წლების შემდეგ...
- ქუჩის კუთხეში ქალს გული რატომ წაუვიდათ ხომ არ იცით ? - არა .. - მაპატიეთ ქუჩის კუთხეში ქალს გული რატომ წაუვიდა ხომ არ იცით ? - არა არვიცი . - უკაცრავად ქუჩის კუთხეში ქალს გული რატომ წაუვიდათ ხომ არ იცით ? - ნამდვილად არ ვიცი .. - ნუთუ არაავინაა ისეთი ვინც მეტყვის რა ხდება მის თავს. კაცი იქვე , სკამზე ჩამოჯდა თავი ჩახარა და ფიქრებმა წაიღო, სანამ გონს მის გვერდით თითქოს უცნობი , ქალის და ამასთანავე ძალიან ნაცნობმა სურნელმა არ მოიყვანა. - გამარჯობათ .. - გაგიმარჯოს. - თქვენ გაინტერესებდათ ქუჩის კუთხეში მომხდარი ამბავი ? .. - თქვენ საიდან იცით? - ეს ძალიან პატარა უბანია, და ყველამ ყველაფერი იცის. -აჰჰ გასაგებია, ამიფორიაქებია ხალხი და სჯობს დავტოვო აქაურობა. - არა რატომ დარჩით ვისაუბროთ მე შემიძლიათ მოგიყვეთ იმ ქალბატონზე. - თქვენ რა იცნობთ მას ? - კი ვიცნობ .. - და მაპატიეთ თქვენ ჟურნალისტი ხართ თუ ნაცნობი ? - მე დიდი ხნის წინ ვიცნობდი მას. წლებია არ მინახავს და ახალი ჩამოსული ვარ ამ ქალაქში და გავიგე რომ ცუდად გახდა. - გასაგებია .. - და რა ჭირს ? ხომ კარგადაა ? - თავად რატომ არ ნახავთ? მიგიყვანთ მასთან.. - არა , მე მე (კაცს ენა დაება) არ შემიძლია მეჩქარება! სჯობს მიამბოთ მასზე და წავალ.. - წლების წინ, როცა ახალგაზრდა იყო ერთი ძალიან კარგი ბიჭი უყვარდა ამ ბიჭსაც ძალიან უყვარდა, ერთმანეთზე მეტად არავინ და არაფერი უყვარდათ, ერთად იცინოდნენ და ერთად იწყენდნენ. ყველაფერი საერთო ჰქონდათ , სიყვარულიც .. ტკივილიც და სიხარულიც. წლების მერე, ეს ბიჭი უხმოდ წასულა და გამქრალა ყველაფერი .. საათობით იჯდა , და ფიქრობდა , რისი დაეჯერებია ცხოვრებაში. რისი ეწამა . ყველაფერს ხელი გაუშვა ცხოვრებას , ადამიანებს უფალს და მის რწმენას ებღაუჭებოდა მხოლოდ. რომ სულ არ მომკვდარიყო ცხოვრების ყველა იმედი. - და შემდეგ რამოხდა? - სახეზე ფერი არგადევთ.. - გთხოვთ ! გააგრძელეთ .. - წლები ესე იყო ქუჩაში რომ დაგენახა, ღამის 4 საათზე ფანჯარაში შუქი , ყველამ იცოდა რომ ეს შუქი მისი სახლიდან გამოდიოდა და ეს ტკივილის შუქი იყო შველას რომ ითხოვდა და გამუდმებით მას ელოდებოდა. მაგრამ ის არ მოდიოდა. - დღეს როგორ არის? - დღეს ? კარგად არის ,პატარა კაფე გახსნა ზღვასთან ძალიან ახლოსააა რომელსაც "Café de Flore" ჰქვია. - გათხოვდა? - არა არ გათხოვილა. უცნაურია არა ? თითქმის 20 წელი გავიდა .. - და თქვენ გყავთ ოჯახი ? - არა არც მე მყავს. - თქვენც გიყვარდათ , როგორც სჩანს ისე შეიგრძენით ეს ყველაფერი რომ არ გყვარებოდათ ესეთი რეაქცია ვერ გექნებოდათ. - მასთან , რაღაცას დაგაბარებთ .. - რას ? - უთხარით ნუღარ ელოდება. - აღარ გელოდები. - უკაცრავად ? - შენ მხოლოდ ზურგიდან შეძელი ჩემი დანახვა , შენ მხოლოდ ზურგიდან შეძელი ჩემი მიტოვება შენ მხოლოდ ზურგიდან შეგიძლია ჩემი მიტოვება ! შენ ადგები ეხლა და წახვალ როგორც წლების წინ. ჩემი ლოდინიც მე მეკუთვნის და ჩემი სიყვარულიც. ალბათ ეხლა კითხვები უნდა დაგისვა რატომ წახვედი რატომ , გამიქრე რწმენა რომ რამე რეალურს ცხოვრებაში რასაც დღემდე ვეძებ და ვერ ვპოულობ ისევ ვიპოვი. მაგრამ ვერ ვიპოვი რადგან მე სულ შენ გეძებდი ! შენ და არა სხვას. და როცა იცი რას ეძებ ყველაფერი ქრება და მხოლოდ ის რჩება რასაც ეძებ. კაცი ქალს , წამიერად ჩაეხუტა ქალს კი ცრემლი ჩამოუვარდა. -მე შენ მიყვარდი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად! მეტიც დღემდე მიყვარხარ, ნუ მკითხავ წასვლის მიზეზებს! დამტოვე შენთან! - მე შენ მიყვარხარ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად. და შენ უნდა წახვიდე, მანამ სანამ მზე ჩავა! ვერ ვიტან ღამეს . ათასმაგად მინდები. ქალი ადგა და წავიდა, ისიც იჯდა და ვერაფერს აკეთებდა რადგან ერთდროს ის ადგა და წავიდა , ქალს კი იმის საშვალებაც არ ჰქონდა რამე გაეკეთებინა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.