ინტერვიუ მესთან 2
-მომიყვებით? -არ ვიცი მინდა თუ არა გახსენება… ბევრი ხანი იყო იქ,მაგრამ მე ერთ დღეს შევამჩნიე.არ ვიცი რა დამემართა,დავინტერესდი.ის დღე კარგად მახსოვს: მე და ქეთი გარეთ ვიყავით,საღამო იყო,უკვე ბნელოდა. ისიც იქ იყო ეხმარებოდა. მასთან სიახლოვის შემეშინდა სახლში ასვლა მინდოდა,თან არ მინდოდა. ხან იქით გადიოდა,ხან-აქეთ. მე და ქეთი კი კიბეებზე ვიდექით და იქიდან ერთმანეთს ვაგდებდით. გვიყურებდა თუ მიყურებდა არ ვიცი,იქვე ჩამოჯდა...მე ავდექი.ქეთის რაღაც კითხა მაგრამ...მგონი ქეთისაც მოსწონს ამიტომ დიდად არც ვენდობი,არც არაფერს ვუყვები.ჯანდაბამდე გზაც ჰქონია. -და როგორია? -არ ვიცი...უცნაურია,თითქოს არაფერი აინტერესებს მაგრამ კითხებს მაინც სვამს.მხიარულია,მაგრამს თავს უჟმურად მოგაჩვენებს,არ ვიცი,ამოუცნობია,თან საინტერესო.სიამოვნებით გავიცნობდი მაგრამ…. -მაგრა,? -მაგრამ როცა მგონია,რომ დავუახლოვდი,მით უფრო ვშორდები,როცა მგონია რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა...მერე პირიქით.ახლაც შემიძლია დაველაპარაკო,მაგრამ რაზე?რა აზრი აქვს?მოვიკითხო და მორჩა? -რატომაც არა?! -არა.გესმით?! არა! -რატომ? -იმიტომ რომ დიდია!ვერ გაიგებს… -ანუ იმიტომ არ გიყვართ რომ დიდია? -”სიყვარულმა ასაკი არ იცის”,ეგ არაფერ შუაშია. -თქვენზე პატარა რომ ყოფილიყო არ შეგიყვარდებოდათ? -არა! მერე პატარა იქნებოდა და “ვსო”. -მგონი თქვენ თქვით, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. -ხო მაგრამ პატარა რომ ყოფილიყო ვერაფერს მიხვდებოდა. -და იქნებ ისიც ასე ფიქრობს თქვენზე ახლა.... -ამაზე არ მიფიქრია,მაგრამ ერთი ვიცი,ის ჩემზე არ ფიქრობს. -და იქნებ მოსწონხართ? მან ირონიულად გამიღიმა.მაინც არ შევეშვი. -ნუ ღელავთ,რადგან თქვენ თქვით რომ ამოუცნობია,უბრალოდ ვერ ხვდებით რას გრძნობს.იქნებ მოსწონხართ ან უფრო მეტიც...უყვარხართ!იმედი არ დაკარგოთ!! -იმედს არ ვკარგავ...მხოლოდ იმიტომ, რომ არ მაქვს. -ოცით რა?ზედმეტად პესიმისტი ადამიანი ხართ,როცა რაღაცას აიკვიატებთ მას ვერავინ გადაგათქმევინებთ,ყოველთვის გაბრაზებული ხართ ცხოვრებით.სხვაზე ბრაზობთ,თქვენ კი არაფერი შეგიძლიათ,უძლური ხართ სიყვარულის და ზოგადად ცხოვრების წინაშე.იმდენი გამბედაობა არ გაქვთ,რომ უთხრათ მიყვარხარო. მშიშარა ბრძანდებით და სწორედ ამიტომ ხართ ახლა მარტო.-გავბრაზდი და რაც ენაზე მომადგა ყველაფერი ვუთხარი. ის კი ჩუმად იჯდა,საბრალოს არაფერი შეტოკებია,მხოლოდ ერთი ცრემლი ჩამოსდიოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.