კიკაურებში ნაპოვნი სიმსუბუქე
ახლაც ჰამაკში ვწევარ და წინ გადაშლილ ხედს გარინდული შევყურებ, მისით ბოლომდე ვივსები, სიო თმას მიწეწავს, მერე ნისლში ვიძირები და მაინც თვალწინ მიდგას ჩემი სოფლის უკანა ეზოდან გადაშლილი სიცოცხლით სავსე, მაგრამ უძრავი ხედი. გამაჟრჟოლა კიდევ ერთხელ იმის გახსენებაზე , რომ ჩემი ფესვები აქედან მოდის და ჩემი ბედნიერი წუთების უმეტესობა აქ რომ მქონდა გატარებული. ვგრძნობდი, რომ ძლიერად მიყვარდა ეს მიწა და მისი დაუვიწყარი სურნელი, დრო, რომელიც ჩემს გულს ისარივით ერჭობოდა და აქ დარჩენას ლამობდა . დიდი ფუმფულა ძაღლი და მისი სიკეთით დამთბარი თვალები საუკუნედ რომ ჩაებეჭდა ჩემს თვალებს... ბებია და ბაბუა მათი თბილი ჩახუტებით მთელ გულში და გონებაში ყველაზე ძლიერად მაქვს ჩამებეჭდილი... მენატრება გაუსაძლისად , არა ამქვეყნიურად და დღეს ვახელ თვალებს და ვგრძნობ, რომ აღარ ვარ ისევ ისეთი მთელი, როგორც მაშინ მენატრება მათი სითბო და მათით დამთბარი რაჭის სახლი, ყველა ერთად რომ ვიკრიბებოდით... ცრემლი და ტაოს დაყრა ტანზე ქარბორბალასავით უეცრად ვიგრძენი, მერე გამაკანკალა და ტუჩი ამითრთოლდა. თითქოს ჩემს " ცხრა " სიცოცხლეს ერთი, ძარღვის შეუტოკებლად მოაწყდა . სიცარიელე დამიტოვა, გული ამიჩქარა და ძილ-ბურანში მყოფი სულ გამომაფხიზლა. მერე ნელა მოქანავე ჰამაკიდან ფეხი დაუფიქრებლად გადმოვდგი , გავიქეცი... გავიქეცი კიკაურებში და შუა მინდორში მთები რომ შემოკვროდა კარგი მცველივით, დაუფიქრებლად დავწექი ზურგზე . ერთი სიცოცხლით სავსე წუთი ღრმად ვსუნთქავდი იქაურ ჰაერს, გავყურებდი მთებს, ლურჯ სივრცეს და მისი სილამაზით მოხიბლული განაბული ვაცეცებდი თვალებს. მერე, კი კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიმსუბუქე და ამოუხსნელი სიყვარული ამ ადგილისადმი და საბოლოოდ ჩავიძირე მონატრების მორევში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.