შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი


19-03-2016, 01:24
ავტორი მოლურჯო
ნანახია 2 529

ჩემი ლურჯი ტკივილი ხარ რომელიც არ ჩანს
ჩემი ლურჯი სამყარო ხარ რომელიც მარტო ჩემია
ჩემი ლურჯი გული ხარ რომელიც ყველას იტევს
შენ იმდენად ლურჯი ხარ რომ არ მინდა სილურჯე დაკარგო
არ მინდა სხვა ფერში გადახვიდე და ჩემი ლურჯი სამყარო არ იყო
შენ მე არ მეკუთვნი შენ მე არ გიყვარვარ
მაგრამ ჩვენი სამყარო ლურჯია ისეთი ლურჯი რომელიც შავში გადადის მაგრამ შავი არ არის..
ტკივილიანი ლურჯი ფერი რომ გადასდის ისეთი ტკივილის გარდა რომ არაფერი ეტყობა ისეთი ვერავინ რომ ხედავს რა ფერია ისეთი ჩემი ლურჯი გული რომელიც ყოველი შენი დანახვისას სხვანაირია განსხვავებულია...
ლურჯი საშინელი ლურჯი
ეს სიყვარული არ არის ეს უბრალოდ ყველაფერია სიყვარულის გარდა
მინდა ჩემი ლურჯი სამყარო იყო და არა სხვისი თანაც სხვა ფერის...
მინდა ისე გინდოდე როგორც მე ერთ დღეს
ეს ვნებაა...
მინდა ისე მოგწონდე როგორც მე ერთ დღეს
ეს მოწონებაა
მაგრამ სიყვარული? არ არსებობს
შენ ჩემი ლურჯი სამყარო ხარ და მორჩა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent