26/03/2016
26/03/2016 -ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო? -მაშინ მე და შენ არ იქნებოდა, არც ცალ-ცალკე და არც ერთად -იქნებ მასე უფრო იოლი ყოფილიყო? -ნუთუ ნანობ? -არ შემიძლია? -მაოცებ ! -მიხარია, მაგრამ მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს -ხანდახან მგონია, რომ არც არასდროს ჰქონდა ჩემს არსებობას შენთვის რაიმე მნიშვნელობა... -ჩვენს წარსულს ამით შეურაცხყოფას აყენებ -წარსულს... რა შეგვეშალა? -არაფერი.. სწორედ, რომ შეუცდომლობამ მოგვიყვანა აქამდე... ცალ-ცალკე -იქნებ თავიდან გვეცადა? -სხვანაირად ვერ ვცდით, ისევ იგივე ბოლო ექნება ამ მცდელობასაც -არ მჯერა !!! იქნებ შევძლოთ მომავლის შეცვლა -არ ღირს მოვიქცევი ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, შენ მოიქცევი ისე როგორადაც შენი მორალი გიკარნახებს და საბოლოოდ მივიღებთ ისევ ისეთ ურთიერთშეთანხმებულ თანაზიარობას, რომლის აღდგენაც ახლა გვინდა და რა იქნება მერე? ისევ თავიდან დაწყებული მცდელობათა ჯაჭვის გაგრძელება და მცდელობაში გალეული ცხოვრება? -როგორ არ მემეტები... -ჰმ, შენ მე კი არა შეხმატკბილებული ურთიერთობა არ გემეტება, რადგან მაშინ გრძნობდი თავს ბედნიერად და დაცულად, ეგოისტობ... -შეიძლება, მაგრამ... -გეყო წყლის ნაყვა ! ჩვენ ზედმეტად იდეალურ სამყაროს ვქმნით ჩვენთვის, რომელიც ჩვენვე გვანადგურებს თავისი ამოუცნობობით და სიკარგით, ვერც ვიგებთ ისე ვიკარგებით და ეს მე არ მინდა... -ანუ? მე ჩემი გზით წავალ შენ შენით ხომ? -ხომ... -მიჭირს... მე ვერ დაგივიწყებ და შენც ნუ ეცდები დამივიწყო.... რაღაც ადგილი უნდა გაგვაჩნდეს ერთმანეთში. მე ვერ შევძლებ თავიდან ამოვიგდო შენი თვალები, ვერ შევძლებ დავივიწყო რა გიყვარს შენ, როგორ გატაცებით წერდი, მთელი მონდომებით ჩაკირკიტებდი საბეჭდ მანქანას და შეუჩერებლად ბეჭდავდი შენს ფიქრებს... ვერ დავივიწყებ შენს მანერებს, როგორ იჭერდი სიგარეტს ხელში და შეიძლება ერთი ნაპასიც არ დაგერტყა, მაგრამ წყნარდებოდი... უბრალოდ ვერ შევძლებ ყველაფერი თავიდან ამოვიგდო -ერთ დღეს ორივე შევძლებთ ყველაფრის დავიწყებას, ერთ დღეს მოგონებებს როცა ამოქექავ , მეც გამიხსენებ არაცნობიერის რომელიღაც კუთხიდან, უბრალოდ არა ისე როგორც ახლა... -კარგი... აღარ მინდა გნახო... -არც მე მინდა შენი ნახვა -ანუ მორჩა. -მშვიდობით! ზამთრის გამყინავი ქარი და თეთრი მოფარფატე ფიფქები გარს უვლიდა ჩემს სხეულს, ფიფქები სწრაფად თმობდნენ ასპარეზს ჩემს კანზე და ამაზე სულაც არ ვფიქრობდი ახლა... სიცივეს სიბნელე ემატებოდა და ორი ჩემთვის აუტანელი უკიდურესობა ერთმანეთნი არეული საშინელ კომპოზიციას ქმნიდა.... ჩაბნელებული ქუჩა... მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა და უსიამოვნო შეგრძნება მივლიდა თმის ღერიდან ფეხის ტერამდე... ვიხსენებდი წლებს, როდესაც მასთან ერთად დავდიოდი აქ, ოღონდ მაშინ ნათელ ქუჩებში. ვიხსენებდი და ისევ მეუფლებოდა მონატრების მწარე სევდა, უმისობა ნელ-ნელა მაცარიელებდა.... თავად ასრულებდა დაპირებას და მას შემდეგ არასოდეს მინახავს, ხუთი წელი გავიდა და ისევ მოგონებებს ვქექავ, ისევ იმავე გრძნობით ვეძებ გამართლებას, ეგონა დავივიწყებდი, მაგრამ... მეც მეგონა.... -ღამით სეირნობა როდიდან დაიწყე? -მელანდები ხო? -კითხვაზე მიპასუხე -მას შემდეგ რაც მე და შენ დავამთავრეთ. მე შევიცვალე, ფიქრს შევეშვი დაგივიწყე -თავადაც არ გჯერა რასაც ამბობ და მე მატყუებ? -ნუთუ ახსოვს რისი მჯერა და რისი არა? -მეც ეგ მიკვირს... რატომ მახსოვს -იპოვე ისეთი ბედნიერება როგორსაც ეძებდი? რომელიც არ განადგურებს? -არც მიძებნია -მაშინ რა საჭირო იყო ეს ხუთი წელი მალვა? -მე არსად დავმალულვარ და ეს შენც კარგად იცი -ხანდახან მგონია რომ აღარაფერი აღარ ვიცი, რას ელი ჩემგან? -მინდა რომ ვცადოთ, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მოვალთ ამ წერტილამდე, მაგრამ გპირდები მე აღარ დავამთავრებ და არ დავსვავ წერტილს.... ვიცი შეიძლება შენ პრინციპებს აყვე და ჩემი მხრიდან ასეთ შემოთავაზებას არ ელოდე, გავიგებ თუ უარს იტყვი მაგრამ არ მოგცემ მაგის საშუალებას... -ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო - თქო რომ გითხარი გახსოვს რა პასუხი გამეცი? -ჩვენ შეგვიძლია ისევ გახდეს ერთიანობა და არა ცალ-ცალკე მოსიარულე უსულო ხორცი... -არა, ყველაფერი სხვაგვარადაა, ამიტომ გაგახსენებ შენს სიტყვებს ასეთ შემთხვევაში რა არის ბოლო: ,,მაშინ მე და შენ არ იქნებოდა, არც ცალ-ცალკე და არც ერთად“ ასე, რომ ჩვენ ჩვენ არ ვართ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.