შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და მეტრო.


2-04-2016, 21:16
ნანახია 2 037

დღეს ისევ უემოციოდ ილევა რიგით სათვალავ არეული დღე. დღეს ისე,როგორც არასდროს მეტროში უშენოდ გავლილი ყოველი ვაგონი მტკივა.ახლა ისე როგორც არასდროს,მინდა ჩემს გვერდით ცარიელ სივრცეს შენ ავსებდე.შენ და არა მწვანე კაპიუშონიანი ბიჭი.ყოველთვის ნოსტალგიას იწვევს ექსკალატორის უშენო კიბეები.ალბათ გადაჩვევაა ყველაზე რთული იმ სენისგან,რომელსაც შენში ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
მატარებელი არ ჩერდება.
გოცირიძეზე ვარ.
ფანჯრის მიღმა ლამპიონის შუქები ანათებენ.ცხრა საათია.მატარებელი ჩერდება,ჩემი თითები მოძრაობას განაგრძობენ.ჩემს წინ მოკალათებული წყვილი ხმაურიანად ტოვებს ვაგონს.კაპიუშონიანი ბიჭის ყურსასმენებიდან საკმაოდ ნაცნობი მუსიკა იღვრება.ვფიქრობ ჯობს ეს ყველაფერი სასიამოვნო მოგონებად დარჩეს ამიტომ,არ ვცდილობ შემსრულებლის ამოცნობას.ახლა ისე როგორც არასდროს ვგრძნობ მუსიკა მეც მჭირდება ჩემში.რაღაც ისეთი არაინგლისურენოვანი,ქართული და 'ახლა ვხვდები,ვხვდები როგორ მიყვარხარო' მახსენდება.ესეც ჩემი დაქალისგან ვიცი,თორე ჩემსა და შენს ურთიერთობასთან არანაირი კავშირი აქვს.ისე არც ჩემი და შენი ურთიერთობა არსებობს,მაგრამ სადღაც მაინც ჩემში მეფიქრები.
გურამიშვილზე ვარ და ჯერაც ვერ ჩავახშე ჩემში ის გრძნობა,გვერდით მჯდომი რომ იწვევს.ყურადღებას არ მაქცევს,სამაგიეროდ მე ვუყურებ ხან თვალის მარჯვენა კუთხიდან,ხანაც გამჭვირვალე შუშიდან,საიდანაც მის სილუეტს ვხედავ.
ჩემს სადგურს ვუახლოვდები.ეს სადგური შენიცაა.აქ შენ მეგულები და მიუხედავად იმისა რომ ექსკალატორზე მარტოობა გარანტირებული მაქვს,მაინც მიხარია შენთან ახლოს ყოფნა.თუნდაც დროებით და თუნდაც ასე არაბუნებრივად.არადა ვიცი აღარ მიყვარხარ.ამას მოწმობს ჩემი დამშვიდებული მუცელი შენს დანახვაზე.
ახმეტელის თეატრს რამოდენიმე წამი მაშორებს.მე უკვე შენს ადგილსამყოფელთან ვარ.იმ გზას გავივლი შენ რომ ყოველდღე გადიხარ.
ზემოთ,გასასვლელში დადა მელოდება...
მწვანე კაპიუშონი თვალთახედვიდან ქრება...
მეტრო ჩერდება.
...ახმეტელის თეატრი,ბოლო გაჩერება.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent