უბრალოდ სასაცილო ცხოვრება...
კორპორაციული საღამოები,წვეულებები,დალევა და გონების დაკარგვა არასოდეს მომწონდა,არვიცი იმ დღეს საერთოდ რატო წავედი,ვგძნობდი მალე დეპრესია დამეწყებოდა და ალბათ განტვირთვა მინდოდა,მართალია ჩემი თანამშრომლებიდან ყველა ოჯახთან ერთად მოდიოდა მაგრამ ამისთვის არ მიმიქცევია ყურაღება,ვიცოდი დამღლიდნენ უაზრო კითხვებით:მალე გათხოვდი,ასეთი კარგი გოგო(პირფერები)აქამდე გასათხოვარი რატომაა?არადა გასათხოვარი კი არა გაუთხოვარი ვარ! ჩემო ჩაცმულობა ყოველთვის ყურადღებას იქცევს,მე კი ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი,გარდერობი რომ გამოვაღე მაშინვე მივხვდი რა უნდა ჩამეცვა,თეთრი ფერის მოკლე ზედა და თეთრი ფერისვე წელზე მომდგარი მოკლე ქვედაბოლო,შავი ტუფლი,რომელშიც ერთი თვის ხელფასი გადავიხადე(აბა მე სარჩენი არავინ მყავს),გრძელი შავი თმა,მწვანე ლინზები,მაკიაჟი და 10 წლით მცროსს დავემსგავსე,როგორც ყოველთვის,მანქანაში ჩავჯექი და საკუთარი თავით კმაყოფილი წავედი. ხალხის რეაქციას დიდი ხანია არ ვაქცევ ყურადღებას და არც დარბაზში მყოფთა რეაქცია და მზერა გამკვირვებია,ანამ(ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა) ხელი დამიქნია და მეც მისკენ წავედი ა_როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები,ნახე მარიც 30 წლისაა და მის შვილს გავხარ _ხო იცი როგორ არ მაინტერესებს,შენ როგორ ხარ?გიხდება თმა! ა_მართლა?მე მეგონა არ ღირდა შეჭრა,დალიოთ? _აუცილებლად! ფხიზელი თვალით არ შემეძლო მეყურებინა,როგორ ეთვალთმაქცებოდნენ ჩემი თანამშრომლები უფროსს და ერთმანეთს,თუ როგორ ცდილობდა სანდრო(უმცროსი იურისტი)ჩემს შებმას,ვცეკვავდი,ვსვავდი და არაფერი არ მაინტერესებდა,ვერაფერს ვგრძნობდი,უცებ შევამჩნიე,რომ ვიღაც უცხო მეცეკვებოდა,შავგვრემანი,მაღალი სუსტი ბიჭი,სიმპატიურიც ეთქმოდა,მეტი აღარაფერი მახსოვს გავითიშე. თვალი ჩემს ოთახში გავახილე და პირველი რაც ვიგრძენი ტკივილი საფეთქლებში,შუა დღის 3 საათი სრულდებოდა,ვიფიქრე ავდგები და ყავას მოვიგუღებ მეთქვი,ერთ გარემოებას რომ არ შევეჩერებინე,შიშველი სხეული საპირისპირო სქესის ჩემს გვერდით იწვა და მშვიდად ეძინა,მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ ამიტომ ჩემი თვინი პანიკამ მოიცვა,ვინაა?რა უნდა აქ?საიდან მეცნობა?შეშინებულმა საჩვენებული თითით ვცადე მისი გაღვიძება,მაგრამ უშედეგოდ,გვერდი იცვალა და ძილი გააგრძელა,ზურგი,რომელიც საკმაოდ ჰქონდა დაკუნთული პატარა ბავშვის კანივით სუფთა,შავი თმა და აშკარად გრძელი ფეხები, ,,გემოვნება კი მქონია“_გავიფიქრე და ისევ საჩვენებელი და ცერა თითების კომბინაციის დახმარებით,ეგრეთწოდებული ჩმეტით განვაგრძე გაღვიძების მცდელობა,ისიც შეიშმუშნა და გადმობრუნდა. _დილამშვიდობის,როგორ გეძინა?_ისე მკითხა თითქოს საკუთარ ლოგინში ეძინა და საყვარელ მეუღლეს მიესალმა,ღიმილნარევი სახით. _მადლობა,კარგად,მაპატიე მაგრამ არაფერი არ მახსოვს _მართლა?_სხვათაშორის მკითხა,აშკარად არ გაჰკვირვებია და გააგრძელა_არვიცოდი დედაჩემს ასეთი კარგი თანამშრომელი თუ ყავდა._აი ამ მომენტში რა დამემართა ვერ ავღწერ,დამცხა,თავბრუ დამეხვა,თვალებში დამიბნელდა და ყველაფერი ერთად...ესღა აკლდათ სალაპარაკოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.