შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hug me.


4-05-2016, 15:29
ავტორი Mogwai.
ნანახია 1 541

ჩამეხუტე! უფრო მაგრად ჩამეხუტე რომ მთელი არსებით გიგრძნო.
ერთხელ მაინც, ჩამეხუტე!
აი ასე.
შენი ერთი ჩახუტება მთელი ცხოვრება მეყოფა.
აღარ გთხოვ არაფერს, უბრალოდ ერთხელ ჩამეხუტე.
აღარც ფეხებში მოგებლანდები,აღარც შევეცდები შენს დანახვას.
არც თვალებში შემოგხედავ ამის მერე, აღარ შემოგხედავ თვალებში რომელიც ცას მირჩევნია.
ვიცი,შენს ცხოვრებაში შემოვიჭერი და ყველაფერი გაგიფუჭე ჩემი არსებობით.
მაპატიე!
მაპატიე რომ შენი დანახვა ცხოვრებას მიხალისებდა,მაპატიე რომ ყოველთვის იქ მივდიოდი,სადაც შენი სურნელი მიკვალავდა გზას.
მაპატიე,რომ ყველგან თვალებში გედებოდი უხეშად.
სასაცილოა არა? შენი ღიმილით მეც მაბედნიერებდი, ერთი შემოხედვა და მთელი თვე მყოფნიდა გასათბობად.თუნდაც მზე არ ყოფილიყო.
ყველაზე ცუდი იცი რა არის?! მე შენ შემიყვარდი,მთელი არსებით შემიყვარდი. შენ კი ჩემთვის ერთხელაც არ შემოგიხედავს ნათელი თვალებით.
როგორ ვვოცნებობდი იმ ადამიანად ყოფნას,თუნდაც ერთი წამით,რომელიც შენს გვერდით იდგა.
იცი რა მახსოვს? შენთან ერთად ცეკვა! მაშინ ასე მეგონა მიწა გასკდებოდა და თან ჩამიტანდა. ჩემს წელზე გქონდა ხელები შემოხვეული და მეც მეცხრე ცაზე ვიყავი.
თუმცა საშინელი გრძნობა იყო,ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო და არა - ნამდვილი.
ვგრძნობდი,რომ შენი თვალები სითბოს კი არა,სიძულვილს ასხივებდნენ ჩემს მიმართ. მაგრამ მე მათგან მაინც ვგრძნობდი ნათებას.
აი,ამიტომ მიყვარდი!
შენ კი დამცინოდი,რამდენჯერ გათელე ჩემი ღირსება ფეხქვეშ,სათვალავი ამერია.
მხოლოდ მე ვიცოდი შენი მეორე მხარე,თუმცა იმდენად მიყვარდი ყველაფერს ფარავდა.
ასეთი სიყვარულის მწამდა,თუმცა ესეც კი მომიკალი.
იმედის ბოლო წვეთიც კი გამინადგურე! არადა ოცნების კოშკებს ვაგებდი,რომ ერთ დღეს მეც ვიქნებოდი ბედნიერი. ქუჩაში ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვივლიდით და დავტკბებოდით ერთმანეთით.
ვიცი ბანალური ვარ, მაგრამ მე კი არა - ცხოვრებაა ბანალური. უკვე შორს,სიღრმეში გასული, ვერც კი ვგრძნობთ უკვე მერამდენედ მივუყვებით ერთიდაიმავე დინებას.
ცხოვრება ხომ მშვენიერია.
თუმცა სინამდვილე უფრო მწარეა,გაუსაძლისი. ზოგი კარგად იქნება,ზოგი ცუდად. ასეთია წესი.
და მეც შევეგუე ამ ყველაფერს.
რომ სიხარული და ბედნიერება ჩემთან არ მოვიდოდა.
შევეგუე და სხვებს დავემსგავსე.
დავკარგე ყველაფერი რაც გამაჩნდა. მშობლები,მეგობრები,ნათესავები.
ისინიც კი,ვისთანაც უბრალო ნაცნობობა მაკავშირებდა.
ერთ დროს ყველასთვის საყვარელი ადამიანიდან უმდაბლეს დონემდე ჩავედი. აღარვის უნდოდა ჩემი ჩამქრალი თვალების,დასერილი ხელების და შეშლილი სახის დანახვა.
ჰო,ჰო,შენ შემშალე! შემშალე ისე,რომ ერთხელაც არ ჩამხუტებიხარ..
და მაინც,
ასე ძალიან მიყვარხარ.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორ არ მჯერა რომ
შეიძლება ადამიანს ასე ძალიან უყვარდეს
ან საერთოდ უყვარდეს
სიყვარულისაც არ მჯერა
როგორ მინდა დამაჯერონ...
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი Bla

სევდიანი გიჟი
როგორ არ მჯერა რომ
შეიძლება ადამიანს ასე ძალიან უყვარდეს
ან საერთოდ უყვარდეს
სიყვარულისაც არ მჯერა
როგორ მინდა დამაჯერონ...

getanxmebi..arc me ar mjera,arc siyvarulis da arc sityva 'siyvaruli's..

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Mogwai,შენი ნიკის გამო შემოვედი და როგორ ველოდი რამე განსაკუთრებულს...

 


№4 სტუმარი Bla

Tumca ar mikvirs rom avtors 'uyvars'..

 


№5  offline წევრი Mogwai.

ლორელაი
Mogwai,შენი ნიკის გამო შემოვედი და როგორ ველოდი რამე განსაკუთრებულს...


მაპატიეთ თუ იმედები გაგიცურეთ, ჯერ ახლა ვიწყებ და ცოტა ძნელია ალბათ, თუმცა ვეცდები ყველანაირად და იმედია თქვენს იმედებს გავამართლებ. love

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent