გათენებამდე დარჩენილია 16 წუთი !
ვეალერსებოდი მის სხეულს. ყელზე ვკოცნიდი, სახეზე ხელს ვუსმევდი. ბუნება კი თავისთვის ნაზად გვიმღეროდა. თითქოს სევდას, ვნებას, ცეცხლს ღამე გაეღვიძაო. თითებით ვეხებოდი სახეზე, მისი არსებობა რომ უკეთესად მეგრძნო. თუმცა ალბათ ირღვევა ყველა სიმშვიდე. ღამდებოდა... ნელნელა ილეოდა დრო, თითქოს აღარც კი შემომრჩენიაო. -რომ წავიდე რა მოხდება?! ვერაფერი წარმოეთქვა ჩემს მეორე მეს, რომელიც მხოლოდ მაშინ ალაპარაკდებოდა ხოლმე როცა ჩემი გარეგნული მე უბრალოდ სიტყვები გამოლეული ელოდა თემის გადატანას. ამჯერად კი ეს უნამუსო ისე ალაპარაკდა არც კი დამიჯერა. -თუ მოკვდები... არაუშავს. ჩაეცინა. იცოდა ალბათ ჩემი გულცივობის ამბავი.გავატარეთ ღამე, გადიოდა დრო და ჩვენ ორნი ისევ აქ იმ უღრან ტყეში ვიყავით ჩვენი ფურგუნით. სიჩუმე ხან გვიგიჟებდა ხან კი გვინადგურებდა გრძნობებს. არეულმა ფიქრებმა კი დაიწყეს კიაფობა ცის მშვენიერ ფერდობზე. ძალიან ბნელოდა. გზად აღარაფერი მოჩანდა. ფურგუნი მიხოხავდა გრძელ, საშიშ გზაზე ტყიდან თავის დასაცავად რომ დაეგოთ ალბათ. ერთი სამყაროდან მეორეში როგორ გადავედი ეგეც კი ვეღარ შევნიშნე. ამ რეალობიდან თეთრ აყვავებულ მინდორზე დავაბიჯე ფეხი. მზე ისე ამოსულიყო და ისე ანათებდა არემარეს თითქოს ნყველაფერს გადაწვავსო. თუმცა არა. მციოდა... ეს სხივები ჩემს კანს ვერ ეხებოდა. დავიარებოდი აქეთ იქით. დავბორიალობდი ისე როგორც გიჟი ოთხ კედელში გამომწყვდეული, თუმცა მშველელი?! მაინც არავინ იყო. ვიღლებოდი განზომილებიდან განზომილებაში გადასვლით. ბოლოს კი დავეცი. გულიდან ის სინათლის სხივი ამოდიოდა რომელსაც მანამდე ჩემს კანამდეც კი ვერ მოეწია. სული მხდებოდა და უეცრად: გაჩერდა... თვალების გახელვა არ შემეძლო ბოლომდე. მაგრამ მესმოდა რამდენიმე სიტყვა რომელსაც ექიმი ექთანს ეუბნებოდა. -დააჩქარეთ, დააჩქარეთ ოპერაცია, პაციენტს ვკარგავთ. და მოისმა უცხო შემზარავი ხმა რომელსაც თითქოს შიში ერია. -საათი? -გათენებამდე დარჩენილია 16 წუთი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.