ვერ ნათქვამი სიტყვების დარად!!!
ვერ ნათქვამი სიტყვების დარად!!! საღამოჟამს ქუჩაში მივსეირნობ ნელი ნაბიჯით, მსიამოვნებს დატვირთული დღის შემდეგ ადამიანების ჩუმ-ჩუმად დაკვირვება ამ დროს ჩემი თავი ჯაშუში მგონია, თითქოს მათ დაუკითხავად მათი ცხოვრების ნაწილი ვხდები და ვიპარავ მათ გრძნობებს, წარმოვიდგენ რას უნდა აკეთებდეს თითოეული მათგანი, რა უნდა იყოს მათი ცხოვრების მისია, მიზანი და ის მოტივატორები რაც მათ აძლევთ ძალას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი აქტიურები და მიზანსწრაფლები იყვნენ. შევთხზავ თითოეული მათგანის მოკლე ისტორიას და შემდეგ ჩემ ფანტასტიკურ წარმოდგენებზე თავადვე მეცინება. მე თუ მკითხავთ ეს ყოველივე საუკეთესო თერაპიაა ყოველგვარი სტრესის მოსახსნელად. ამ დროს ხვდები რომ შენ არ ხარ ერთადერთი რომელსაც მძიმე ჯვარი ერგო, თითქოს გრძნობ რომ ამ სიმძიმეს ყველა ერთად ატარებთ და განცდები ოდნავ მაინც გიმსუბუქდება. ეხლაც მორიგი ჯაშუშის როლს ვთამაშობ და ერთ-ერთ ადამიანზე გავამახვილე ყურადღება, ჩემდა უნებურად შევცბი, რადგან ზუსტად იგივე ამოვიკითხე მის ჩემსკენ მომზირალ თვალებში. ვიგრძენი რომ რასაც მილიონობით ადამიანიში დავეძებდი ყველა განცდას ამ ერთ ადამიანში მოეყარა თავი. თითქოს სამყარო გაჩერდა და მხოლოდ ჩვენი სულები საუბრობდნენ და უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს, თითქოს ორი მსგავსი სული, მსგავსი არსება სწორედ იმისთვის დაბადებულა და უცხოვრია ამ ქვეყანაზე რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ. ისეთი გრძნობა დამეუფლა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაც დიადს ვეძებდი და ეხლა ვიპოვე, ერთიანად მოვეშვი, დავმშვდდი და ჰარმონია დაესადგურა ჩემს სულს და გონებას. ეს ყოველივე რაღაც არა ამქვეყნიურს გავდა, თითქოს სხვა სამყაროში გავფრინდით და დავნავარდობდით, ვიდრე ამ ცხოვრების ამაოებით დამძიმებულმა ქალმა მხარი არ გამკრა და არ მომაძახა: „რა შუა გზაში მოგინდა გაჩერება? გაიარე!“ შემცბარმა, ჩემს გონებაში მომხდარი რევოლუციით დამძიმებული თავი დავხარე და სწრაფი ნაბიჯით წავედი იმ ადამიანის საპირისპირო მხარეს, მინდოდა რაც შეიძლება შორს წავსულიყავი, რადგან ეს ყოველივე ჩემთვის შეუცნობელი იყო და მეშინოდა თვალი გამესწორებინა სიმართლისათვის. ხალხის ნაკადი როგორც იქნა გავიარე და დამშვიდებული იმით რომ სამშვიდობოს გამოვედი და შემძლო მშვიდად მეფიქრა, თუ რა იყო ეს გრძნობა რამაც ასეთი ქაოსი გამოიწვია გონებაში. სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე წავედი უკან ფანჯარასთან გავიკეთე ყრსასმენები და ბოლო ხმაზე აუწიე კომპოზიციას, მეგონა ჩემ ფიქრებს გადაფარავდა და ცოტა ხნით მაინც დავისვენებდი ამ გრძნობის გაანალიზებისაგან. ფიქრებს გაურბოდი არ მნდოდა მეღიარებნა რომ ეს ნამდვილად სიყვარული იყო რომელიც ასე მაშინებს და ლამის ნიჰლიზმამდე მივყავდი. მეშინოდა რომ იგი უსაძღვრო ტკივილს მომიტანდა რაც ასე მძაფრად არის აღწერილი წიგნებში. მე ხომ გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა რომ სყვარული ის უზენაესი გრძნობაა რომელსაც შეუძლია უსაზღვრო ბედნიერება მოგანაიჭოს ტკივილის გარეშე რომ იგი იდეალურია და თან არ ახლავს ყოველივე ამ ქვეყნის ამაოება. მე კი არ მინდა ისეთი სიხარული რამაც შეიძლება უფრო მეტი ტკივილი მომიტანოს. ალბათ რაც უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება სიყვარული მით უფრო მეტი ტკივილის მომტანი იქნება. მიჯობს ორივეზე უარი ვთქვა. მაგრამ ვაი რომ ძლერი გრძნობა არ ემორჩილება ჩვენს განკარგულებას. თავი დავიმშვიდე იმით რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი და ცოტა ხანში სხვა ჯაშუშური ისტორიებივით დავიწყებას მიეცემოდა. გავაჩერებინე სამარშრუტო ტაქსი, კარის მისახურად მივბრუნდი და დავინახე იგივე თვალები. ჩემმა გონებამ ამდენს ვერ გაუძლო და ბურანში გავეხვიე. როდესაც თვალი გავახილე და დავინახე მივხვდი რომ რეალობას ვეღარ გავექცეოდი თვალები დავხუჭე და დავიწყე გეგმის დასახვა თუ როგორ დამეღწია არსებული მდგომარეობიდან თავი. მან სკამი ახლოს მოსწია და დაიწყო ჩუმად ჩურჩული: -ყოველ ადამიანში შენ გეძებდი და აი გიპოვე. არ დაუშვებ ისევ დაგკარგო, როგორ მიგახვედრო ამ ყოველივეს, ეს ხომ არარეალურია არ დაიჯერებ ერთი ნახვით თუ შეიძლება ადამინის შეყვარება, მთელი მისი სულიერების შეგრძნება, თითქოს შენი ცხოვრების ყოველი წამი მის გვერდით გაგეტარბინოს, მისი ყოველი საიდუმლო იცოდე, თითქოს მის გულში დაიდე ნავსაყუდელი. როგორ? როგორ? მიგახვედრო ამ ყოველივეს ნუთუ მართლა რეალობაა? თუ ეს ნამდვილი სიყვარულია ალბად ცხოვრება მოგვცემს მეორე შანსს. მაგრამ.. არა! არა! არ შემიძლია შენი გაშვება!... ადგა გავიდა მეორე ოთახში უცებ ავდექი და გავიფიქრე ჩუმად გავპარულიყავი, მან დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა - თქვენ ისევ სუსტად ხართ ჯერ უნდა იწვეთ. - არა სასტიკ უარზე დავდექი- მტკიცედ გადავწყვიტე არ დამეთმო. - კარგი მაშინ ერთ ჭიქა ჩაიზე ნუ მეტყვით უარს, დაგამშვიდებთ და ძალას მოგცემთ. ისეთი სახით ამბობდა უარი ვერ ვუთხარი. ისე სწრაფად დავლიე ცხელი ჩაი ერთი კვირა პირი ვერ მოვირჩინე. ავდექი კარისაკენ წავედი მადლობის სათქმლად მოვბრუნდი მან მკლავში ხელი მომკიდა და მთელი გრძნობით სასოწარკვეთილი არაამქვეყნიური ხმით მითხრა: ‘’არ შემიძლია შენი გაშვება’’ და გულზე მიმიკრა. ჩახუტებით ჩვენი სულები გავცვალეთ და მათ სამუდამოდ დაიმკვიდრეს მყუდრო სასუფეველი. ავტორი: ვ.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.