რუსთაველის გამზირი
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსთაველის გამზირია. პირველად აქ ვიგრძენი, რომ ქუჩაც შეიძლება ადამიანივით გიყვარდეს კაცს. აქ გავიცანი ჩემი ცხოვრების ნაღდი მეგობრები. აქ, ამ პროსმექტზე ხეტიალმა ამიშალა პირველად ლექსის სიღერღელი და აქ, ამ პროსფექტზე ვხვდებოდი ჩემს პირველ სიყვარულს პაემანზე. ბევრი რამ მაკავშირებს მე ამ ქუჩასთან და ეს ჩემი ნაცოდვილარი ძირითადად ამ ქუჩაზე გაცნობილ მეგობრებს ეხება. დღევანდელ დღესავით მახსოვს,სიყმაწვილის იმ ულამაზესი წლების ყველა წვრილმანი. ბატონი ვახტანგი აქ გავიცანი, იგი იუმორით, განათლებით და პატიოსნობით თითით საჩვენებელი იყო მთელ თბილისში. აქ გავიცანი კუკურა, ნიკუშა, ჩემი გიოსანი, აფერისტი ლაშა, ქურდი სტასიკა, გიჟი ჯუმბერა, სულელი ბესო, ლოთი პაწკა, ფეხსაცმლის მწმენდავი მირონა და ვინ იცის რამდენი ოხერი და მამაძაღლი. სიცოცხლის ბოლო თვეებში ბევრს ვსვავდი, სიგარეტს თავი დავანებე და სეირნობა დავიწყე. რუსთაველის გამზირზე ერთხელ ჩემი ძველი კლასელი და ერთადერთი ბავშვობის სიყვარული შემხვდა. გამიხარდა კაცო, რადგან მიყვარდა და სულ მახსოვდა, მაშინაც როცა ლონდონში სასწავლებლად წავიდა. ერთი პერიოდი ერთმანეთს წერილებით ვესაუბრებოდით, მაგრამ რატომღაც თვეების განმავლობაში წერილებზე პასუხს აღარ მცემდა. რესტორნის წინ ვიდექით ბიჭები, შაბათი დღე იყო. შავებიანმა, თავდახრილმა გოგონამ ჩამიარა გვერდით. ღმერთო ჩემო ლიზა! თავში სისხლი ამივარდა. გზა გადავუჭერი და წინ გადავუდექი. - გამარჯობა, ლიზა! - ღმერთო, კოჩია! - ჰო, კოჩია ვარ. სიწითლემ გადაჰკრა წამით, თვალებში ცრემლები ჩაუდგა. - როგორ ხარ ლიზა! - თმებში აქა-იქ თეთრი გარეოდა ნერვებისგან, ტირილი მომინდა. - როგორ ვიქნები, ვარ ისე, როგორც შეეფერება ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფს. მამაც და შეყვარებულიც გარდამეცვალა ერთ დღეს. - ვიცი, ლიზა, ყველაფერი ვიცი, აწი იმ საქმეს არაფერი ეშველება, შენ ეს მითხარი, დედა როგორ არისი - დედა შარშან დავასაფლავე, ნერვებისგან ვენები გადაიჭრა, 18 წლის ობოლი დავრჩი. - ლიზა, აბა ახლა ვისთან ხარი - დეიდაჩემთან, გახსოვს ქეთო დეიდაი - კი, როგორ არ მხსოვს. - მასთან ვარ ახლა, აბა, რა ვქნა, სოფელში სახლის გავყიდე, ლპებოდა მაინც. - ლიზა, დავიწყე მე… - კოჩია, ხალხი მოგვჩერებია, სირცხვილს ნუ მაჭმევ, წავალ ახლა მე, ტელეფონზე დამირეკე, - ტელეფონის ნომერი მითხრა და დავცილდით. პაემანზე გამოვიდა ლიზა, მანქანაში ჩავისვი და კოჭრისკენ მივქრივართ .ახლა ხმის ამოღებას ვერცერთი ვბედავთ, ბოლოს სიჩუმეს ისევ მე ვარღვევ. - ძალიან გიყვარდა შეყვარებული ლიზაი - მიყვარდა, კოჩია. კარგი ბიჭი იყო. - როგორ მოხვდა ყველაფერი ლიზა - ავარიაში მოხვდა კოჩია, გარდაიცვალა უკვე საავადმყოფოში მეორე დღეს. -ლიზა! - რა იყო, კოჩიაი - მე თუ გიყვარდი ოდესმე - მე შენ დღესაც მივყარხარ. - გახსოვს, ლიზა, ფიზკულტურის გაკვეთილზე, რომ გაკოცე პირველადი - მაგას რა დამავიწყებს, კოჩია. მთელი სამი დღე არ მოვსულვარ სკოლაში, შენი მრცხვენოდა. - მე კიდევ ის დღეები შენს სახლს ვუტრიალებდი. მერე როგორ შევრიგდით გახსოვს? - არ მახსოვს. - მე მახსოვს. წითელი ბროწეული მოგიტანე და ჩანთაში ჩაგიდევი ჩუმად. შენ რვეულების ამოღება გინდოდა ჩანთიდან და ბროწეული რომ ნახე, გაგეცინა, მერე მე შემომხედე და მითხარი, ხვალ გამომიარე ერთად წავიდეთო სკოლაშიო, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო იმ წუთას. - ახლა გამახსენდა, კოჩია, ასე იყო კი. მანქანა ჩრდილში გავაჩერე. შუშა ჩამოვწიე. - ლიზა! - რა იყო, კოჩია. - ახლა რომ ყველაფერს შევეშვათ, სადმე მუშაობა რომ დავიწყო, გამომყვები ცოლადი - არ ვიცი, კოჩია. - ლიზა, დედას გაფიცებ მართლა გიყვარდი მაშინი - მაშინაც მიყვარდი კოჩია და ახლაც მიყვარხარ. - ხოდა რა გვიშლის ხელს ლიზა. 18 წლის გოგო ხარ ობოლი, მე 19 წლის კაცი ვარ. სამსახურს იოლად ვიშოვი, რუსთაველის გამზირზე სახლი მაქვს ორ სართულიანი. ლიზამ, დამსკდარ ტუჩებზე,მისი ცივი, გაყინული თითი დამადო და წაიჩურჩულა. - გაგყვები კოჩია. ხელი ნელა ჩამოიღო, მივუახლოვდი, თვალები ნელა დახუჭა და ისევ, ძველებურად შევეეთ ერთმანეთის ტუჩებს…. მანქანა დავქოქე. -საით მივდივართ, კოჩიაი -არსად,გავისეირნოთ კიდევ ცოტა. -შენი ნებაა. -ლიზა! -რა იყო, კოჩიაი -გამომყევი ცოლად! -მე შენ დაგთანხმდი უკვე, მაგრამ არა ვარ მე შენი შესაფერისი გოგო, არც შენ ხარ ჩემი შესაფერი. მოვკვდები მე შენს ხელში,ერთხელ მეყოფა სიკვდილი, ნუ გამიმწარებ ცხოვრებას. - ნუ გამიმწარებო ეს რა თქვი, ლიზა - ვერ გადავიტან მე ამდენ წვალებას,კოჩია, შენც ვერ შეეშვები შენს არჩეულ გზას. - რატომ გგონია ლიზა შეშვებული მაქვს უკვე, გეფიცები! ბედნიერები ვიქნებით ლიზა! გამომყვები ცოლადი უარს ნუ მეტყვი გთხოვ. - კი, კოჩია გამოგყვები. - სახლში მიგიყვან ახლა. უთხარი ყველაფერი ქეთო დეიდას, ხვალე ბარგიანა ჩემთან წაგიყვან. - შენი ნებაა! - ლიზა! - რა იყო კოჩიაი - მიყვარხარ! ლიზა… - მეც მიყვარხარ! კოჩია… მანქანა ქეთო დეიდას სახლის წინ გავაჩერე, ლიზას ცოტა გავესაუბრე, ისევ ისევე, თბილად, დიდი სიყვარულით ჩავიკარი გულში, ჩემი პატარა ანგელოზი, რომელიც ობლად დარჩენილიყო და დაცვენილა ფრთები ისევ, ისევე ვაკოცე,მის წითელ, მხურვალე ტუჩებს შევეხე და ვიგრძენი ჩემი ბავშვობის პირველი და ერთადერთი სიყვარული. სახლში შევიდა ლიზა. მანქანა დავქოქე და შინისაკენ გავეშურე. მეორე დღეს, საღამოს ქეთო დეიდას სახლთან მივაკითხე ლიზას. ბარგი ჩალაგებული ჰქონდა უკვე. ჩავსხედით მანქანაში და სახლისაკენ გავეშურეთ. ის საღამო ჩემთან დარჩა ლიზა, მეორე დღეს დავინიშნეთ და ბედნიერები სახლში გავეშურეთ. ის ღამეც ჩემთან დარჩა ლიზა. ერთ თვეში ამიყვანეს ქურდობისთვის. სასამართლომ ოცი წელი მიმისაჯა. მას შემდეგ გავიგე, რომ ლიზას გოგო ეყოლა ჩემგან, რომელსაც დედაჩემის პატივისცემით მარი დაარქვა. გამიხარდა კაცო, იმ საღამოს დედასაც ვიხსენებდი, რომელიც თორმეტი წლისას გარდამეცვალა. მელოდებოდა ჩემი ლიზა! პატარა მარიც წამოიზარდა. რამოდენიმე წელში ლიზამ გაიგო ჩემს გარდაცვალების შესახებ. შიმშილით გარდაიცვალაო. დაკარგა იმედი ლიზამ. აღარც მელოდებოდა უკვე. ტიროდა საწყალი ყოველ ღამეს. ვაწყნარებდი ლიზას, ვამხნევებდი, რომ აქ ვიყავი. პატარა მარისაც საღამოობით ვსტუმრობდი, ვუყურებდი როგორ იზრდებოდა, მაგრამ ის ვერ ხედავდა როგორ ვბერდებოდი მე… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.