შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელი, ელი, ლამა საბაქთანი?


1-05-2016, 04:54
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 443

„ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა და ისიც ჯვარზე გააკრეს“
ფრიდრიხ ნიცშე

მე, უღმერთო და ყოველგვარი ზებუნებრივი ძალის უარმყოფელი, ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ, ვინაიდან და რადგანაც სულმოუთქმელად ველი დღეს, როცა ქრისტიანი ნებას იბოძებს და გაეცნობა ქრისტეს ცნებებს. თავსაც კი გავწირავდი, ოღონდ დაგვეჯერებინა ქრისტესთვის, რათა ადამიანს ადამიანისთვის აღარ მოეკითხა სოციალური მდგომარეობა, რასა თუ რელიგიური აღმსარებლობა. სათანადოდ გაგვეაზრებინა, რომ ყველანი ერთნი ვართ ქრისტე იესოში, და მე მოვკვდებოდი. ჯვარზე გავეკვრებოდი და ბედნიერების ცრემლსაც კი დავანახებდი ჩემს მწამებლებს, ოღონდ ქრისტიანი ქრისტიანი ყოფილიყო; ოღონდ დაგვეწვა და გაგვენადგურებინა ძველი აღთქმა, რომელიც თითქმის არავის აქვს წაკითხული და მაინც წმინდა წიგნად თვლიან. მთელი არსებით გვეღიარებინა თანასწორი უფლებები და არ ჩაგვექოლა ის კაცი თუ ქალი, რომელმაც ქრისტეს წინაშე შესცოდა. ჩვენი მუცლების ამოვსებისთვის განწირული ცხოველების სისხლი, აღარ შეგვეწმინდა ქრისტე იესოზე, რადგან ჩემი ღმერთი, უდავოდ ჩემზე ჰუმანურია, მე კი, რაოდენ არასწორიც არ უნდა იყოს, ადამიანებზე მეტად ცხოველები მხიბლავს... ქრისტეს ჰუმანურობას კი ყოველთვის ქრისტიანები უარყოფენ... უფრო სწორად კი ანტნიქრისტიანები, მაგრამ მათ ეს არ იციან. დაუწყიათ ქვების სროლა და სულ გადაავიწყდათ, რომ ქვა პირველმა უცოდველმა უნდა ისროლოს. გადაავიწყდათ პროცესია, რომელიც სიყვარულის ღმერთს ფურთხებით აცილებდა გოლგოთას მთამდე, და ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბავშვების წინაშე, სასტიკად გასწორებიან იმ უმრავლესობას, რომლებიც უბრალოდ თავისუფლებას მოითხოვდნენ. ქრისტესავით ვაწამებთ ადამიანებს და ჭეშმარიტებას კიდევ უფრო დიდ ბზარს ვადებთ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენნაირი ღორები გამოდგნენ. ყოველწლიურად ველოდებით ცეცხლის გარდმოსვლას, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ სასწაულებში, მე კი ვამბობ, რომ ქრისტეს საძიებლად არ მჭირდება არანაირი ზებუნებრივი მოვლენა, რადგან ის, ღმერთი და ამავდროულად ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემშია. ის ფილოსოფიაა და აღარ მჭირდება ბინძური რელიგიები, რომლის სახელითაც მილიარდობით ადამიანის სისხლით გაიჟღენთა დედამიწა. აღარ მინდა არაფრის მმცოდნეების შექმნილი ბოროტება, რომელსაც ჩემს სიყვარულის ღმერთს აწერენ. აღარ მინდა უთანასწორობა და გონიერი არსების სამზარეულოში მიბმა. სრულ თავისუფლებას მოვითხოვ, რადგანაც ყველაზე წმინდა ეს მოგვცა ქრისტემ. კიდევ, არ მინდა სანთლები და ის ნახატები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლებად გვაქცევს. ნუთუ სადმე დაწერილა, რომ ღმერთი არასულიერებაში უნდა ვეძებოთ? ნუთუ ჩემში არ არის ქრისტე? ნუთუ შუამავლები მჭირდება ქრისტესთან დასაკავშირებლად? არა, არა და არა. რომც ვცდებოდე, და ეს ვიცოდე დარწმუნებით, მაინც იმავეს ვიტყოდი, რასაც ვფიქრობ. მაინც არ გავაღმერთებდი ადამიანებს და მაინც არ ვიტყოდი ვინმეზე, რომ წმინდანია, რადგან ღმერთმმა, ადამიანობა ისურვა და ადამიანივით მოკვდა კიდეც. სრული სიწმინდე მოგვივლინა როცა ის ჯვარზე გააკრეს და დაგვიბარა კიდეც სიტყვები, რომლებიც გასხივოსნებაში დაგვეხმარებოდა, მაგრამ ჩვენივე უცოდინრობა დაბადა ვითომ ცოდნა, რომ მე უნდა შევიზიზღო კაცი, ვინც კი ქრისტესგან შორს იქნება. ქრისტესი კი არა, იუდეველი შეშლილების მოსმენა დავიწყეთ, რომლებიც წერდნენ: მოკალით ყველა უღმერთო, – კაცი იქნება ის თუ ქალი. არადა, ქრისტე მაგდალინელს ეფარება და მზადაა, რომ ადამიანების ხელით ჩაიქოლოს. ღმერთი მზადაა, რომ ადამიანის ხელით მოკვდეს. დიახ, ღმერთი მზადაა თქვენ ნასროლ ქვებს გადაეფაროს და ხელმეორედ ეწამოს. ჩემი ღმერთი მზადაა ისევ განიცადოს ადამიანური ტკივილი. ჩემი ღმერთი მზადაა, რომ თქვენც შეგიწყალოთ. მე გეუბნებით, სულ რომ სიყვარული არ იყოს თქვენში, სულ რომ კაცის მკვლელად დაბადებულიყავით, ქრისტე მაინც შეგიწყალებთ, რადგან ის საერთოდ არ გგავთ თქვენ. დაე ჩაქოლეთ ყველა, მუსლიმები, ბუდისტები, იუდეველები, ათეისტები, ოღონდ სიტყვა არ დაგცდეთ, რომ ამას ქრისტესთვის აკეთებთ. , რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის არ არსებობს ამაზე დიდი შეურაცყოფა. თუ გინდათ მაწამეთ იქამდე, სანამ მკრეხელად არ მაქცევთ, ამას ავიტან, მაგრამ ქრისტეს სახელით აღარ გარიყოთ ადამიანი. მაგრამ, ხომ ეს არის თქვენი ჭიის გახარება, არა? ტაძრების სისხლით შეღებვა გიყვართ და დაე იყოს ასე. თუმცა ,არსად აღარ წამოგცდეთ, რომ ქრისტიანები ხართ. დღეს ქრისტიანობა საერთოდ აღარ არსებობს, სწორედ ამიტომ მაოცებს წმინდა სამების მიზანი.
ჩემი სარწმუნოება არა რელიგია, არამედ ფილოსოფიაა, რადგან სულაც ვერ ვხედავ ქრისტეში ზებუნებრივ ძალას. ის იმდენად ჩვეულებრივია, იმდენად, რომ მისი შემჩნევა თითქმისდა შეუძლებელია. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც: არაფერია ღმერთზე კოსმიური. წმინდა სამება: ერთში სამნი, როგორც მე, და მეორე „მე“, რომელიც ჩემგან სრულიად განსხვავებულია. ეს კი, გონების გახლეჩვას, შიზოფრენიას ჰგავს. ამიტომაც არაფერია დაუჯერებელი და ზებუნებრივი წმინდა სამებაში, პირიქით, ამაზე მიწიერი არაფერია. ამ თემის გაყოლა ამოგვახსნევინებს, რომ შიზოფრენიკ ადამიანზე ნორმალური, სხვა არაფერია.
ახლა კი, დავუჯეროთ მოსეს, ნოეს, ვინმე შავსამოსიან კაცს, რომელიც ჩვენი შემწეობით ცოცხლობს, პატრიარქს, პეტრეს და პავლეს, და სამარადისოდ დავალპოთ ქრისტეს ის სიტყვები, რომელსაც ჩვენი გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. შევღებოთ კვერცხები და აღდგომამდე არ ვჭამოთ. ჩვენს შვილებსაც შთავაგონოთ: „წესია ესეთი“. და ბიბლია არ წავიკითხოდ, ისე ვიყოთ ქრისტიანები, არაფრის საფუძველზე, ეს კი კარგად გამოგვდის.

„თუ წითელ კვერცხს აღდგომამდე შევჭამთ,
ქრისტე ამას არ გვაპატიებს. ხო, ასე იცის ხოლმე.“
ბ. ლოხიშვილი



№1 სტუმარი Bla

B.loxishvili...is sakmarisad achvenebs tavis zebunebriobas..qriste agsdga!

 


№2  offline წევრი Educated

ელი, ელი, ლამა საბათქანი!

"ელი, ელი, ლამა საბაქთანი?" - ეს რას ნიშნავს?!
შეგიძლია განმანათლო??

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

ჭეშმარიტად ბლექ ;)
ერთი ასო შემეშალა. ისე კი, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4  offline წევრი Educated

ეგ მეც არაჩვეულებრივად ვიცი. მგონია, რომ შენზე კარგად.
ის ერთი ასოც, არ უნდა შეგეშალოს, როცა ასეთ თემას ირჩევ. შეცდომა დაუშვებელია!

 


№5  offline წევრი beqaloxishvili

ძაან მეზარები და გთხოვ რა
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№6  offline წევრი Educated

სასაცილოა.
სიმართლე გეზარება?
კარგი..

 


№7 სტუმარი Bla

H,h..;)......simartle gezareba? Kargi...am sityvebze martla sicili amityda simartle rogor shegezara loxishvilo?nwnw;)

 


№8  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№9 სტუმარი DaTo

eli eli lama sabaqtani ar nishnavs gmerto gmerto rato mimatove me es nishnavs gmerto gmerto male moval igive gmerto gmerto shentan movdivar es ki aris margaluri ena rasac dgevandeli gadmosaxedidan megeuls vedzaxit anu igive lazuri da es aris qristes ena da amitom ar ician iesostan myopma im gvdlebma ras ambobs is radgan es misi enaa da amboben sxva raimes ritac atyueben da amcfuneben qartvel ers ebraelebi dgevandeli ebraelebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent