შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრი, ოცნება და რეალობა...


26-05-2016, 14:21
ავტორი mimimimo
ნანახია 2 601

მხოლოდ ერთი წუთით დახუჭა თვალები და ამ ერთი წუთის მანძილზე იმდენი რამ გაიხსენა...
ფიქრები ოცნებებში აერია.
ოცნებები - რეალობაში.
რეალობა - ფიქრებში და ასე განუწყვეტლივ.
ნელა ჩამოუვარდა ჯერ ერთი ცრემლი, შემდეგ - მეორე და ასე ნელ-ნელა იწყეს ცრემლებმა დენა.
როგორი მარტოსული იყო.
განა არავინ ჰყავდა?
როგორ არა, ყველა, ყოველ დღე მას დასტრიალებდა თავს, მაგრამ...
მარტო სული იყო.
ვერ გრძნობდა ფეხებს, უნდოდა გავლა მაგრამ არ შეეძლო.
განა იმას წუხდა, რომ ვერ დადიოდა?
არა, არა...
დაკარგულს წუხდა...
მიტოვებული წუხდა...
უყვარდათ, სიგიჟემდე უყვარდათ.
გიჟდებოდნენ...
ის, რასაც გაიფიქრებდა - ორივე, ოცნებად ხდებოდა, ოცნება - რეალობად.
ყველა ფიქრი - ოცნება გახდა და შემდეგ ის ოცნებაც ახდა...
მაგრამ მხოლოდ ერთი დარჩა...
ერთი , რომელიც ვერ ასრულდა.
კადრმა გაუელვა როგორ შეეჯახა ვიღაცის მანქანა - მათ მანქანას და შემდეგ აღარაფერი ახსოვდა.
გონს, რომ მოვიდა საავადმყოფოში მწოლიარეს, მხოლოდ ანრი ახსოვდა...
პირველი სიტყვები, გონზე მოსვლის შემდეგ იყო:
„-როგორ არის?“ _ და არა _ „-რატომ ვერ ვგრძნობ ფეხებს?“
ახსოვდა მისი სიტყვები, რომლებიც გაიფიქრა ანრიმ და შემდეგ ხმამადაბალი, ჩახლეჩილი ხმით უთხრა „შენ შეძლებ და გაივლი!“, რომელიც ოცნებად გადაიქცა.
ოცნებამ კი რეალობამდე მისვლა არ შეძლო...
არ შეძლო...
შეეძლო, მაგრამ არ ქნა...
ახლა კი - თვალდახუჭული იჯდა და ტიროდა.
-დედა! - ხმამაღალი ხმით წამოსთქვა.
-გისმენ, ანი, რამე ხომ არ გინდა? - უცებ მივიდა შვილთან.
-დამეხმარე, - გოგონა ეტლს ხელებით დაეყრდნო.
-რას შვრები? - თვალებგაფართოებული უყურებდა შვილს.
-უნდა გავიარო, დე... რეალობად უნდა ვაქციო ოცნება. - ცრემლიანი თვალებით შეხედა.
-მოიცა, - უცებ მივიდა შვილთან. - ნელა დე, ნელა წამოდექი, - ნელ-ნელა ადგომაში ეხმარებოდა. - მიდი, დე შენ შეძლებ ოცნების რეალობად ქცევას... - დედამისის იმედით სავსე ჩუმი ხმა მოესმა.
თვალები დახუჭა.
წარმოიდგინა როგორ გაივლიდა...
როგორ ახდებოდა მისი ოცნება...
როგორ გაუხარდებოდა ანრის ახლა...
-ანი, დე... შენ ეს შეძელი... ანი დე... ჩემო სიხარულო... - მოესმა ხმა...
ნელა გაახილა თვალები და ეტლს კარგად მოშორებული იდგა...
-ფიქრი, ოცნება და რეალობა. - ჩუმი ხმით თქვა... - მე ეს შევძელი, -ატირებულმა თქვა და ანრის სურათისკენ გაიხედა ღიმილით.



№1  offline წევრი მოლურჯო

მარტოსული ადამიანები საინტერესოები არიან
მე ასე ვფიქრობ...
რაც შეეხება ჩანახატს
გადასარევი არ იყო
მაგრამ არც ცუდი
ბევრ ჩანახატს ჯობდა
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი mimimimo

სევდიანი გიჟი
მარტოსული ადამიანები საინტერესოები არიან
მე ასე ვფიქრობ...
რაც შეეხება ჩანახატს
გადასარევი არ იყო
მაგრამ არც ცუდი
ბევრ ჩანახატს ჯობდა

კიბო
მეცოტავა :((( დამაინტერესა, მეტი საუბარი მსურდა შენთან ჩანახატის სახით. ფიქრი, ოცნება და რეალობა)))

პირველი ჩანახატი იყო.
მადლობა შეფასებისთვის. love

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№4  offline წევრი mimimimo

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent