გონებრივი პრობლემის საწყისები
ადამიანის გონება თითოეულ გაგონილ, მოსმენილ და წაკითხულ ინფორმაციას ინახავს, რომლის გამოყენება და გახსენება თითოეულს შეუძლია, თუმცა ჩვენი აზრი იმდენად გადაღლილია უმნიშვნელო მოვლენებით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას თავს დევს, თითქმის შეუძლებელია მათი დიდი პროცენტულობით რეალიზაცია. მაგალითისთვის სიგარეტი ავიღოთ, მწეველი ადამიანი უსიგარეტოდ საშინლად არაკომფორტულად გრძნობს თავს, ისე ამძიმებს მის გონებას მოწევაზე ფიქრი რომ, ხშირად საათობით დროს ვკარგავთ მასზე ფიქრში და რა თქმა უნდა ეს სიგარეტის მოძიებაზე დაკარგული ფიქრებია და მეტი არაფერი, წარმოიდგინეთ ეს დრო თუნდაც ერთი უცხო ენის წინადადების დამახსოვრებას რო დაუთმოთ, რაღა თქმა უნდა უკეთესი იქნება თქვენი გონებისთვის და სიგარეტის არ მოწევა კი ფილტვებისთვის. ბევრს ექნება მოსმენილი და შესაძლოა რეალობადაც მიიღო, თითქოს სიგარეტი გონებას ეხმარება სააზროვნოდ, მაგრამ სრული სისულელეა რა თქმა უნდა, ჯერ ერთი კვამლში გახვეულმა ტვინმა როგორ უნდა აჯობოს წმინდა და გასუფთავებულ გონებას. ეს სწორედ იქიდან მომდინარეობს რაც ზემოთ ვთქვი, უბრალოდ სიგარეტზე ფიქრში ნატანჯი გონება, როდესაც მიიღებს იმას რასაც ამდენი ხანი ელოდა რა თქმა უნდა უფრო იხსნება და ნოყიერი ხდება და ესაა სწორედ ის ილუზია რომელსაც წამოროშავენ ხოლმე. ადამიანი რომელიც დიდი ხნის მწეველია და მოახერხებს მის „გადაგდებას“, ადვილად ჩაწვდება უფრო ამ მოსაზრებას. ამის მსგავს უმნიშვნელო და არაფრის მომცემ მოვლენებს, რომლებიც თან სდევს ყველა ადამიანის ცხოვრებას, მინდა დავუთმო დრო და წარმოვადგინო ჩემი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.