შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუმხარ


21-05-2016, 22:24
ავტორი ჯერკა
ნანახია 1 674

-ჰეი, როგორ ხარ ?
-...
-იცი ? მომენატრე.
-...
- როგორც ყოველთვის დუმხარ. ჰეჰ, არაუშავს... თითქოს მივეჩვიე. თუმცა მაინც გელი...
-*ყრუ ფხუკუნი*
-არ გინდა, არ თქვა არაფერი. თუმცა მგონი არც გესმის. ვერ გხედავ, უფერო ხარ, უსხეულო, სურნელიც კი არ გაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ არსებობ. მე შენ გგრძნობ. ნეტა წარმოდგენა მაინც გქონდეს როგორ მინდა გესაუბრო, არა როგორ მინდა პასუხი გამცე.
-.....
-ერთხელ, ვგონებ უნდა გახსოვდეს, თითქოს შენ ლანდს ვხედავდი, და შენკენ მოვდიოდი არა ! მე მოვრბოდი. გამწარებული, გაგიჟებული მოვრბოდი. შეშლილივით მინდოდა შეგხებოდი, ისე მინდოდა ჩაგხუტებოდი, ნაზად მოგხვეოდი და შენი სითბო მეგრძნო. წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ უარმყოფ ? ვგრძნობ აქ ხარ, ვგრძნობ ყოველთვის მიმზერ, მაგრამ... ოოჰ ეს მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... ასე მგონია რომ ვერ მიტან, გსიამოვნებს რომ მტანჯავ. მაგრამ. მაინც ვიცი რომ გიყვარვარ, შენებურად მაგრამ მაინც გიყვარვარ. (ისევ მაგრამ ?! )
-*მმმჰჰჰ...*
-სიმართლე გითხრა, ხანდახან შენდამი დაუოკებელი ჟინი მიპყრობს. საოცრად მსურს დაგეუფლო, მსურს ტკივილი მოგაყენო და ეს ტკივილი ენით აუღწერელ ნეტარებად გიქციო. მინდა სიამოვნება გტკიოდეს. ისევე, როგორც შენ მიკეთებ. ზუსტად ისე მინდა მოგეპყრო. ისე გასიამოვნო ძვლებში გამტვრევდეს, უფრო მეტს ითხოვდე. ზუსტად ამას ვგრძნობ. შენი ლანდის გამოჩენისას.
-*სურვილი*
-ვინ ხარ ? რა ხარ ? რატომ ხარ ასეთი ? რატომ მჭირდები ? რატომ ვგრძნობ თავს ასე უსუსურად შენ გარეშე ? რატომ ვგრძნობ რომ მკლია რაღაც, და ეს რაღაც შენ ხარ.
- ...
-აი აქ გულში, თითქოს სული ამომგლიჯეს.
აი აქ ტვინში, გონება დამიმსხვრიეს.
აი აქ ტანში, ძვლები დამიმტვრიეს,
აი აქ თვალში, მზერა დამიხვრიტეს.
-...
- გთხოვ. ერთადერთხელ მოდი ჩემთან.
-*ნუ მთხოვ.*
-გევედრები. ერთადერთხელ შემახე შენ აბსტრაქტულ სხეულს.
-*ნუ მევედრები.*
-ნუ მკლავ.
-...
-სიცოცხლე მინდა...
-...
-მალე...
-*თვალები დახუჭე.*
-?!
-*ვიძირებით...*
-ისევ დუმხარ ?!
-....
-მგონი... მგონი ვხვდები რაც ხარ. შენ გარეშე, უბრალოდ ფიტული ვარ. შენ ჩემი „მე“ ხარ. იქ სადღაც შინაგან სამყაროში დაკარგული „მე“. მემალები, გამირბიხარ. მაგრამ იცოდე, ოდესმე მაინც დაგეუფლები, დაგეუფლები და განანებ. საკუთარ თავს ოდესმე ვიპოვი, გპირდები გიპოვი. ჩემო შავ-თეთრო ბედნიერებავ...
-*გთხოვ, მიპოვე და გამაფერადე*....
-გიპოვი და იცი რას გიზამ ? გაგაფერადებ, ათასფერად დაგხატავ, ფრთხილი მოძრაობით შეგახებ მრავალფერ ფუნჯს და თან გაგაბედნიერებ, უფრო სწორედ გავბედნიერდები.))))



№1  offline მოდერი -ნინაკა

უფ, კარგი იყო.
მომეწონა ძალიან ❤❤❤

 


№2  offline წევრი ჯერკა

-ნინაკა
უფ, კარგი იყო.
მომეწონა ძალიან ❤❤❤

გმადლობ ^^ <3

eremar
როგორი მწარე ხარ!!! recourse request

რა ვქნა :(((

 


№3  offline წევრი teddy))

Gansxvavebuli iyo! Sevdiani amavedros imediani... Warmatebebi!

 


№4  offline წევრი ჯერკა

teddy))
Gansxvavebuli iyo! Sevdiani amavedros imediani... Warmatebebi!

მადლობ ^^ love

 


№5  offline წევრი lucifer :)

ძალიან მომეოწნა საუკეთესო იყო..
''გთხოვ მიპოვნე და გამაფერადე..'' ამ სიტყვებზე დამბურძგლა

 


№6  offline წევრი ჯერკა

lucifer :)
ძალიან მომეოწნა საუკეთესო იყო..
''გთხოვ მიპოვნე და გამაფერადე..'' ამ სიტყვებზე დამბურძგლა

request გმადლობ

 


№7  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent