შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რჩევა გაითვალისწინე


22-06-2016, 14:20
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 488

არსებობენ ადამიანები,რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო ხო? თუმცა ძალიან ცოტა თუ მოიძებნება.
რამდენად გამიმართლა არ ვიცი მაგრამ ვიცნობ ადამიანებს,რომლებსაც ასე თუ ისე ვენდობი.

საერთოდ წუწუნი არ მჩვევია,რატომღაც ამას თავის დამცირებად და ხარბობად მივიჩნევ.აბა სხვა რა უნდა დაარქვა ამას?!გაქვს საჭმელი,სასმელი,თავშესაფარი და მაინც წუწუნებ…
არ ფიქრობ იმაზე,რომ სხვები ამაზეც ოცნებობენ...შენ,ხო შენ,რას შვები ამ დროს? სირცხვილია ადამიანო,სირცხვილია. ასე ძალიან ნუ დაეცემი ხოლმე…

თემას გადავუხვიე…

აქამდე არასდროს მითქვამს, არც გამომიხატავს, მაგრამ მაინც იცოდეთ,რომ ერთმანეთისგან არ განსხვავებთ. ჩვენში დარჩეს და ყველა ერთნაირი “ნაგვები” ხართ, არ განსხვავდებით ერთმანეთისგან.
თუმცა ყველა “ერთ ქვაბში რომ მოვხარშო” უმადური ვიქნები.

ზედმეტად უგულო რომ არ მოგეჩვენოთ გეტყვით,რომ ჩემთვისაც არსებობენ ადამიანები რომლებიც მეტნაკლებად მიყვარს და ვაფასებ...მაგრამ რაღა დაგიმალოთ და ეს დიდად არ მახარებს,რადგან ყველა ვინც გიყვარს საბოლოოდ მაინც მიდის და გტოვებს...გტოვებს ამ სამყაროსთან მარტოს...ღმერთო რა დაუნდობლები არიან,როგორ შეიძლება ადამიანის ასე გაწირვა…

ბოლოს დღე და ღამე არეული გექნება,ყველაში ცუდის ძიებას დაიწყებ,აღარავის აღარ დაუჯერებ,ვერც ენდობი...ადამიანი დაგჭირდება, მაგრამ ისევ მარტო აღმოჩნდები…

მეგობარო,დამიჯერე და არ გადაყვე არავის,ყველას ზომიერად მოეპყარი…
და სხვა თუ არაფერი აღარ გეტკინება მაინც…
ბევრი გირჩევს რომ გაიღიმე და ყველაფერი დაივიწყო,მაგრამ მე გეტყვი… მე გეტყვი რომ იტირო...ხო,იტირე!

იცი რა კარგია? იტირებ და მოგეშვება...თავისით...ხოო თავისით…
აღარ გეტკინება, ვერ იგრძნობ...უფრო მეტიც, იტირებ და ძლიერდები...ხო, ასე უბრალოდ, იტირებ და ძლიერი გახდები.
მე არ ვტირი ხოლმე...მაგრამ არ იფიქროთ რომ ცუდი რჩევა მოგეცით...მე უკვე უგულო ვარ, ვეღარ ვტირი...ვეღარ ხო,ვეღარ...არ შემიძლია.
კიდევ იმიტომ, რომ არავის და არაფერს ვაქცევ ყურადღებას. როგორ იტყვიან ხოლმე?! “”-ო ხო? ხო,… ასე უბრალოდ ყველა და ყველაფერი …

მკითხველო,არ მომბაძო...თავი არ დაიღუპო!
რჩევა გაითვალისწინე!



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent