მწვანე თვალები დაგღუპავს!
მიყვარხარ! არა ასე ვერ ვეტყვი პირდაპირ. იცი დიდი ხანია მინდა გითხრა...მეტი ბანალური ვერაფერი მოიფიქრე ჩემო თავო?! არა უბრალოდ მიყვარხარ ჯობს მგონი. მივწერ.უფრო ადვილი იქნება. რომ არ მიპასუხოს? იქნებ...რომ არ ვუთხრა დღეს? ხო ჯერ ადრეა.არც მე მინდა ახლა ურთიერთობები და რამე. ვის ვატყუებ?! დღეს არ ვეტყვი შესაფერის დროს ვნახავ. ბიჭად რატომ არ გავჩნდი ხომ ვეტყოდი თამამად ან იქნებ...ბიჭებსაც ხომ უჭირთ ამის თქმა. იქნებ უნდა თქმა და ვერ მეუბნევა,როგორც მე მას. არა არ გინდა ჩემო თავო ტყუილი იმედები თორემ მაღლა აფრინდები და მერე სიმაღლიდან დახეთქება მტკივნეული იქნება. მაგრამ ტყუილი თუ არაა? როგორ ვერ ვიტან ვარაუდით ცხოვრებას. მიყვარს როცა ყველაფერი დალაგებულია.ურთიერთობა რომ გარკვეულია.სხვანაირად რომ ვთქვათ იარლიყების მიმაგრება მიყვარს.ასე მირჩევნია.გაუგებრობა ჭკუიდან მშლის,მთლიანად მირევს გონებას...როგორც მისი მწვანე თვალები.შევეგუე უკვე მის გახსენებაზე სულ ვითიშები და უნებურად მეღიმება.მისი კუნთები,ჩახუტება,შეხება… რატომ მე? რამდენჯერ შეიძლება უიმედოდ ცალმხრივად შეგიყვარდეს და იმდენჯერვე უარყოფილი იქნე. მეუბნებოდნენ მწვანე თვალები დაგღუპავსო და მგონი სწორი იყვნენ.თავში მხოლოდ მასზე ფიქრები დაძვრებიან და მოსვენებას მიკარგავენ,სხვა თითქოს არავინ და არაფერი არსებობს გარშემო.არც არაფერი მინდა თუ ის ჩემთან იქნება.თავადვე უკვირს გული რომ მიჩქარდება,რა გჭირსო?ნუთუ ისეთი სულელია ვერ ხვდება? არა არ მჯერა.არც ის მინდა დავიჯერო,რომ ხვდება და ჩემი გრძნობებით თამაშობს.თუ ასეა...რას ვიზამ თუ ასეა...ვერაფერს ვერ ვიზავ,რადგან მე განსჯის უნარი დავკარგე იმ წუთიდან,როცა მის მწვანე თვალებში ჩავიხედე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.