შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადი შენს გარეშე !


12-04-2016, 22:37
ავტორი ჩოჩიევა
ნანახია 1 756

და ისევ ისე მოვიდა გაზაფხული გი... ისევ ჩაიცვა ბუნებამ გრძელი, ყვავილებიანი კაბა. აჭრელებული სამოსით განაგრძობს ხალხი სიარულს. მე კი ისევ შავთეთრად ვხედავ სამყაროს. იმ სამყაროს საიდანაც წაგშალა დრომ. წაშალა ღიმილი, ნამდვილი ღიმილი. ახლა ნიღბებს ვეფარები ისე როგორც ბავშვობაში ჩვენ ერთმანეთს თამაშის დროს. გახსოვს?! პირვლად რომ დამინახე, მე შემრცხვა და თავი დავხარე. ყოველი შენი მზერის მეშინოდა. მაშინებდა შენი სიყვარულის და არა მკაცრი გამოხედვის.
რვა თვის წინ გახსოვს! რომ შემომხედე. ქარს აეწეწა თმა და კაბაც ფრთხებოდა ნიავის ფონზე. თითქოს ყოველდღე გხედავდი. ახლაც ისეთი მელანდები როგორიც იყავი და არა ისეთი როგორადაც იქეცი დღეს...
-მიყვარხარ...
მიყვარხარ ყველა მზერის, გამოხედვის შემდეგ ამ ექვს თვეში რომ მიმაჩვიე. მიმაჩვიე ტირილს, მარტოობას. უსულდგმულო გოგონად მაქციე. გადიოდა წუთი, დღე, კვირა და თვე...
გელოდი...
ველოდი შენს დანახვას, ერთ თბილ მოკითხვას მაინც. ხელიდან გამიფრინდა ბედნიერება. ბედნიერება იყო შენს ყოველ ჩახუტებაში და კოცნაში.
რატომ არ გახსოვს გი?! ის თმა რომელსაც მხრებზეგადამიწევდი ხოლმე. ის გოგო შენი შენელებული გულის ფეთქვა რომ ესმოდა. ის გოგო შენს მკერდზე რომ პოულობდა შვებას.
გამიხსენე რა... გამიხსენე თუნდაც ერთი წუთით. გაიხსენე ყველა კარგი გრძნობა და არა გულისამრევი, ტყუილებით მოფენილი ბოლო ერთი კვირა.
ახლაც ვდგავარ ფანჯარაში. ვუყურებ როგორ "ეკაიფება" მთვარე ვარსკვლავებს. ვუყურებ როგორ იძინებს ქალაქი და მეც ნელნელა ვყუჩდები საწოლის გვერდით. სიზმარში მაინც გნახო, აქ დაკარგულო. დღესაც დაგინახე იცი?! თავიდან ამეტირა, შემდეგ კი უბრალოდ გამეღიმა.
ექვსი თვე... არცერთი დღე, არცერთი წამი უშენოდ. და მაინც:
თუ სიყვარული მასწავლე ადამიანო,
დავიწყებაც მასწავლო იქნებ.... !



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent