შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


16-06-2016, 20:44
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 737

მე გაპატიებ ყველაფერს.
მაგრამ შენ არაფერ შუაში არ ხარ.
დანაშაული ნულის ტოლია.
და სიყვარული უდრის მარტოობას.
მე საერთოდ არ მაქვს
შენზე მოგონებები… ..
შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


ისინი მიდიან.
აუცილებლად ჩაალაგებენ თავიანთ ნივთებს,ურცხვად გააღებენ კარს,და უკანმოუხედავად წავლენ.
ისინი მიდიან,
და არამარტო სახლიდან,ჩვენი ცხოვრებიდანაც.
მათი სურნელი,რომელიც ტანსაცმელზე და თმებზე,
საწოლში,და ოთახებში ტრიალებს,ყოველ დღე
გაღვიძების თუ დაძინებისთანავე მოგვგვრის ცრემლებს.
ისინი მიდიან.
ამაყად,უგრძნობად,ზედმეტი კითხვების გარეშე.
ოთახებში დარჩენილი მათი ნივთები,ყოველ დანახვაზე გვიახლებენ ტკივილებს.
ისინი მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან.
ისინი მიდიან საჭირო დროს,
საჭირო ადგილიდან.
ისინი მიდიან მაშინაც კი როცა მათი თითოეული სიტყვა ჰაერივით გვჭირდება.
ისინი მიდიან როცა ყველაზე მეტად არიან საჭირო.
ისინი მიდიან.
უკანმოუხედავად,ყველაფრის გარეშე,
დამშვიდობების გარეშე.
უბრალოდ მიდიან.

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


მე მშურს ყველა ადამიანის,
რომლებიც შენს გვერდით არიან.
რომლებიც გელაპარაკებიან,
რომლებიც გეხებიან მხრებზე,
მაშინ,
როდესაც მე ვფიქრობ შენზე.

[center]შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


ვიხედები, გარშემო და
ვერავის ვხედავ შენს გარდა.
ათასგვარი კითხვების ფონზე
ჩემივე თავთან,
რას უნდა ნიშნავდეს ეს?
დაუსრულებელი დუმილი.
რა უნდა იყოს ბედნიერება?
შენი მარადიული არსებობა
ჩემს ხელებში.
ამ ჩაკეტილ სივრცეში
მე მესმის შენი ხმა.
არ ვიცი საიდან,
არ ვიცი როგორ.

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


არსებობენ ადამაინები,
რომელთაც
თვალების გახელა არ სჭირდებათ,
რომ
დაგინახონ.

ვისთვისაც
არ არსებობს,
მანძილი შენამდე,
ვინც
არაფერი იცის შენზე,
მაგრამ
გრძნობს
რომ
ხარ,
თავისიანად გთვლის.

ვინც
არ ელოდება შენგან სასწაულს,
ვინც
თვითონ სასწაულია შენთვის.

არსებობენ ადამიანები,
ვისაც
შენი არსებობა უფრალოდ უხარიათ.


შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


ვინ იცის, თვითმკვლელობისას, დროის იმ თითქმის არარსებულ მონაკვეთში, რომელიც რევოლვერის სასხლეტის დაშვებასა და ცნობის წართმევას შორისაა, კაცს საშინელი, ყოვლისდამთრგუნველი სურვილით უნდება სასიკვდილოდ აშვებული ტყვიის უკან დაბრუნება და ტყვია კი არ კლავს, არამედ იმის განცდა, რომ ეს სურვილი ამაოა და აღარაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება.
სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა.

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


მეღიმება ხოლმე,
რომ მეკითხები,
რა ხდება ახალი და კარგიო.

არ ვიცი,
ამ დროს რა გიპასუხო,
როცა ყველაზე ახალი და კარგი შენ ხარ…

მაგრამ,
არ ხდები.

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


წარმოიდგინე,რომ სიცოცხლის ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო – დაიბადო თუ არა ამ პლანეტაზე ერთ რომელიღაც მომენტში. არ იცი, როდის გაჩნდები, რამდენხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს, მხოლოდ ის იცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს. ჰოდა, რას აირჩევდი, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ გქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც მოსვლას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს?

[thumb]https://4love.ge/uploads/posts/2016-06
/1466095088_tumblr_nfgd0huxmr1qid83to1_540.jpg[/thumb]


“ადრე მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი.
მერე მინდოდა, რომ ყველას ვყვარებოდი.
ახლა მინდა, რომ თავი დამანებონ“.

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


ისეთი ადამიანებიც მინახავს,
ერთი ჩახუტებითა და შეხებით რომ შეუძლიათ ყველა ტკივილი დაგავიწყონ.
ეხები, და თითქოს სახლში ხარ.

არც მეტი, არც ნაკლები - შეგიყვარდა.

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


რაღაც, ვიღაც.
აუცილებლად გბეზრდება..
გაუშვი,
ნუ აღიარებ,
ნუ გამოუტყდები
და იმშვიდე თავი ათასი მიზეზით,
მაგრამ,
გბეზრდება,
უბრალოდ ასეა..

შენ არასდროს მომიტან გვირილებს…


ათიდან ცხრას ფეხებზე ჰკიდიხარ და ის დარჩენილი ერთი - თვითონ ხარ. მიხედე საკუთარ თავს.

შენ თვითონაც რომ ყელში გაქვს საკუთარი თავი გაჩხერილი, ეგ არის ცუდი, თორემ ცხრა რომ ცხრაზე გამრავლდეს, მაინც გადარჩები, თუ თვითონ არ დაუშვებ ხელებს.



№1  offline წევრი მოლურჯო

მტკივნეული იყო
ზედმეტადაც კი
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი Eleniko13

მე მეტკინა.
ყველა ართქმული სიტყვა
და ყელში ამოსული გრძნობა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი portoxali

Arseboben adamianebi romlebsac ubralod sheni arseboba uxariat ❤

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№5  offline მოდერი Marry Amm

სევდიანი მაგრამ კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent