დედაშვილობა
დედაშვილობა უცნაური ფენომენია: ისეთივე მშვენიერი, როგორც საშინელი; ისეთივე საინტერესო, როგორც უაზრო; ისეთივე საჭირო, როგორც დამღლელი; ისეთივე მაცოცხლებელი, როგორც დამღუპველი და თუ ვერ შეძელი მისი მხოლოდ დადებით ჭრილში დანახვა და შენარჩუნება, ისევე იოლად გაგანადგურებს, როგორც შეგქმნა... ამის დანახვა ადვილია, უბრალოდ ასე იზრდები: დედის კულტი ყველა ბავშვისთვის საოცარ ძალას ატარებს და ყველაზე ლამაზ გრძნობებთან სოცირდება, მაგრამ... სწორედ ეს „მაგრამ“ აყენებს ყველაფერს თავდაყირა!.. მაგრამ ბავშვები იზრდებიან - საკუთარი დამოკიდებულებები, საკუთარი შეხედულებები და სურვილები უჩნდებათ და დედებს, როცა საკუთარი შვილების ზრდას ვერ ეგუებიან, ამ ცვლილებებთან შეგუება უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად არ სურთ... რატომ დედებო? რატომ არ უნდა გაიზარონ თქვენი შვილები? რატო არ უნდა ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ პიროვნებებად? რატომ არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი გადაწყვეტილებები - თუნდაც არასწორი, მაგრამ საკუთარი? ცხოვრებაც ხომ სწორედ ეს არის - დაუშვა იმდენი შეცდომა, რამდენსაც შეძლებ და ასე ისწავლო სად გადის ზღვარი?!.. განა თქვენ არასოდეს შემცდარხართ? ნუთუ ყოველთვის იდეალურები იყავით ან ხართ? ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე დეკადით მეტი გიცხოვრიათ, გაქვთ იმის უფლება, რომ შვილების ცხოვრება მართოთ და ამით მოპაროთ მათ შანსი - ჰქონდეთ ცხოვრება? და ბოლოს, მთავარი კითხვა - რატომ არ შეგიძლიათ უბრალოდ მოუსმინოთ თქვენს შვილებს? მოუსმინეთ მათ - არა იმიტომ, რომ შენიშვნებით აავსოთ და რაღაცეები გაუსწოროთ, არა! მოუსმინეთ, რომ იგრძნონ, მათ გვერდით არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში - თუნდაც რომ ყველაფერი გააფუჭონ, მათ გვერდით იქნება და მისგან საყვედურების მოსმენა არ მოუწევს; რომ ჰყავთ ვიღაც, ვინც უსიტყვოდ გაუგებს და რომლის მხარზე ტირილს შეძლებენ ისე, რომ ეს დისკომფორტს არ შეუქმნით... მიეცით მათ თავისუფლება... მიეცით გზა... მიეცით უფლება, იყვნენ ის, ვინც სურთ და თვლიან, რომ უნდა იყვნენ... მიეცით უფლება დაუშვან შეცდომები, რათა თავად მიხვდნენ, რომ შეცდნენ... და ნუ მოსთხოვთ იყვნენ სრულყოფილები! თქვენ ხართ? იცნობთ ვინმეს, ვინც არის? ჰოდა, ნუ დაღლით შვილებს მსგავსი მოთხოვნებით, უბრალოდ გიყვარდეთ ისინი და აჩვენეთ ეს მათაც! აჩვენეთ, რომ ისინი თქვენთვის მეტია, ვიდრე იმაზე ფიქრი, რას იტყვის მათზე საზოგადოება... აჩვენეთ, რომ მათზე, მათ კმაყოფილებაზე ზრუნავთ და არა მათ იმიჯზე საზოგადოებაში, რადგან მერწმუნეთ, რაც არ უნდა გააკეთოთ, მათ ცხოვრება ყოველთვის იქნებიან ორი ტიპის ადამიანები: ისინი, ვისაც ეყვარება და დაიცავენ თქვენს შვილებს, რომლებიც მუდამ მათ გვერდით იდგებიან და ისინი, ვინც მათზე ცუდად ილაპარაკებენ, რომლებიც გალანძღავენ და ეცდებიან დააკნინონ მათი მნიშვნელობა... თქვენ ამას ვერ შეცვლით! როგორც არ უნდა სადოთ, არ გამოგივათ, რადგან ამისთვის მათი შეცვლაა საჭირო - საზოგადოების, რომლებიც ნეგატივით ცხოვრობენ... ისინი კი არ იცვლებიან! იამაყეთ საკუთარი შვილებით, დედებო! არ უარყოთ ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთები არ არიან, როგორიც თქვენი შვილი წარმოგედგინათ ან იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, განსხვავებული გემოვნება აქვთ, სხვა მიზნები და ოცნებები გაუჩნდათ... იამაყეთ მათი არსებობით, რადგან შვილებს ვერავინ შეგიცვლით! და დამიჯერეთ, მათ შეუძლიათ ცხოვრება განაგრძონ - მთელი ცხოვრება წინ აქვთ: კიდევ ბევრ მეგობარსა და მტერს შეიძენენ, დაოჯახდებიან, საკუთარი შვილები ეყოლებათ და ჩაგანაცვლებენ (მათ ეს არ სურთ, მაგრამ გააკეთებენ, რადგან ყველას სურს მათ ირგვლივ ის ადამიანები იკრიბებოდნენ, ვინც დადებით ემოციებს ჩუქნის მათ), თქვენ კი... აბა დაფიქრდით! თქვენ ხომ მხოლოდ ისინი გყავთ! იყავით პოზიტიურები თქვენი და თქვენი შვილების გამო, რათა იხილოთ მათი ბედნიერება და გაიხაროთ მასში თქვენი თანამონაწილეობით... აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.