მე ამას შევძლებ?!
ისევ ისე სულელურად ვებრძვი საკუთარ თავ და საკუთარ გრძნობებეს! მე შევძლებ, ამიხსენით შევძლებ, სულ თავიდან ჩავაბარო უნივერსიტეტში და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყო?! მე შევძლებ ვაპატიო ყველას, ის ყველაფერი, რაც დამიშავეს?! მე შევძლებ დავივიწყო სიყვარული და გავხდე უგულო ადამიანი?! მე შევძლებ გავექცე საკუთარ თავს და გრძნობებ?! გადავლახავ ბარიერებს და ცხოვრებას დავიწყებ სუფთა ფურცლიდან?! მე შევძლებ გავექცე წარსულს და დავივიწყო ის დიდი სიყვარული, რომლისთვისაც ყველაფერს ვაკეთებდი (თუმცა არაფერი დამიფასდა) შევძლებ დავივიწყო ეს დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი, რასაც ბოლო რამდენიმე წელია განვიცდი და ყველაფერი წარსულს ჩავაბარო?! მე შევძლებ გავექცე საკუთარ თავს და გავხდე სულ სხვა ადამიანი?! ფაქტი ერთია მე მინდა მოვკლა ჩემში ის მეამიტი და მეოცნებე გოგო, რომელსაც ყველამ ტკივილი მიაყენა, რომლის გრძნობებიც ყველამ გამოიყენა, რომელიც ცოცხლად მოკლეს და წაართვეს წლები, ის წლები, რომლებიც ვერასოდეს დაბრუნდება... მე ის გოგო ვარ სიყვარულისთვის მზად, რომ იყო ყველაფერი გაეწირა და გაწირა კიდეც, მაგრამ დადღაც აცდა თავის დიდ სიყვარულს ან იქნებ ის დიდი სიყვარულიც ატყუებდა?! ახლა ალბათ მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა, მინდა ისეთი გავხდე, რომ ყველა გავაკვირვო, მინდა თავიდან ჩავაბარო უნივერსიტეტში, მინდა ფეხზე მყარად დავდგე, მინდა ზედმეტი წონდა დავიკლო, მინდა სულ სხვა სილამაზე შევქმნა ჩემგან და წლების შემდეგ ველა იმ ადამიანს ვინც მე გული მომიკლა თვალებში ჩავხედო და ვუთხეა, რომ მათ გამხადეს ასეთი... მინდა, რომ მიყურებდნენ და არ სჯეროდეთ, რომ მეოცნებე გოგოებიც ხდებიან რეალისტები და ცხოვრებას, რომლიც მუდამ თელავდათ ახლა თვითონ ამარცხებენ და მყარად დგანან მიწაზე! მინდა ჩემს სიყვარულს ჩავხედო წლების შემდეგ თვალებში (ზუსტად ისე, როგორც თვითონ მიყურებდა და მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი) მე კი ვკითხავ მიცნო თუ არა და შემდეგ სიამაყით ვეტყოდი, რომ მის გამო ყველაფერი გავწირე და მან ვერაფერი შეამჩნია, რომ მე უკვე დიდი გოგო ვარ, რომ მე უკვე ბედნიერი ვარ! რომ მე ვიპოვე შესაფერისი ადამიანი, ვინც მისგან განსხვავებით არასდროს მტოვებს და არასდროს მცვლის სილამაზეში, რომ მას ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ! და მაინც მე გეკითხებით შევძლებ ამას?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.