შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცინიზმი


2-07-2016, 00:52
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 747

სარკაზმი.
როგორ მიყვარს ეს სიტყვა.
სარკაზმი,ცინიზმი,ირონია.
ბავშვობიდანვე მახასიათებდა.ვიცი კარგი არაა,მაგრამ მე ყოველთვის ვერთობოდი.დაჩაგრული ბავშვების ტირილი სასიამოვნო იყო.თან ჩემს გამო ტიროდნენ,გესმით?! ჩემს გამო ტიროდნენ....
სხავათაშორის არა მარტო ბავშვობაში,ახლაც ასე ვარ.


სკოლიდან წამოსვლის დროს ხშირად მხვდება ხოლმე ბიჭების “სასტავი”. აბირჟავებენ ხოლმე,ძალით ბაბნიკე. ღმერთო,როგორ ვერ ვიტან მათ.ზოგადად არცერთი არ მეხატება გულზე მაგრამ,ისინი…
ერთ დღეს მეც ავღმოჩნდი მათი “მსხევრპლი”,ალბათ ცხელი ზაფხულის და მოკლე შორტების ბრალი იყო. აქამდე დიდ ყურადღებას არ იჩენდნენ ჩემს მიმართ მაგრამ დღეს...ეჰ ეს მოკლე კაბები,შორტები და “ჰორმონები” რამდენს შვება.
-გოგონი.
ვაიმე როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას,მეზიზღება.რატომღაც მიმართვის ყველაზე უხეში ფორმა მგონია.
-ხდება რამე?
-გრძელი შორტი გაცვია,არ გიხდება.
-საინტერესო მოსაზრებაა,მაგრამ არ მაინტერესებს თქვენი აზრი.
-გამახინჯებს.
-თქვენ საუბრობთ სიმახინჯეზე?!თქვენნაირი სახე რომ მქონდეს მშობლებს სასამართლოში ვუჩივლებდი. (სულ მინდოდა ამ ფრაზის გამოყენება)
თურმე უკან ვიღაცები მოდიოდნენ,სიცილი აუტყდათ და “შემაქეს” : “საღოლ”, “ვაიმე ეს რა გოგო ყოფილა”...
თუმცა არც მათი აზრი მაინტერესებდა დიდად,შევტრიალდი ძალით გავიღიმე და გზა განვაგრძე.
გამომეკიდნენ.
-და შენ იცი ჩვენ ვინ ვართ?
-კი,რამოდენიმე მახინჯი ბირჟავიკები,რომლებმაც გოგოს პატივისცემა არ იციან.
-ეე შეხედე ამას,რამდენს ბედავს. - უთხრა ერთმა მახინჯმა მეორეს.
ამ დროს მეგონა რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულიპრინცი გამოჩნდებოდა და “დავიშლებოდით”,მაგრამ შენც არ მომიკვდე…
თავი ავარიდე და ჩქარი ნაბიჯებით ავტობუსს დავეწიე.

უბანში მშვიდობით ჩავედი.
იქვე სკეიდპარკში ბიჭები იდგნენ და ცდილობდნენ ეცეკვათ.
ღმერთო ამათ მართლა გონიათ,რომ ცეკვავენ? თან ისეთი თავდაჯერებულები და ამაყები არიან…
ისედაც აღრენილი ვიყავი და შარს ვეძებდი. ჩუმად ვთქვი:
“ნუ ღელავთ,ბევრ სხვა ადამიანსაც არ აქვს ნიჭი”.
ვერ შევამჩნიე რომ ჩემს გვერდით ერთი ბიჭი იდგა,ისიც მათ “სასტავში” იყო. ცოტაარიყოს გამიტყდა,მხოლოდ იმიტომ რომ ის ბიჭი სიმპატიური იყო. ზოგადად არ მეშინია იმისი თუ ვის როგორი შთაბეჭდილება რჩება ჩემზე,დიდად არც მაინტერესებს,მაგრამ ეს ბიჭი...საოცრება იყო,რა თქმა უნდა ცოტათი შემრცხვა. როცა ჩემი სიტყვები მან გაიგო გაეცინა.
-ჰო რას ვიზამთ,ყველა ნიჭიერი ხო ვერ დაიბადება.
-უკაცრავად,წამომცდა.
-არაუშავს,ხშირად ხდება ხოლმე…
-და არ გიცდიათ გამოსწორება? - გავპირდაპირდი.
-არაფერი გამოდის,არ შეგვიძლია.
-მგონი ჯობია რომ თავი გაანებოთ.
ბიჭი გაშტერებული მიყურებდა,ვინაა საიდან მოვიდაო ფიქრობდა ალბათ. ჩემს თავს ამდენის უფლება იმიტომ მივეცი რომ აღარ მომწონდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ადამიანი გარეგნოთ არ უნდა შეაფასო.


მოკლედ ყოველი დღე ერთმანეთს გავს, სუიციდზე აღარ ვფიქრობ,რადგან ყოველთვის მახსენდება ეს სიტყვები: “დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს,მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე,თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანის,როგორიც მე ვარ.ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე.ხანდახან იმას ვფიქრობ,ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი”.



№1  offline წევრი მოლურჯო

სუიციდი გამოსავალი არ არის
ვერაფერს ვერ მიაღწევ მაგით
არ მომეწონა.
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი მარიამი019

მოლურჯო
სუიციდი გამოსავალი არ არის
ვერაფერს ვერ მიაღწევ მაგით
არ მომეწონა.


არაუშავს,ხან მოგეწონებათ,ხან - არა... :)))

 


№3  offline წევრი ХуЛиГаНка

აუ რა მაგარია) რაღაც ისეთი, რამაც ჩემი თავი გამახსენა:) ცინიკური ცივი გამოხედვა, ირონიული სიცილი და სულში დანთებული წითელი ცეცხლი...

 


№4  offline წევრი მარიამი019

ХуЛиГаНка
აუ რა მაგარია) რაღაც ისეთი, რამაც ჩემი თავი გამახსენა:) ცინიკური ცივი გამოხედვა, ირონიული სიცილი და სულში დანთებული წითელი ცეცხლი...

სასიამოვნოა ❤

 


№5  offline წევრი Havai

umagresiiko :)) <3 bolo nawili gansakutrebit

 


№6  offline წევრი მარიამი019

Havai
umagresiiko :)) <3 bolo nawili gansakutrebit

მადლობა საყვარელო <3

 


№7  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი თორნიკე

ძალიან მაგარია ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent