ჯადოსნური ღამე
თოვდა, ისე ლამაზად თოვდა ,რომ სული შეგეკვრებოდათ დიდხანს რომ მიგედევნებინათ თვალი. იდეალური საღამო იყო პირველი იანვრისთვის. ცოტაც და თოვლის საფარი მუხლის სიმაღლეს მიაღწევდა. ამ სითეთრეში ორი შავი წერტილი მოჩანდა, სილუეტები ხელჩაკიდებული მოდიოდნენ, უფროსწორად ხელკავი ჰქონდათ გაყრილი, აშკარად თავის შემაგრებას ცდილობდნენ. გოგონას გაშლილი ხვეული თმა თითქმის აღარ ჩანდა, თოვლი ჭაღარასავით შეპარვოდა მის სქელ, მშვენიერ კულულებს. ბიჭი კი ქუდში შემალვით ცდილობდა თავი დაეცვა ამ ანცი ფიფქებისგან , რომლებიც მაინც ახერხებდნენ და ტუჩებს უნამავდნენ. გოგონა წაბორძიკდა, სასმლით აფორიაქებული სხხეული ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, თან ასეთ ამინდში ისედაც ჭირდა სიარული. რეაქციამ არ დააყოვნა, ბიჭის ხელი წელზე შეუცურდა და იმედით სავსე ღიმილი მიიღო, თითქოს ღიმილი განაცხადი იყო, ახლა უსაფრთხოდ ხარო. გოგონამაც შეაგება ბედნიერი სახე და ანთებული თვალები. ოხ ეს თვალები რამდენს ყვებოდნენ, თუმცა მგონი ვაჟს კარგად არ ესმოდა მათი ენა. მიაბიჯებდნენ და იფიქრებდით ღრუბლებში მიდიანო. სიჩუმეს ფეხსაცმლის ქვეშ მტირალი თოვლი და გოგონას გაუჩერებელი ტიტინი არღვევდა. განსაკუთრებულ არაფერს ყვებოდა, მათ მრავალწლიან მეგობრობას იხსენებდა, ჩხუბს, გაბუტვას, სიხარულს. ეს ყოველდღიური წვრილმანები მისთვის მთელი ცხოვრება იყო. ისეთი ემოცია იგრძნობოდა ხმაში... სიტყვებს ბიჭი ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ კი სერიოზულად პასუხობდა. გონება მოგონებებს მოეცვა. თვალწინ მრავალი სცენა გაცოცხლდა ერთგან მასწავლებლიდან მომავალნი ერთმანეთის გაბრაზებას ცდილობდნენ, ან ისხდნენ და საათობით განიხილავდნენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ანდაც უფრო ძველი ზმანება გამოჩნდებოდა სადაც ერთად თამაშობდნენ. ციოდა, ძალიან ციოდა. თუმდა ისინი ბუნების ძალას ეწინააღმდეგებოდნენ და თამამად ადგამდნენ ნაბიჯებს. მათი სიცილი ჰაერში იფანტებოდა და დარწმუნებული ვარ ზეცამდე აღწევდა. სახლს უახლოვდებოდნენ, შესვლა კი არცერთს უნდოდა. დროის გაწელვის მიზნით ისედაც ნელი სვლა უფრო შეანელეს. ლამპიონთან მიახლოვებისას გოგონას რამდენიმე წლის წინანდელი ღამე გაახსენდა, მაშინაც თოვდა ოღონდ იმ განსხვავებით რომ მარტო იყო. სინათლეზე ფიფქები ულამაზესი იყო, ზუსტად ბიჭის სახლის წინ იდგა და გულში ბრაზობდა, არ უნდოდა ცალად ყოფნა. იცოდა ამ დროს მეგობარი უკეთეს ადგილას იყო , მაგრამ ეგოისტურად უნდოდა მასთან. თავისი ფიქრები ხმამაღლა გააჟღერა , მხოლოდ ნაკლები სიმძაფრით გამოხატა ის მონატრება, რომელიც მაშინ გულს უღრღნიდა. ეზოში შევიდნენ, გოგონა თოვლში მოკალათდა და ბიჭსაც მოუწოდა, უფრო სწორად ისე სთხოვა დამჯდარიყო, სხვა გზა არ დაუტოვა. ასე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისევ კაცურმა მზრუნველობამ იჩინა თავი და ფეხზე წამოაყენა. ზურგით მდგომს წელზე მოხვია ხელები და გოგონაც დაიძაბა, პირველი შემთხვევა იყო მათი ასეთი სიახლოვის. თავს კარგად გრძნობდა, უბრალოდ კარგად კიარა, ერთმანეთში იყო შერეული მყუდროება, სითბო, სიყვარული. პარალელურად ლაპარაკობდნენ მაგრამ ემოციები გამძაფრდა, როცა იგრძნო როგორ შეეხო ბიჭი ცხვირით თმაზე და მთელი არსებით შეიგრძნო სურნელი. თმა მეორე მხარეს გადაუწია და საუბრის მოწონების დასამტკიცებლად ლოყაზე აკოცა. ისეთი რბილი, ჰაეროვანი კოცნა იყო, ვერნაირ უარყოფითს ვერ მოუძებდნიდით. ხელები უფრო ძლიერად მოხვია, თითქოს ისაკუთრებდა, ან სულაც უნდოდა ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ. ეს არ იყო მათთვის ჩველი ჩახუტება, ეს რაღაც სხვა იყო. უფრო ძლიერი. გრძნობებმა ზენიტს მიაღწიეს როდესაც ტუჩები ყელს შეეხო, გარშემო ყველა და ყველაფერი გაქრა. ორი აძგერებული გულის ხმა ისმოდა. ბიჭმა ღაწვიც შეიგრძნო , ცივ , გლუვ კანს ეფერებოდა და სურნელით ტკბებოდა, ყოველ წამს გონებაში ინახავდა. რა იყო ეს? ალბათ ჯერ თვითონაც არ იციან. იქნებ ეს გრძნობის გაღვივება იყო, რომელიც წლებია მათ გულებს ეპატრონება და ხილული მხოლოდ ახლა ხდება. აქამდე ვერ შენიშნეს, ან არ აძლევდნენ თავს უფლებას ამით დამტკბარიყვნენ. რა მოხდება შემდეგ? რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ჯადოსნური ღამე მათ ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს, ყოველთვის გამოიწვევს იდუმალ ღიმილს. აი თვალები კი ალბათ ისევ სიმართლეს იტყვიან. მთავარია ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ერთ ენაზე იმეტყველებენ, დანარჩენი თავისით მოხდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.