შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I'm lost in you.


24-03-2016, 17:47
ავტორი ფრთიანი
ნანახია 1 912

რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეაა, ვღიღინებდი როცა მობილურის ხმა გაისმა ვინ თუარა ალექსანდრე.დაბადებისდღე ჩემი მეგობრების გამო მიხარია , მათი ბედნიერი სახეები და ერთად შეკრება ეს სრული ბედნიერებაა.საუკეთესო საჩუქარი მონატრებული მეგობრების ნახვაა თუმცა ის ყველაზე ძვირფასი იყო.ალექსანდრე ქობულეთს უახლოვდებოდა და სიხარულით არ ვიცოდი რა გამეკეთებინა უაზროდ ვიღიმოდი და სრულ ნეტარებაში ვიყავი,ის ხომ მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის.
ნელ-ნელა ავნერვიულდი ალექსანდრე რომ აგვიანდებოდა მაგრამ ბოლოს ვიფიქრე გზა აერია თქოუცებ კი ზარი......................
-ბატონი ალექსანდრე ავტოკატასტროფაში მოხვდა ბოლო შემოსული ზარი თქვენი იყო გთხოვთ დაგვიკავშირდეთ....
მობილურის გავარდნა და სიჩუმე .ყველაფრის მთქმელი ..ბედნიერი დღის დასასრული... ფერადი ხალხის საავადმყოფოში აცრემლიანებული თვალები და ჩემი უსუსურობა, სიჩუმე რომელიც შიგნიდან გჭამს და სულს ხუთავს .მისი დალურჯებული სახე და ხელები....იმის გაანალიზება რომ აღარ იქნება ისეთი თბილი როგორც ჩახუტებისას,მონატრებულლი ღიმილი და ხმა...ვერასდროს გაგონილი''მიყვარხარ'' რომელიც მისდამი ზეციურ სიყვარულს აღწერდა..მისი თვალები რომელსაც ვეღარ დაინახავ .ასე ახლოსაა თუმცა როგორ შორს.ხელში დარჩენილი გვირილის ნაწილი რომელიც ყველაზე ძვირფასი საჩუქარია...ყველაზე მტკივნეული დღე .სიყვარული სიტყვების გარეშე,მდუმარედ ხელჩაკიდებული სეირნობა და ჩახუტება ყველაზე ძვირფასი რომელიც აღარ განმეორდება...ცრემლები თითქოს გაქრნენ ან უბრალოდ შერცხვათ და არ გამოჩნდნენ..ალექსანდრე წავიდა თუმცა სიყვარული გრძელდებოდა,მოგონებები რომელიც გასულდგმულებს ნივთები რომლითაც ცხოვრობ...თუმცა ვერასდროს ნაპატიები ასე უცებ წასვლა და მიტოვება მეგობრების , სიყვარულის.სიმღერები რომლებიც გაბრუნეს დროში და არ გსურს დაბრუნება.ყველას იმედიანი სახე რომ შეძლებ სიცოცხლეს თუმცა უფრო არსებობას .თვალებში დარჩენილი სიცარიელე და უსასრულობა რომელშიც გსურს დაიკარგო.სხას ვერასდროს შეიყვარებ,არასდროს დაემთხვევა , ყოველთვის გაგახსენდება და მიხვდები რომ არ არსებობს მეორე, მესამე არსებობს ერთი და განუმეორებელი,ბედნიერების და ტანჯვის მომტანი



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent