შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი


27-06-2016, 19:40
ავტორი N7
ნანახია 1 808

მე შემიყვარდა.
ვიწამე ის გრძნობა, რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე ამორალური აზრები მაწუხებდა. გრძნობა, რომლის ხსენებაზეც უკანასკნელ სკეპტიკოს ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე.
ყავას ვსვამ. მისი არომატი ცხვირში მიღიტინებს და მუცელში ცხელი სითხე იღვრება.
სწორი იქნება, რომ გითხრათ – მიყვარს. რადგან არათუ შემიყვარდა, არამედ მიყვარს.
ქუჩას გავყურებ, წვიმიანსა და ჭუჭყიანს. ხალხი სწრაფად მოძრაობს, ერთმანეთს ხელს კრავენ, რომ გათავისუფლებულ, სუფთა არეალებს გაუყვნენ. მანქანები სწრაფად მოძრაობენ და ტალახს ტროტუარზე მოსიარულე ქვეითებს შხაპად ავლებენ.
და მეყვარება. ჰო, ასე უფრო სწორი იქნება.
გონებით აქ ვარ, ყავასთან და წვიმიან ქუჩასთან, გულით კი მასთან.
მის არსებაში ფეთქავს ჩემი გული, ნელა, თუმცა ურითმოდ. ცდილობს მის გულს ფეხი აუწყოს და საბოლოოდ ორივე ტაქტში ირევა.
მართალი კაცი ვიქნები, რომ გითხრათ, მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. თუმცა არ ვიცი ეს გრძნობა ასევე წმინდად როდემდე შეინახება ჩემს ბინძურ სხეულში...
გუშინ თვალი გამექცა გრძელფეხება ანგელოზისკენ, რომელმაც თვალის ჩაკვრით მანიშნა – წამომყევიო. გუშინ მოვერიე თავს, დღეს კი არ ვიცი, რა იქნება.
ელა, ელენა... ამაზე ლამაზი სახელი არ არსებობს, რადგან მას ჰქვია.
ქოლგები ჰაერში ფრიალებენ და გონებაში მელოდიას უკრავს ჩემი ელა.
სი, დო, მი, რე... მი, მი, დო, მი...
მე ის შევცვალე.
ნელა იხრება ჩემკენ, უნდა მაკოცოს, შემოვიდეს და ჩემში დასახლდეს. ნელ–ნელა, თვალდახუჭული მოიწევს. მენდობა... იცის, არ წავალ, დაველოდები. ამიტომაც არ ჩქარობს. ნელი და სასიამოვნო პროცესია, რომლის ფინალი სხეულში ჟრუანტელად მედება.
სი, დო, მი, რე... მი, მი, დო, მი...
მანქანებს შორის ვიღაც მორბის. ფეხებსა და ხელებს ჰაერში იქნევს. გიჟი. ველოდები, როდის დავინახავ მდევარ თეთრხალათიანებს, ხელებში ნემსით.
სი, დო, მი, რე... მი, მი, დო, მი...
ელა, ელა... მიყვარხარ. ამ სიყვარულს გულში ჩუმად ვინახავ.
პირს ამოძრავებს, თითქოს ჩემთვის რაღაცის თქმას ცდილობს.
მის სახეს ვერ ვამჩნევ, თუმცა ვხედავ, რომ შავი ძაძებით შემოსილა.
სი, დო, მი, რე... მი, მი, დო, მი...
ჟოსეფ... შორიდან ჩამესმის ჩემი სახელი.
ღმერთო, ეს ჟრუანტელი...
მი, მი, მი, მი...
მიახლოვდება, ელაც და შავძაძებიანიც.
ქაოსურად ფეთქავს გულები. ძლივსდაწეული ჩემი გული ისევ კარგავს რიტმს და იმდენად ჩქარა ფეთქავს, სამ წრეზე ასწრებს მისას.
ელა, ჩემო ელა...
მი, მი, მი, მი...
– ჟოსეფ, ჟოსეფ! – ყვირის, მისი ხმა დახშულად, თუმცა ბგერები გასაგებად სწვდება ჩემს ყურთასმენას.
ელა უკვე ჩემს ტუჩებს აფრქვევს ცხელ სუნთქვას, ის კი მალე შუშაბანდს შემოეხლება.
მი, მი, მი... ფორტეპიანოზე მოკაკუნე თითები აზარტში შედიან.
იღიმის და ჩერდება ელა.
გაკვირვებული ვახელ თვალებს და სუნთქვა მეკვრის.
ტკივილისგან სახე ეკრუნჩხება. ჩერდება. აღარ სურს ჩემში შემოსვლა, დასახლება.
ვტირი, ვქვითინებ.
ჩუ – თითებით მანიშნებს შავძაძებიანი და შუშაბანდთან ჩერდება.
მი, მი, სი...
ზურგს უკან შავი სხეულები ფარავენ სივრცეს.
გაოცებისგან პირი მივარდება და ცრემლები სახეზე მეყინება.
შავ ფრთებს იქნევს და ზემოთ ადის.
მის სახეს ვარჩევ... კვლავ იწყებენ ცრემლები დენას.
სი, სი, მი...
ელას ზურგზე თეთრი ფრთები უჩნდება და ზემოთ მიფრინავს.
სი, მი, მი...
იღიმის და ტკივილისგან სახე მითეთრდება.
შავ ანგელოზს ელას სახით თეთრი ეწევა.
მი, მი, მი...
ერთმანეთს ეხებიან და თავზე ფერფლად მეცემა ორივეს დამწვარი სხეულის ნაფლეთები.
ელა, ჩემო ელა...
მი.
მე ის გავანადგურე.



№1 სტუმარი ^^^

ვაუ... ემოციამ წამლეკა...

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

მეტი უნდა ყოფილიყო ეს. მოცულობაში, უფრო დიდი. ხოდა იქნებოდა სუპეეღ :)

 


№3  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent