მელოდია-დაიწყე ცეკვა. -ამ სიმღერაზე? -ხო, ამ სიმღერაზე. -არ შემიძლია. -კარგი რა, უბრალოდ სიმღერის მუხტი დაიჭირე და შენს გემოზე ათამაშე. -მუსიკას არ აქვს საცეკვაო მუხტი. -შენ არ ცდილობ! ცადე. -ტყუილად... -თვალები დახუჭე. ცხოვრების სასიამოვნო წუთები გაიხსენე. -შემდეგ? -გაიღიმე. -არ უხდება ეს ყველაფერი ამ მელოდიას. -გეყოს, უბრალოდ გამომყევი და ისიამოვნე. -შენს გამო. -თუნდაც. მელოდია, გოგო, ბიჭი, ატმოსფერო, ცეკვა და გრძნობები თამაშობდნენ, აქ, ოთახში, თან ლამაზად. ცარიელ ოთხ კედელს ავსებდენ. თეთრ ფერს აფერადებდნენ და თავიანთ ნებაზე დაფარფატებდენ. რთულია ერთი ჩაგესმოდეს და მეორეს აკეთებდე. იგივეა შენკენ მომავალი მდინარის, საპირისპიროდ ამოძრავო ხელები, განსხვავებით იმისა რომ ეს მოგწონს. -ხელებიც დაიხმარე და უფრო მოეშვი. -ცოტაც და წავიქცევი. -თავიც ამოძრავე, თმა გაიშალე. -გაგიჟება არ მინდა! -უნდა გაგიჟდე, ამ ერთხელ გაიხსენი ყველანაირად. -მძაგს. -იტრიალე. -რატომ? -იტრიალე და შენი ცხოვრების ეპიზოდებიც დაატრიალე შენ გარშემო, მერე გაუშვი. -სად? -სანაგვე ურნაში. -ეს ყველაფერი ზღაპარია. -ზღაპარი ცუდია? იქ ყველაფერი ყოველთვის კარგად მთავრდება, განსხვავებით ცხოვრებისა. -ზღაპარი ზედმეტად კარგია. ზედმტეტი ყველაფერი ცუდია ამიტომ, ზღაპარი საცხოვრებლად არ გამოდგება. -შეიძლება. ახლა დატრიალდი. თვალდახუჭული დატრიალდა. ნელა, სადად დაიწყო და ჩქარა დაასრულა. საოცრება იყო. პატარა, ფერადი საოცრება. -ისროლე? -ვეცადე. -ახლა? -გიჟი ვარ. -ემოციებსაც მიეცი მოძრაობის უფლება, მხოლოდ სხეულს ნუ გაუშვებ. -მკლავ. -თუმცა სასიამოვნოდ. -როდის არის სიკვდილი მტკინვეული? -სასიამოვნო არასდროს. -ზედმეტს ვაკეთებ. -არა, ზედმეტი აქ არაფერია, უბრალოდ უცხოა. ეს ყველაფერი... მოდი! -რა? -რაღაც უნდა გაჩვენო. მივიდა და ჩაეხუტა, მაგრამ ფორმალურად. მხოლოდ ფიზიკურად ჩანდა მამაკაცის მკლავები სუსტ წელზე, შემდეგ მიიზიდა. ნელ-ნელა ერთმანეთს ერწყმოდნენ. გოგონას ტკიოდა, ამჩნევდა როგორ იბზარებოდა მისი ძვლები და როგორ ეკარგებოდა ძალა. მკლავებსაც ტკიოდათ ის, პატარა, საბრალო არსება. ბოლოს, მწვერვალის პიკზე გასკდნენ. -მაპატიე. -რატომ? -გინდა ჩვენი ცხოვრება ამ ჩახუტებას შევადარო? -გამორიცხულია. -თავიდან მისით ნელ-ნელა ივსები, მაგრამ წვეთს წვეთი ემატება. ბოლოს ივსება, გადმოდის კიდევაც და მაშინ შენ ცდილობ დაიცალო. დაიცალო იმისთვის რომ თავიდან აივსო. ჩაგეხუტე და ზედმეტად გატკინე, მაგრამ ბოლოს გაგიშვი. -და დღეს უნდა დამცალო? -უკვე დაიცალე! -არა, გთხოვ! -გაახილე თვალები და დაიწყე თავიდან ავსება. -როდის მოხვალ? -როდესაც აივსები. -მპირდები? -გპირდები! და გაეღვიძა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.