მეგობარი
ალბათ ათასობით ფურცელს გავიმეტებდი,დავღლიდი და დავამძიმებდი ამბის გადმოსაცემად..ტკივილნარევი ამბის... მანამ კი სადმე ჩამოვჯდებოდი რომელიმე ცარიელ სტრიქონზე სიმძიმის მოსახსნელად..გაუთავებლად შემიძლია ვისაუბრო იმ ტკივილის შესახებ რომელიც შიგნიდან მამტვრევს....იმ ტკივილის რომელიც მღრღნის..იმ ტკივილის რომელიც სულს მიწიოკებს..ტკივილის რომელიც სულს მიმძიმებს...ტკივილის რომელსაც ძლივსღა დავათრევ ჩემი სუსტი,ძალაგამოლეული,ცოცხალ-მკვდარი სხეულით..სხეულით,რომელიც თითქოს აქ არის ,არადა იტყუება..არადა მოჩვენებითია ..არადა სულ სხვაგანაა..სხვა განზომილებაში..განზომილებაში,რომელსაც მიმართულება არ აქვს..განზომილებაში,რომელიც უკიდეგანოა...ტკივილის განზომილებაშია ალბათ...ხშირად უყვარს იქ ხეტიალი...ჰო ,იქ დახეტიალებს..ტკივილი კიდე მსახიობობს..თამაშობს..ხან ქრება და შეუმჩნეველი ხდება ან სულაც შეიძლება ისიც იღლება ჩემსავით?..იღლება და განზე დგება..ეგოისტია..გამუდმებით საკუთარ თავზე ფიქრობს..ისადგურებს ჩემში..მთელ ჩემს არსებაში..ისადგურებს.....იმდენად ღრმად ისადგურებს და იდგამს ფესვებს ,სხვა გრძნობებს ერთ პატარა ოთახს,ერთ პატარა კუთხე-კუნჭულსაც არ უტოვებს...ვუყვარვარ ,,ტკივილს’’..ძალიან,ძალიან ვუყვარვარ..მახსოვს ერთხელ მიმატოვა,გამანთავისუფლა მისგან,მაგრამ ესეც მოჩვენებითი იყო...მოჩვენებითი იყო...ვეღარ გაუძლო უჩემობას და ისევ მოვიდა,ისევ დაბრუნდა...დაბრუნდა და მეტად გაეგოისტდა...წამითაც აღარ უფიქრია წასვლა,წამითაც აღარ უფიქრია ჩემი მიტოვება...აღარც კი იღლებოდა ან შეიძლება არც კი იმჩნევდა შიშის გამო..შიშის გამო,რომელიც მისი ეგოისტობით იყო გამოწვეული...იმ ეგოისტობით,რომელსაც ხშირად ავლენდა ...წასვლის წინაც კი სიცარიელეს მიტოვებდა...წამითაც არ უფიქრია სხვა გრძნობებისთვის გავემეტებიე....გრძნობებისთვის,რომლებსაც ვჭირდებოდი....გრძნობებისთვის,რომლებიც მჭირდებოდნენ...ეზიზღებოდა.. მთელი თავისი არსებით ეზიზღებოდა რამოდენიმე მათგანი..ვერ იტანდა ნდობას,ვერც სიძულვილს იტანდა..სიყვარულის მეტნაკლებად უყვარდა..თუმცა აღმერთებდა სასოწარკვეთილებას,იმედგაცრუებას..ისინი ხომ ასე ძალიან გავდნენ ერთმანეთს...ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ გრძნობებს ერთგულება შეეძლოთ..თან ასეთი ერთგულება ... ,,ჩემი ტკივილი’’ ყველაზე ახლო და ერთგული მეგობარი...,,ჩემი ტკივილი’’ მოსაუბრე წარსულით...მოსაუბრე მოგონებებით...მოსაუბრე აწმყოთი...ტკივილი მოსაუბრე მომავლით...,,ჩემი ტკივილი’’ ჩემი სამუდამო,ერთგული მეგობარი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.