ბედნიერების საფასური ანუ ჩემი ტკივილები
ისევ გაწვიმდა, რაღაცას მახსენებს ეს წვიმა.... გახსოვს წვიმაში, რომ დავრბოდით და სახლში გასაწურები მივედით?! 2 თვე 2 უბედნიერესი თვე გავატარეთ ერთად და ახლა, მხოლოდ მობილურებში შეგვრჩა ერთმანეთის სურათები, ხელიდან გამოგგვლიჯეს ბედნიერება... ათასი გაურკვევლობა, ჩხუბი, კამათი და ჩვენი გულწრფელი სიყვარული! მართლაც, რომ ბავშვებივით გვიყვარდა ერთმანეთი! მოდი ამ ჩანახატში გულწრფელი ვიქნები და მოვყვები, იმას, რაც ყველაზე მეტად მეამაყება! შენ ყველა გოგოს სათაყვანებელი ბიჭი ხარ, მე კი ერთი ძალიან, ძალიან ჩვეულებრივი გოგო და ყველაფერი აქედან იწყება... მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, ყველა გოგო შენ გეკიდებოდა კისერზე, შენ კი ჩემთან მოხვედი, მაშინ ვერ გავიგე რა გინდოდა, მე ხომ არავინ ვიყავი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შეგიყვარდებოდი, მაგრამ, მოხდა სასწაული და ერთ ძალიან მაგარ ბიჭს შეუყვარდა სულელი გოგო... ჰო მე არავინ ვიყავი შენთან შედარებით, ყველას უყვარდი და შენ ჩემთან მოხვედი.. რას აღარ ამბობდნენ, ცოტათი მეშინოდა კიდეც შენი, მაგრამ მერე მივხვდი, რამდენად თბილ და კეთილ ბიჭთან მქონდა ურთიერთობა! ყველა გოგოსთან სცდებოდი საზღვრებს მაგრამ ჩემთან უზომოდ ზრდილობიანი იყავი, ზედმეტად ხელსაც არ მახებდი და ეს მაბედნიერებდა... მხოლოდ ხელს ჩამკიდებდი ხოლმე და უზმოდ ბევრს ვიცინოდით... გიჟები ვიყავით გიჟები! შენი ჩახუტება და შენი ხელების სითბო ახლაც მახსოვს.... ჰო ეს ყველაფერი ცოტათი ზღაპარსაც გავს, მაგრამ ეს რეალობა იყო, ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს ერთმანეთი შეგვიყვარდა ასე ვთქვათ სიმპატიური ბიჭი და მახინჯი გოგო! ბევრი რამ იყო ბევრი სიცილი და თამაში, მაგრამ ბედნიერებას ყოველთვის უწევს ხარკის გადახდა... 2 თვიანი ბედნიერება 2 წლიან ტირილად იქცა! მერე იყო ჭორები, ოჯახის ჩარევა და უგულოო ხალხის მიერ ფეხქვეშ გათელილი ბედნიერება... მე დღემდე 2 თვიანი ბედნიერების საფასურს ვიხდი... ბედნიერი ზღაპრიდან დაუნდობელ სამყაროში აღმოვჩნდი უკვე 2 წელია... დღეს მე ბედნიერების საფასურს ვიხდი! მე ვამაყობ, რომ მქონდა ასეთი სიყვარული, ვამაყობ, რომ წლების შემდეგ შვილიშვილებს მოვუყვები ზღაპრად ჩვენი სიყვარულის ისტორიას და თანაც დავმოძღვრავ, რომ არავის მისცენ უფლება მათი სიყვარული ფეხქვეშ გათელონ და ცოცხლად დამარხონ! სხვა რაღა გითხრა აზრები აღარ მომდის, მეტს ვეღარ ვწერ! მე შენ მიყვარხარ და ყოველთვის ასე გულწრფელად მეყვარები, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ან მე, ან შენ! შენ უნდა იყო ბედნიერი, შენ ამას იმსახურებ, ჩემო სიყვარულო! ისევ აქვარ ბავშვებო და ისევ ვბოდავ, რაღაც სისულელეებს.... მოკლედ ვიცი, რომ ჩემი ნაწერები არავითათარი შედევრები არარის და უბრალოდ გულმოკლული გოგოს ნაბოდვარია, მაგრამ, მაინც მიხარია თუ ვიღაც კითხულობს და ესმის ჩემი ტკივილი! ეს რეალური ამბავია, ეს მე გადამხდა, ეს ჩემი სიყვარულია და არცერთი სიტყვა არაა მოგონილი... დიახ გჯეროდეთ დღემდე არსებობს ისეთი სიყვარული, სადაც არაა საჭირო ფიზიკური სიახოვე და მთავარი ბედნიერება ასეთი სიყვარულისთვის ღიმილია! მე ისევ მახოვს მისი მომიმარი სახე და ნათელი თვალები, რომლებიც ყოველი დაძინებისას მელანდება.... დიახ მე ის გულწრფელად მიყვარს! ნეტავ ისევ დამანახა მისი მრავლისმთქმელი თვალდები და კიდევ ერთხელ გამატარა მასსთან ერთად ხელჩაკიდებული... მაგრამ... მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.