შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრები, ფიქრები, ფიქრები...


23-04-2016, 11:13
ავტორი ელისაბედიი
ნანახია 1 698

მე ის შემიყვარდა. ჰო, მართალი ხართ ცოტა არ იყოს მეც მეუცხოება ასეთი დასაწყისი, მაგრამ მართლა შემიყვარდა და უეცრად, სრულიად უჩვეულოდ. თქვენ რომ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ ჯობია, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო, როგორც ხდება ხოლმე. მე ვარ ელისაბედი 16 წლის, მეათე კლასის მოსწავლე, თუმცა ამას ხომ თავისთავადაც მიხვდებოდით. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჩვეულებრივი ცხოვრებით, მაგრამ მინდა რომ ჩემი ცხოვრება არაჩვეულებრივად ვაქციო, თუნდაც ჩემს ფიქრებში მაინც.
–შვილო, ადექი სკოლაში არ დაგაგვიანდეს.
ისმის დედაჩემის ხმა, მაგრამ მინდა, რომ არ მესმოდეს. რატომ? სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, თუ არა სკოლაა. ძალიან მიჭირს ამ დროს ძილთან განშორება, მაგრამ თავს ვაძალებ და მაინც ვდგები, სხვა გზა ხომ არაა.
სკოლაში ფეხით დავდივარ, არ ვიყენებ სკოლის ტრანსპორტს, ასე მირჩევნია. ჩემი ყურსასმენებით მივდივარ სკოლაში და კარგი განწყობით ვხვდები ახალ დგეს, ამაში კი ხელს მუსიკა მიწყობს.
–ელისაბედ, როგორც იქნა მოხვედი– ეს ჩემი საუკეთესო დაქალის ხმა იყო, ბარბარე რომელიც ყოველ დილით მელოდება ხოლმე სკოლაში, რათა მახაროს მისი საყვარელი ფეხბურთის გუნდის მოგების ამბავი ან წაგების. თუმცა, უმჯობესია არ ნახოთ ის ასეთ დროს, ის ხომ ვერ იტანს წაგებას.
ძალიან ბევრს ვფიქრობ, იმაზე ბევრს ვიდრე საჭიროა. ფიქრი ყველგან და ყოველთვის მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ღამით. ყველაფერზე ვფიქრობ ზოგადად, მაგრამ ამოჩემებაც ვიცი ხოლმე, მაგრამ დავიწყებაც. ჰო, დავიწყებაზე ცუდი რამეები მახსენდება, მაგრამ ამაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, მე ხომ მინდა ჩემი ცხოვრება არაჩვეულებრივი და პოზიტიური იყო, ნეგატიური ისტორიებით კი ამას ვერ შევძლებ.
ახლა კი დროა მცირე, რამ ჩემზეც გაიგოთ. ვცხოვრობ თბილისში, პატარა მყუდრო ბინაში დედისერთა ვარ, ერთ მხრივ კარგიცაა ეს, მეორე მხრივ კი ცუდიც. არ მყავს და ან ძმა, რომელსაც გავუზიარებ ყველაფერს, მაგრამ ხომ მყავს საუკეთესო მეგობარი ბარბარე. ჰო, როგორც ასეთი ყველა მიცნობს, მორცხვ გოგონად, სიმართლის ნაპერწყალი ნამდვილად არის ამაში რაღაც. სკოლას არასდროს ვაცდენ, ალბათ იფიქრებთ, რომ ვაბუქებ, მაგრამ ეს მართლაც ასეა. ალბათ, ერთ დგეს, რომ გავაცდინო ჩემი კლასელები, ამას მსოფლიოს მერვე საოცრებად ჩათვლიან. არ მიყვარს ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი, ამიტომ აქ შევწყვეტ. ჩემი ცხოვრება მგონი იცვლება, რადგან გავიცანი ის, აი ის სულ თავიდან რომ გიხსენეთ. რომ წამომცდა შემიყვარდათქო...



№1 სტუმარი Black

Mnaxvelebshic ki pirveli var..es chanaxatia tu istoria?rac aris kargia magram gagrdzeleba uweria chemi dis mosaxelev:D?

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent