრუნება შემეძლოს. რამდენ რამეს ვნანობ..
და აი ახლა, ამ წამს , როდესაც ამ სტრიქონებს ვწერდი თოვლიც შემზიზღდა.
როგორ შეიძლება ის მიყვარდეს. მან ხომ მთელი ჩემი ბავშვობა თავის
გაინულ ხელებში მოაქცია და წამართვა..
მეზიზღება თოვლი!
მე ალბათ ქარი მიყვარს და ამას აქამდე ვერ ვხვდებოდი.
რათქმაუნდა ქარი..
მინდა ახლა ისეთი ქარი ამოვარდეს, რომ ყველაფერი არიოს..
არა ქარი კი არა, ქარიშხალი მინდა ტრილებდეს.
ისეთი ქარიშხალი, რომ ყველას გულსა და გონებაში შეაღწიოს.
არიოს ყველას ფიქრები და სურვილები...
ის კი ვიცი, რო ჩემს გულსა და გონებას ვერაფერს დააკლებს.
არა იმიტომ, რომ ძლიერი ვარ.
არა, უბრალოდ შეუძლებელია რაიმემ იმაზე მეტად ამირიოს გონება და ფიქრები ვიდრე ახლა მაქ...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent