შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Disappeared


7-03-2016, 14:56
ავტორი მოლურჯო
ნანახია 1 771

მე არ შემიძლია შენს გამო გადმოვცურო ზღვა
მე არ შემიძლია ყველაფერი დავივიწყო და ვფიქრობდე შენზე
მე არ შემიძლია გიყურებდე და არ მძულდე
მე არ შემიძლია სადღაც გულის სიღრმეში ოდნავ მაინც არ ვგრძნობდე ტკივილს
ხო გიკვირს? გხედავ და მეზიზღები
გხედავ და მინდა რომ არ არსებობდე
ხედავ რა დონემდე დავეცი? ეს შენი ბრალია
ხედავ როგორ გავგიჟდი? შენ გამაგიჟე
შენმა ყურებამ გამაგიჟა შენმა თვალებმა
ამ ნაწერს შენს გარდა ყველა წაიკითხავს ვერასდროს ვერასდროს მიხვდები როგორ მეტკინა ერთ დღეს რომ არ გიყვარდი
მზეც კი არ მშველის რომ გავთბე იმდენად ცივი ვარ
არ მშველის ადამიანების ღიმილი რომ მეც გავიღიმო
არ მშველის ბედნიერება რომელიც არ არსებობს
ახლა ვღელავ საშინლად ვღელავ და კიდევ ერთხელ გეტყვი რომ მინდა არ არსებობდე.
შეიძლება ეს სიყვარული არ არის უფრო მეტია
შეიძლება საერთოდ სიძულვილია
როგორ მინდა უბრალოდ გავქრე ან სამყაროდან ან მე ან შენ
უბრალოდ ერთ-ერთი არ ვარსებობდეთ
შენი ღიმილი მაბედნიერებდა ახლა ტკივილს მანიჟებს
ყველაფერი იყავი ახლა არაფერი ხარ...
გხედავ და ყველაფერი მთავრდება
შეიძლება ეს ნაწერი ვერ გაიგოს საზოგადოებამ
მაგრამ ეს ტკივილია რომელსაც ვერ ცვლი სიხარულით
ნახვამდის...



№1  offline წევრი kakulia

მე არ შემიძლია მიყვარდე! no_mouth no_mouth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent