შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * * *


23-05-2016, 00:04
ავტორი Pour LOLA
ნანახია 2 389

რა და მე შენ მიყვარხარ... არ მინდა ჩემი სიტყვები ბანალური იყოს, მაგრამ მინდა, რომ ჩემს ყოველ სიტყვაში სიყვარული იგრძნო, მინდა გიყურო, მინდა შენს დაუსრულებელ ღიმილში ჩემი გრძნოდა დაიკარგოს, მინდა ეს ნაცრისფერი მარტი უამრავ ფერში გიძღვნა, მინდა თვალებს, რომ დახუჭავ ჩემი ერთი მიყვარხარ გაგახსენდეს, მინდა ამ მესიჯის კითხვისას იღიმოდე, მინდა უთვალავი ლამაზი ლექსი გაჩუქო, შენი სახელი ამოვაკაწრო ყოველ ხეს, შენთან შედარებით ლამაზი გაზაფხული ხომ არაფერია, კიდევ მინდა იმ ყვავილად იქცე, რომლის მოწყვეტაც მარტო მე შემიძლია, შენ ხომ ის ნათელი სანთელი ხარ ეკლესიაში, რომ ანთია, იმ მორცხვ ყვავილს შეგადარებდი ჩემს შეხებაზე ფოთლებში, რომ იმალება. ეს მინდოდა მეთქვა და ყველაფრისდამიუხედავად, მაინც გკარგავ.
იციი, არ გავა წუთი შენ, რომ არ გამახსენდე, არ არსებობს ისეთი ადგილი სადაც უშენოდ ბედნიერი ვიქნები, შენს გარეშე ჩემთვის სიჩუმე და მარტოობაც კი კარგავს აზრს, ისიც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს ყოველდღე დერეფანში თვალს შეუმჩნევლად, რომ გაყოლებ და იმითაც ბედნიერი ვარ შენ, რომ იღიმი. იციი, როცა მარტო ვარ შენს სახელს ბევრჯერ და ხმამაღლა ვიმეორებ, მეცხრე ცაზე ვარ, მაშინ როცა შენს მოწერილ ერთ "მიყვარხარ"-ს ვკითხულობ, ყოველთვის მეღიმება როცა ჩვენი გაცნობის დღეს ვიხსენებ და მაგ დროს, მაინც ვფიქრობ ნეტავ არ გამეცნო-თქო, ის სახელები, რომლებსაც შენ მეძახი სულ ენის წვერზე მადგას, შენს სახელს, რომ მიხსენებენ ღიმილის დამალვას ამაოდ ვცდილობ. მომწონს როცა ძილის წინ ზღაპარს მიყვები და ლამაზ სიზმრებს მისურვებ, იციი, ცაზე ერთი ვარსკვლავია ყველაზე მეტად ანათებს და იმას ფისოს ვეძახი, დღეს რომ ციოდა გარეთ დავეხეტებოდი, მეც მციოდა მაგრამ როცა მარტო ვარ ყველაზე მეტად მენატრები და ეს მონატრება მამხიარულებს, შენ ხარ ჩემი ღიმილის მიზეზი. ძილინებისა სიცოცხლე, ძალიან მიყვარხარ...
ბოდიში, რომ გაწუხებ მაგრამ უბრალოდ მენატრები, უბრალოდ მენატრება შენი ღიმილი, გკარგავ და ამიტომ ცრემლი მახრჩობს, ჩემი სიხარული და დარდი ხარ, უნებურად ვიღიმი შენი გახსენებისას, ვიცი ბევრი გაწყენინე და ვნანობ, უკვე ბევრ რამეს ვნანობ. გთხოვ, უბრალოდ ნაზად შემიყვარე და ეს სიცოცხლეც ლამაზი იქნება, გული მტკივა, ყოველ ღამე გული მტკივა. ვგრძნობ დარდს, სიყვარულს, სევდას და მონატრებას, შენს უტყვ მონატრებას. შენი წასვლით ჩემს სულში სინათლე ჩაქრა და აცივდა, შენ გააფერადე შავი კედელი და იქეცი ჩემს თეთრ დარდად, ჩემთვის უბრალოდ ვარსკვლავივით ციმციმებ. ვგრძნობ დაღლას და ვიხსენებ შენთან ერთად გატარებულ ლამაზ წუთებს, უსასრულოდ მენატრები, პირველად მენატრება ვიღაც ასე ძალიან და ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთანაც ასეთი გახსნილი ვარ. ძილინებისა ერთადერთო. ბოდიშს გიხდი და მითხარი თუ გაწუხებ.
რატომ მილამაზებ ასე ძალიან სიცოცხლეს?! რატომ მანატრებინებ ხოლმე ხანდახან სიკვდილს?! იქნებ იმიტომ რომ შენი თავი ჩემს გულში იპოვნე და ასე ძლიერ შეგიყვარე. რა სასიამოვნო გრძნობა ყოფილა, როცა გინდა ვიღაცაზე იზრუნო და სითბო აგრძნობინო, როცა ვიღაც შენს გულში ჩაუმქრალი სანთელივით ანთია, როცა მის შემხედვარეს უბრალოდ გეღიმება და თვალები გიბრწყინავს. რა წმინდა და ნაზი ყოფილა ეს გრძნობა, მაგრამ დარდიანიც და სევდიანიც, რამდენი სიხარული და გულის ტკენა მოაქვს თან. თურმე რა სიმშვიდეს გრძნობ, მაშინ როდესაც ვიღაც გიყვარს, როცა სხვისი ბედნიერება საკუთარზე მნიშვნელოვანია. როცა გიყვარს აღარც შიგნიდან და აღარც გარედან დაკეტილ კარს აღარ აქვს მნიშვნელობა. რა სხვანაირი ყოფილა ვიღაცის გამო აზრდაკარგული სამყარო. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ, მაშინ მივხვდი რა საშინელი გრძნობა ყოფილა მარტოობა, როცა შენ მარტო დამტოვე. შენ სიყვარული მასწავლე, შენ ყველაზე ძლიერი მონატრება მაგრძნობინე, შენ მაჩვენე რა წმინდა შეიძლება იყოს გრძნობა, შენ ლოდინი და მოთმინება მასწავლე აქამდე მოუთმენელს. შენ დილა შემაყვარე, რომელსაც აქამდე ვერ ვიტანდი. შენ დამავიწყე სხვა ყველა და ყველაფერი. შენ ყველაფერი სხვა თვალით დამანახე. მე შენ მიყვარხარ და არ შემიძლია ამ სიყვარულის შედარება, არ შემიძლია ამ გრძნობის რაიმესთან გაიგივება და არც დავიწყება შემიძლია, სამაგიეროდ ამ გრძნობაში უგზო-უკვლოდ დაკარგვა შემიძლია. რა ვქნა უბრალოდ მიყვარხარ, ძილინებისა ჩემო სიხარულო და ლამაზ სიზმრებს გისურვებ ჩემო ერთადერთო.
გაწყენინე სიხარულო? ცუდად მოვიქეცი სიცოცხლევ? რატომ არ შეიძლება სიტყვების გარეშე?! ნამდვილი სულელი ვარ. არ შემიძლია ჩემი შენდამი სიყვარული ავხსნა და აღვწერო. უბრალოდ ლამაზი სიყვარული სიტყვების გარეშე უკეთესი იქნებოდა. რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! ნუ მეტყვი დიდი ტექსტები აღარ მომწეროო, რადგან მაინც მოგწერ, რომ ჩემი სიყვარული გამოვხატო, უბრალოდ მიყვარხარს ვერ დავკმაყოფილდები, თუმცა როცა ადამიანი ამ სიტყვას ამბობს მთელ სულს ამოაყოლებს ხოლმე. ნუ გაბრაზდები რა ჩემზე, რომ მიბრაზდები იცი რა ცუდად ვარ?! როცა ვხვდები, რომ რაღაც გაწყენინე იცი გული როგორ მტკივა?! როცა ის სიტყვები გითხარი შენი არ მჯერა-თქო, მაშინ მინდოდა სულ წავსულიყავი, სადღაც გადავკარგულიყავი, რომ შენთვის მეტჯერ აღარ მეწყენინებინა, მაგრამ ამავე დროს მინდოდა კიდევ ერთხელ ჩამხუტებოდი. მიყვარხარ ჩემო პატარავ და ამ გრძნობის ახსნა არ შემიძლია, რადგანაც ის ყველა სხვა გრძნობაზე ლამაზია. მაპატიე თუ რამე გაწყენინე.
იცი როგორ მიყვარხარ, საყვარელო?! იცი როგორ მინდა, რომ ნაზად ჩამეხუტო?! სიხარულით ვიხსენებ იმ დღეს როცა მივხვდი, რომ უბრალოდ მიყვარდი. გახსოვს სულ ხუთი წამი, რომ ვიდექით ფანჯარასთან?! მაგ დროს წასვლა არ მინდოდა, მაგ დროს შენთან ყოფნა მინდოდა და ახლაც ძალიან მინდა შენთან ყოფნა, უბრალოდ არ შემიძლია აღვწერო ჩემი შენდამი სიყვარული. ადრე არ მჯეროდა, მეგონა სიყვარული არ არსებობდა და მხოლოდ ბედნიერებისთვის გამოგონილი გრძნობა იყო, ახლა კი ვხვდები, რომ ბედნიერებაა სიყვარულისთვის გამოგონილი. მინდა დავივიწყო ყველაფერი და მარტო შენზე ვიფიქრო, მინდა ჩუმად, ყურში გითხრა მიყვარხარ, როგორც ადრე, მინდა ხელი ჩაგკიდო, შენც ჩამკიდო და გამიღიმო. აქამდე ერთადერთო, სიხარულო, საყვარელო და მსგავსები არავისთვის მითქვამს, არც ბიჭის გულისთვის მიტირია აქამდე, შენ მაგრძნობინე დიდი სიხარული და დიდი სევდა. იცი როცა არდადეგებზე მოგწერე მიყვარხარ-თქო მაგ დროს ძალიან ცუდად ვიყავი, ღამით ვტიროდი და ვერ ვიძინებდი, შენს ყოველ სმს-ზე ცრემლი მომდიოდა და გული ძალიან მტკიოდა, მეგონა დაგავიწყდი, მეგონა ჩემგან წასვლა გინდოდა და აღარ გიყვარდი. იცი, როგორ მიხარია როცა შენ მწერ?! მაგრამ არ ვიმჩნევ.
როგორც ვხედავ როლები გავცვალეთ. ახლა გასაგებია რატომ გახდი ასეთი ცივი და რატომ შეიცვალე, ვიცი რასაც გეტყვი არ დამიჯერებ ასე, რომ ბევრს აღარ ვიყბედებ და ჩემს გრძნობებს თავს აღარ მოგახვევ, თუმცა რომელ გრძნობებს, შენ ხომ ამ გრძნობების არ გჯერა და არც მათი ბედი გადარდებს. სიყვარული ნდობის გარეშე არ არსებობს, შენ არ მენდობი და აქედან გამომდინარე არც გიყვარვარ. შემიძლია თავი დავდო, რომ ყველაფერი რასაც გეუბნეოდი ჩემი გრძნობების შესახებ შენს მიმართ სრული სიმართლეა, თუმცა შენ ამ სიმართლის დაჯერება არ გინდა. მე გულწრფელად გთხოვე პატიება იმის გამო, რომ შენ გული გატკინე შენ კი არ მაპატიე. შენ ჩემი არაფერი არ გჯერა. ახლა წახვალ და მარტო დამტოვებ, როგორც ყველა და ყოველთვის, მაგრამ გულის ტკენას და სევდას ის მარტოობა მირჩევნია, სადაც მარტო მე ვარ ყოველგვარი თბილი გრძნობების გარეშე. აღარ მოგცემ ჩემი გულის ტკენის და ტირილის უფლებას, ამის უფლება დიდი ხანია ყველამ დაკარგა, შენ კი ახლა დაკარგავ. აღარ მინდა ტყუილები და შენთან ერთად უნდობლობაში ყოფნა, მე მართლა გულით გთავაზობდი ჩემს სიყვარულს, რომელიც შენ არ ინდომე. ვიცი, ჩემი ბრალია, როგორც ყოველთვის ახლაც, ჩემი ბრალია. შენ არ გსაყვედურობ იმის, გამო, რომ არ მენდობი, ამის მიზეზი მე მოგეცი. წადი შენი გზით იარე, ჩემს გარეშე, თუმცა ასე ადვილად შენი დათმობა არ შემიძლია, მაგრამ შენ ხომ ეს არ გჯერა.



№1  offline წევრი მოლურჯო

რთული წასაკითხი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Pour LOLA

სევდიანი გიჟი
რთული წასაკითხი იყო

როგორ რთული?

 


№3  offline წევრი Pour LOLA

კიბო
მემძიმა ცოტა, გრძნობა არის უდაოა, ვაფასებ უსაზღვროდ. მაგრამ მძიმეა...

მადლობა.

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაზე დიდი საჩუქარი რაც ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია ეს სიყვარულის ნიჭია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent