შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს მყვარებია მშვიდი წვიმა


2-05-2016, 14:47
ავტორი dikunia
ნანახია 2 070

არასდროს მყვარებია მშვიდი წვიმა,ყოველთვის თავსხმას ვარჩევდი.
არასდროს მომისმენია მუსიკა დაბალ ხმაზე,მელოდია მუდამ სხვების ყურამდე აღწევდა.
არასდროს მყვარებია მშვიდად,მუდამ სიგიჟეს აღწევდა გრძნობა.
არასდროს გავჩუმებულვარ,მუდამ ვამბობდი იმას რასაც განვიცდიდი,მერე რა,თუ ამის გამო ბევრჯერ წავაგე.
მონატრება თუ ჭკუიდან მშლიდა,უბრალოდ ვყვიროდი, რომ მომენატრა.
ტირილი თუ მინდოდა ვტიროდი,სანამ არ დავიღლებოდი.თავი არასდროს მინუგეშებია.(თანდათან იმასაც შემაჩვიეს რომ,ცრელები თმებით უნდა მომეწმინდა და არა ცხვირსახოცით)
ჩემს უაზრობებსაც მუდამ ბოლომდე მივდევდი.
ერთ მდინარეში ორჯერაც შევსულვარ,მერე რა,თუ შედეგი ნაპირზე გარიყვაა.
თუ დამილევია,რათქმაუნდა ორი ჭიქა არასდროს.
საჩუქარი თუ მიყიდია,ბოლო კაპიკამდე დავხარჯულვარ,ჩემთვის არაფერი მომიტოვებია.
არასდროს წამოვსულვარ შუა სუფრიდან.
არასდროს მითქვამს ,,ჩემი ცრემლები სხვის თამაშში ფსონად არ ღირსთქო” მერე რაა, თუ ამ ცრემლებიდან ტკივილის მეტი არაფერი შემრჩა. არასდროს გამიცინია მოკრძალებულად და ნაზად(ისე როგორც ,,კარგად აღზრდილ გოგოებს” ჩვევიათ) ყოველთვის იმდენს ვიცინოდი რაც გულიდან მოდიოდა.
არასდროს ამირიდებია თავი კამათისთვის,ყოველთვის ბოლო სიტყვა მე მეკუთვნოდა.
და სულ ასე….მუდამ…ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.
ამ ცხოვრებასთან ტანგოს ვცეკვავდი და არა ვალსს,ყველა მოძრაობაა იმპროვიზაცია იყო.არასდროს მყვარება ვალსი,წინასწარ გათვლილი რიტმი და სინაზე.
მთვრალი იყო მუდამ ჩემი ტანგო,ცოტა არარეალური და ცოტაც სევდიანი.
ტანგო…..!
ტანგო……! ტანგო ეცეკვეთ ამ ცხოვრებას …
ვალსს რითმი და ემოცია აკლია…….



№1  offline წევრი Educated

ვალსს, რითმი და ემოცია არ აკლია.
ვალსი უბრალოდ მშვიდია.
ვალსში უამრავი ემოციაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ტანგოში.
ბევრს ვალსი უფრო მოსწონს, ვიდრე ტანგო. არა იმიტომ, რომ ტანგოა ცუდი,
არამედ იმიტომ, რომ ვალსი მოკრძალებული რომანტიკაა, ხოლო ტანგო მთელი ცეცხლოვნება და სიგიჟე.
ვისაც ვალსი მოსწონს, იცეკვოს ვალსი.
ხოლო ვისაც ტანგო, იცეკვოს ტანგო.
ეს ხომ მათი გადასაწყვეტია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent