ჰოდა დამთავრდი !!
პირველად როცა დაგინახე, იციი ? მე მაშინვე მივხვდი რომ საშინლად მონუსხული დავრჩი. გაგეცინება, მაშინ ხო სულ 7წლის ვიყავი,იმაზეც გაიცინებ რომ შენ ჩემს ცხოვრებაში პირველი იყავი, ამიტომაც არ გემახსოვრება 15ივლისი, შვიდი წლის მე, ცხრა წლის შენ,დაბადებისდღე,სადრეგრძელოები ლიმონათებით,ორდროშობანა,წრეშიბურთი,შენი ცისფერი თვალები,თავიდან ბოლომდე ათვალიერებულ-ჩათვალიერებული მზერები, გახსოოვს ? იქნებ გაიხსენო და ძალა დაატანო გონებას. ყველა თამაშში მე მირჩევდი, აღტაცებასაც კი იწვევდა ეს ჩემში.. რატომ მირჩევს მე მაინცდმაინც ? გონებაში მხოლოდ ეს მიტრიალებდა. იმ დღის მერე ზუსტად 5წელი იყო გასული, მე უკვე 12ის ვიყავი. ერთი განსაკუთრებულითვისება მაქვს, ჩემი ბავშვობის ყოველი მოგონება და ყოველი მომენტი ზედმიწევნით მახსოვს, ამ თვისებით ბევრი ჩემი ახლობელი გამიოცებია... ვფიქრობ შენ არც პირველი 15 ივლისი გახსოვს არც მეორე. დიახ, მეორე იყო. უკვე 12ის ვიყავი, და შენს შესახებაც ბევრი რამ ვიცოდი.. ვიცოდი რომ იყავი 14 წლის ბიჭი, რომელიც საოცარი სერიოზულობით გამოირჩეოდა, წარმატება ქონდა სპორტში, ვიცოდი რომ იყავი ნათესავი ჩემი მეზობლის...არ გაგიმართლა საკმაოდ ჭორიკანა აღმოჩნდა შენი საყვარელი ნათესვი.. მახსოვს სკოლა დამთავრდა, მე და გიო ავიბარგეთ და მამას ტვინი შევუჭამეთ, სანამ სოფელში არ წაგვიყვანა. სოფელში ჩასულებს საღამო ხანს მანქანით, ნათესავებთან წასვლა მოგვიწია. სწორედ ამ დროს როცა უკანა სავარძელზე, ფართოდ გაღებულ, მანქანის ფანჯარასთან მოკალათებული, საღამოს გრილ ნიავს ვეთაყვანებოდი, კვლავ გამოჩნდი... ახლა ბევრად უფრო, დიდი და ჩამოყალიბებული მეჩვენე ვიდრე პირველად,უკვე ვარჯიშისგან კუნთებიც გქონდა. ხიბლი ეს იყო. თუმცა აშკარად იგრძნობოდა ყურადღება შენგან.. მანქანაში იჯექი, მანქანა მაღაზიასთან იყო გაჩერებული, სავარაუდოდ "მამას" ელოდიი.. ძალიან უცნაურად მომაშტერდი, იმდენად უცნაურად რომ უცებ "ნაგლური ნიღაბი" მოვიცვი და თვალი თვალში გაგიყარე.. შესახვევში ვუხვევდით, თავი უკან მოვატრიალე და იგივეს წავაწყდი, შენც უკან იყურებოდი.. არ ვიცი ეს რა იყო, უბრალოდ ვერ გადმოვცემ. იქნებ ის მომენტი იყო, რომ შენც გახსოვდი 7 წლიდან, იქნებ უბრალოდ ინტერესი იყო, იქნებ ერთმანეთის მოკითხვა გვინდოდა, თუმცა გაუბედავად. ამის მერე შენზე ბევრი არც მიფიქრია. თუმცა მოვიდა ისევ "ბირჟის" დღეები, შენს ნათესავს პირში არაფერი უჩერდება, ამიტომაც ნუღარაფერს ეტყვი, ან იქნებ კარგიც იყოს. მან გაგცა, მითხრა რომ ძალიან მოგწონდი. მაშინ მე 12ის ვიყავი შენ კი 14ის. სულაც არ მეგონა 2012 წლის ეს სამი თვე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ მოგონებად თუ დამრჩებოდა. ამ ზაფხულს შენ მე მასწავლე სიყვარული, მასწავლე მეგობრობა,ბევრი ნაბიჯი გადავდგი ურიერთობისკენ, უამრავი ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვიოცნებეთ, ვიურთიერთეთ, გახსოოვს ? ნუთუ ისიც არ გახსოვს მდინარეზე რომ დავდიოდით. ან ის მესამე პირი რომ გამოჩნდა, ან ის ჩემს გამო რომ ბიჭი ცემე.. ეს ყველაფერი დამთავრდა. ბოლოს მოვიდა 15 ივლისი და ჩვენ ისევ შევხვდით, ახლა უკვე ჩამოყალიბებულები, რა გვინდოდა ვიცოდით, მიყურებდი და საშინლად დამაკომპლექსა შენმა თვალებმა, უბრალოდ თვალს არ მაცილებდი. მერე 21 ივლისი იყო შენი დაბადებისდღე 15ის გახდი. ამ დაბადებისდღეზე დამპატიჟე კიდეც, თუმცა ბოროტი ხალხის გამო ეს შანსიც ვერ გამოვიყენე. მერე გავიდა დრო. მოვიდა ერთი აღდგომა, ეკლესიაში შემხვდი. არც კი გადამკოცნე, თუმცა ცხრაჯერ მაინც ჩამიარე წინ. შევრიგდით, დიახ შევრიგდით, ძველებური განცდები დამეუფლა, ამ ქვეყნად ისევ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. უკვე მე 14ის შენ 16ის, ისევ შენი სმსი მაღვიძებდა და ეს უბრალოდ მაბედნიერებდა. ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მყავდი. შემდეგ ისევ დამთავრდი.. თუმცა დადგა მეორე აღდგომაც და კვლავ ეკლესიაში შევხვდით. მე 15ის შენ კი უკვე 17ის, უკვე საშინლად სიმპათიური, მაღალი და დიდი. გადამკოცნე კიდეც, მომიკითხე. აქედან დაიწყო და ფბზე გაგრძელდა, ძალიან ბევრს მწერდი და ეს კიდევ უფრო მაბედნიერებდა. მეუბნებოდა რომ ერთადერთი ვიყავი ვინც არ დაკარგა და სულ მის ცხოვრებაშია, მიყვებოდა როგორ ვუყვარდი, როგორ ემართებოდა რაღაცეები ჩემი დანახვისას. სამწუხაროდ მესამე პირის გამო, ეს შერიგებაც კრახით დამთავრდა. და აი დღეს მე 16 წლის ვარ შენ კი სულ მალე 18ის გახდები, დიდი ბიჭი ხარ, მე კი ისევ ბავშვი ვარ, მეოცნებე ბავშვი თავისი ბავშვური აზროვნებითა და ოცნებებით. ზოგჯერ სათანადოდ ვერ ვაზროვნებ. სულ რაღაც ორი კვირის წინ გიყვარდი და კვლავ ვერ შეგინარჩუნე. აქ უკვე მარტო მესამე კიარა, მეოთხე, მეხუთე და მეექვსენი გამოჩნდნენ. რაღაც მომენტში სიამაყის გრძნობაც დამეუფლა, თითქოს შინაგანი მე ამბობდა " შეხედე მე რა კარგი ვარო".. თუმცა ახლა საშინლად ვნანობ რომ არ გადავაგდე ყალბი ხალხი სანაგვეზე და სიჯიუტე გამოვიჩინე კიდევ ერთხელ....! გთხოვ მაპატიე რომ ვერ ვიყავი ისეთი როგორიც გჭირდებოდი. ვიყავი ცივი, სულ ვიღაცეების დაცვაში და ყოველთვის, ყოველთვის ზურგს გაქცევდი, გეჯიუტებოდი, გენაგლებოდი და ძალიან ბევრს ვეჭვიანობდი. მეგონა სულ მეყოლებოდი, ჰოო, როგორც გონიათ. არ აფასებენ და ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ რომ დაკარგეს.. ამჯერად ერთი თვე გავძელით,მერეე უბრალოდ უსიტყვოდ წახვედი.სამწუხაროდ ჩემი ნაწილიც თან გაიყოლე. ახლა კი ისე მინდა შენი ნახვა ... ხელები მიკანკალებს. თუმცა შენ მე შემპირდი რომ არ დავშორდებოდით და არ დაიაკრგებოდი, რაც გულს მიკლავს. მომეცი უამრავი ტყუილი იმედი. დღესაც მე ამ წამამდე პულსივით მიცემს, გუშინ ნათქვამი შენი "მიყვარხარ" და თავი სიზმარში მგონია. თუმცა შენ დაიმახსოვრე ერთი ნამდვილი დაკარგე ასი ყალბის ფასად. მე ვიბრძოლებ იმისთვის რაც მინდა და არ ვიტირებ იმაზე რაც დავკარგე. ალბად ბევრს ვითხოვდი.. მართალია შენი წასვლის შემდეგ საშინელი დეპრესია მაქვს, ვეღარ ვჭამ, ცრემლები მახრჩობს და ვეღარც ვითვლი იმდენი დამაძინებელი დავლიე, მაგარამ ეს შენამდე არასდროს მოვა. უბრალოდ ეს ვარ მაპატიე რომ ვერ ვიყავი ისეთი....... მიყვარხარ! ----------- ეს ჩემი ისტორიაა, დაწერეთ მოგეწონათ თუ არაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.