კუბიდონ,შე არასწორო!!
ყველაფერი მოკლე დროში მოხდა.იმდენად მოკლე დროში რამდენასაც ავტობუსი ანდომებს ჭავჭავაძედან დელისამდე.ხშირად წამიკითხავს სხვადასხვა ისტორიები,ხშირად კი არა ყოველდღე,თითქოს ნარკოტიკივით გახდა და დღის ჩვეულ მოვლენად.ხშირად ჩავფიქრებულვარ ამ ისტორიების გმირები რეალურ ცხოვრებაშიც თუ არსებობდნენ თუ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყვნენ.ის ტიპები საუცხოო გარეგნობა რომ ქონდათ და თავისი ხასიათებით რომ გატყვევებენ.მათი გამოხედვა რომ გაფორიაქებს,დიდი ტუჩები,საუცხოო თვალები.ბოლოს ვხვდებოდი რომ მხოლოდ ისტორიებში არსებობდნენ,მაგრამ ავტობუსი მგზავრობისას თითქოს ერთი პერსონაჟი გაცოცხლდა და მე მისკენ მეპარებოდა თვალი,კიდე კაი სათვალე მეკეთა,დაჟინებული მზერით ვცდილობდი გამომეცნო და შესაფერისი ფერით ამეღწერა მისი თვალები,რომლებიც მზის სინათლეზე უფრო უცხოვდებოდა და მეც ესე ურცხვად მივაშტერე ჩემი მწვანე თვალები.ტუჩებიც ისეთი დიდი და ლამაზი ქონდაა.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბიჭს დიდი ტუჩები ცოტა ანაზებდა და ნაზოჩკებს ვეძახდი,მაგარმ მას ძალიან უხდებოდა.მგზავრობის განმავლობაში წარბები შეკრული ქონდაა.ვერ გეტყვით რა ერქვაა–დემეტრე,ალექსანდრე,დამიანე თუ სხვა რამ,ან რა გვარის იყო–დადიანი,ბურდული,ყიფიანი,ან ის კიდევ სვანი თუ იყო,აი ის ტიპი რომ დაგიჩემებენ და არასდ წასვლის საშვალებას რომ აღარ მოგცემენ.რამოდენიმეჯერ დავაფიქსირე კიდეც ჩემკენ რომ იყურებოდა.და ესე მეც ავფორიაქდი,ჩემს მეგობრებსაც კი აღარ ვაქცევდი ყუარდღებას,ჩემ თავს ვეუბნებოდი–რა დღეში ხარ ქალბატონო?ვცდილობდი მზერა ამერიდებინა,მაგარ რაღაც ძალა მაინც მისკენ მაყურებინებდა და თან ვცდილობდი სხვადასხვა პეროსნაჟები ამომაკითხა მასში და ჩემს ფიქრებზე მეცინებოდა.მეკითხებოდნენ რა გაცინებსო?თავის გასამართლებად ძველი ამბების გახსენბა მოვიშველიე.დიალოგიც გავაბი ფიქრებში,თუ როგორ მითმობს ადგილს,როცა ხედავს რომ წონასწორბის შენარჩუნება მიჭირს და სადაც არის შეიძლება მელოტი დავრჩე რადგან გადატენილ ავტობუსში ჩემი გრძელი თმა უკვე მერამდნე მგზავრის ჩანთის შესაკრავში აიბლანდა,მაგრამ ვინ დაგაცდის ავტობუსი გაჩერდა დელისზე და ბიჭიც გაემართა კარისკენ.გული დამწყდა კიდეც,რომ ეს მომენტი ძალიან მალე დამთავრდა,არ იყო ერთი ნახვით შეყვარება,რა შეყვარება გაცნობაც კი და აი ისეევ ჩემმა არასწორმა კუბიდონმა ისევ არასწორად ისროლა ისარი.გავიფირქე–კუბიდონ შე არასწორო და ბოლო მზერაა გავაყოლეე ბიჭს და თითქოს წარმოვიდგინეე კუბიდონი როგორ გაწითლებულიყო სიცილისგან. ვიცი,რომ ეს არც სასიყავრულო ისტორია და არც რაიმე აღმაფრთოვანებელი.ისიც,ვიცი რომ წერა არ მეხერხება,მხოლოდ ჩემთვის ვწერ რაღაცებს,უბრალოდ მინდოდა გამეზიარებინა ის მომენტი რაც მე დავიჭირე და რასაც პერსონაჯის გაცოცხლება ქვია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.