ისევ მარტი ... ისევ არევა ... ისევ სუიციდი ....
სუიციდი" რამდენჯერმე ვიმეორებ ამ სიტყვას გონებაში და ვხვდები როგორ მიზიდავს ... რაღაცნაირი მაგნიტური სიტყვაა მინდა გავითავისო , მინდა გავიგო როგორია .. იქნებ არც ისეთი ცუდია ყველას ომ გონია ... აი ახლაც ვცდილობ სულელური ფიქრებით გავჟღენთო თეთრი ქაღალდის ნაგლეჯი .. რა ადამიანი ვარ მე ? ვფიქრობ და ნიკაპზე ნერვიულად ვისმევ ხელს ან კი სულაც ვარ ადამიანი ?! იქნებ დარჩა ჩემში რაღაც ადამიანობის .. // არვიცი ... არვიციი .. ........... ისევ ეს სულელური მარტი თავგზას რომ მიბნევს თუმცა მარტს რასვერჩი მეხომ სულ ესე ვარ .. მეცინება , ხო ჩემ დამპალ ,ცარიელ, უემოციო , "მე"-ზე მეცინება , მინდა დავცინო , დავამცირო , მიწასთან გავასწორო , ნაკუწებად ვაქციო ჩემს ცხოვრებას რომ ისაკუთრებს ... რა უფლება გაქვს ? უკვე ყვირილზე გადავედი ჩემი მეორე 'მე" კი ისევ დუმს ... ვიხრჩობი ხო ცოცხლად ვიფერფლები.. და შენ ხო სწორედ შენ გეუბნები , რატომ არაფერს აკეთებ რომ გადამარჩინო ? რატომ არმეუბნები რომ ჩემთანაც შეიძლება მოვიდეს ზაფხული , აი ხომ ხედავ აღარც შენ გჯერა ამ აფსურდული რაღაცეების .... სარკეში ვიხედები და ერთი ლოგიკური კითხვა მიჩნდება , ვინ არის ის ვისი ანარეკლიც სარკიდან მიყურებს ?ვისია ეს გამყინავი უემოცია შავ უპეებიანი თვალები ?! სივრცეს გავყურებ მწარედ მეცინება და ირონიით გაჟღენთილ სიტყვებს წარმოვთქვამ . -ჰო ჩემია ! მიყვარს ჩემი მახინჯი მაჯები... ხო მაჯები ... მასზე ამობურცული შაბიაბნისფერი ძარღვები მდინარის დელტას მაგონებს .. იმდენად ეგოისტი ვარ რომ არმინდა ტკივილი მივაყენო მათ მაგრამ ამავე დროს დაუოკებელი სურვილი მიჩნდება რომ ნაჭრილობები გამოვსახო .. ირონიული სიცილი გამეფდა ოთახში კედლებიც კი დამცინიან -რა საცოდავი ხარ ! ჩამესმის გონებაში მეც ინსტიქტურად ვიეორებ -საცოდავი ვარ ! ისევ ოთხი კედელი , უამრავი უმისამართოდ მიყრილი საგნები , და ნაკუწებად ქცეული ფურცლები .. -რატომ არ გინდა რომ კარგად ვიყო ? ისევ კითხვით გადავდივარ ჩემს "მეორე მე"-სთან რატომ ცდილობ გამაგიჭო ?! მიპასუხე !! ისევ დუმილს ვიღებ პასუხად .. რატომ გაამეფე ჩემში სიცარიელე ? რატომ მაქციე მოსიარულე მკვდრად ?! გეცინება ხომ ჩემს საცოდაობაზე არამზადავ ! გიხაროდეს სიყვარულის უნარიც წამართვი !! არმინდა ვინმე მიყვარდეს , არმინდა ვინმემ შეეხოს ჩემს "სიგიჟეს " უბრალოდ ადამიანი მჭირდება რომელიც კიარ მეყვარება არამედ შევეჩვევი , ესეც სულელურად ჟღერს მაგრამ მე მომწონს !! ისეთი ადამიანი რომელთანაც ნებისმიერ დროს მივალ , მხარზზე დავადებ თავს და შემდეგ იქნება უსასრულო დუმილი .... ხო უსასრულო დუმილი და სხვა არაფერიი ... ისევ მარტი ... ისევ არევა ... ისევ სუიციდი .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.